იცით, რომელ სტიქიას მიეკუთვნებით ასტროლოგიურად?

ჰოროსკოპი

17 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგიური ენით თუ ვისაუბრებთ, ოთხი ძირითადი სტიქია არსებობს და ისინი განაპირობებს ამა თუ იმ ინდივიდის ხასიათს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობის ხარისხსაც კი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავად შეგიძლიათ, გაეცნოთ ასტროლოგიის „ანა-ბანას“.

სტიქია ცეცხლი: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
ცეცხლის სტიქიის ქვეშ ფეთქებადი, გამორჩეულად ენერგიული და ნოვატორული აზროვნების მქონე ნატურები იბადებიან.
თავისუფლებისმოყვარეებსა და ამაყებს, განსაკუთრებული პიროვნული შარმი და მომხიბვლელობა აქვთ.
მათ შორის ბევრი თავისი სფეროს პირველაღმომჩენი და პიონერი გვხვდება, ცეცხლის სტიქიას უამრავი ცნობილი პოლიტიკოსი, მომღერალი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე განეკუთვნება.
სამწუხაროდ, უკიდურესობებით აღსავსე ბუნება, ზოგჯერ მათ არა მარტო სამართლიანობისთვის მებრძოლი რევოლუციონერის, არამედ დიქტატორისა და სადისტის ხასიათსაც უყალიბებს.


სტიქია წყალი: კირჩხიბი, მორიელი, თევზები
ემოციური, ძალზე მგრძნობიარე ნატურები. აქვთ საოცრად განვითარებული ინტუიცია, ადამიანთა გამჭოლი ხედვისა და გარდასახვის შესანიშნავი უნარი.
მათ შორის ბევრი ფსიქოლოგი, მედიუმი, ასტროლოგი, პარაფსიქოლოგი გვხვდება.
ისინი კარგად ეწყობიან, ასევე, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს: თეატრს, კინოხელოვნებას, მხატვრობას, მუსიკას და ა.შ.
არიან ფრთხილები და დაკვირვებულები. შეუძლიათ, იყონ კარგი ფინანსისტები, მხედართმთავრები, ღვთისმსახურები.
ამ სტიქიის ადამიანებში, მათი კაცთმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი ქველმოქმედი და მეცენატიც გვხვდება.


სტიქია მიწა: კურო, ქალწული, თხის რქა
გაწონასწორებული, სტაბილური და რეალისტი ადამიანების სტიქიაა, ამ სტიქიის წარმომადგენლები მიწაზე მართლაც, რომ ყოველთვის მყარად დგანან.
მათ უმრავლესობას მატერიალური დოვლათის დაგროვებისა და ფულის შოვნის შესაშური ნიჭი აქვს.
საქვეყნოდ ცნობილი ფინანსისტები, ბიზნესმენები და ბანკირები სწორედ ამ სტიქიით იბადებიან.
ანალიტიკური აზროვნების უნარისა და დაკვირვებულობის წყალობით, მათ შორის ბევრი მეცნიერიც გვხვდება.
გარდა ამისა, მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანებისგან გონიერი, ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკოსები და მმართველებიც გამოდიან.


სტიქია ჰაერი: ტყუპი, სასწორი, მერწყული
კომუნიკაბელური, გამჭრიახი გონებით დაჯილდოებული, კონტაქტური, მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანები.
ისინი ყველგან არიან, სადაც ლაპარაკი, მსჯელობა, კამათია საჭირო. ქმედითი და მოუსვენარი ნატურები არიან. თუმცა მერყევები და რამდენადმე არასტაბილურები. ხშირად იცვლიან ინტერესების სფეროს, მისწრაფებებსა და იდეალებს.
უყურებენ ყველაფერს გამომგონებლის თვალით და ცდილობენ, ნებისმიერ სფეროში ნოვატორული იდეები დანერგონ.
მათ შორის ბევრი ლიტერატორი, შოუმენი, დიპლომატი, ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე გვხვდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?