თილისმა თქვენს თითებზე – ძვირფასი ქვების სწორად ტარების ინსტრუქცია

ჰოროსკოპი

19 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

ადამიანის ბედსა და ჯანმრთელობაზე ძვირფასი ქვების გავლენის შესახებ, ალბათ, არაერთგზის გსმენიათ. ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად მოგვმართავენ ხოლმე კითხვებით, მაინც რომელი ქვა და როგორ უნდა ატარონ, რათა ეს უკანასკნელი მათ ამა თუ იმ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამჯერად გთავაზობთ სტატიას იმის შესახებ, როგორია ძვირფასი ქვებისა და თითების შესაბამისობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის ხელები თავისებურ ანტენას წარმოადგენს, რომელიც ამ უკანასკნელს კოსმოსთან აკავშირებს ენერგეტიკული კუთხით, აუცილებელია, ბეჭდის სატარებლად სწორად შეარჩიოთ ხელის თითი და კონკრეტული ძვირფასი ქვა.


ასე, მაგალითად:


ცერ თითი პლანეტა მარსს შეესაბამება. ამ თითზე მასიური ბეჭდის ტარებაა სასურველი, რომელიც მოლურჯო-მომწვანო ფერის ქვით იქნება გაწყობილი (მაგ., საფირონი ან ლაზურიტი). ბეჭედი ამ თითზე ხელს უწყობს თაყვანისმცემლების სიმრავლეს, თუმცა რაკიღა მარსი ანატომიურად თავთან ასოცირდება, ეს, ასევე, ნიშნავს იმას, რომ სავსებით შესაძლოა, არცთუ გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე პარტნიორები მოიზიდოს თქვენკენ ბეჭედმა.

საჩვენებელი თითი იუპიტერის ენერგეტიკასაა – ამიტომ ამ თითზე აჯობებს, ბეჭედი ატაროს ხალხმა, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება სურს. სასურველია, ბეჭედი საჩვენებელ თითზე იყოს გაწყობილი საფირონით ან აქვამარინით. ამასთანავე, ჯობია, ის ოქროსგან იყოს დამზადებული.


შუა თითი სატურნის ენერგეტიკას ემთხვევა – ამიტომ ამ თითზე ბეჭდის ტარება ხელს უწყობს გენეტიკური ვალების გადამუშავებას და ზოგადად, საკუთარი ბედის შეცვლას. შესაბამისად, ბეჭედი,რომელსაც შუა თითზე ვიკეთებთ, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იყოს შერჩეული. საუკეთესო ვარიანტი, ამ მხრივ, არის ვერცხლის ბეჭედი, რომელიც გაწყობილი იქნება ე.წ. მთვარის ქვით.


უსახელო თითზე, რომელიც ენერგეტიკულად მზეს შეესაბამება და კავშირშია გულთან და, ზოგადად, ემოციურ სამყაროსთან, ატარებენ საქორწინო ბეჭედს. სასურველია, გარდა ქორწინების ბეჭდისა, ამ თითზე ატაროთ წითელი თვლებით – ლალით, ძოწით და ტურმალინით გაწყობილი სამკაული.


დაბოლოს, ნეკი მერკურის ენერგეტიკას იმეორებს. შესაბამისად, ამ თითზე ბეჭდის ტარება სასურველია მაშინ, როცა გიწევთ საჯაროდ სიტყვით გამოსვლა ან თქვენი საქმიანობა მასმედიას, ტელევიზიას უკავშირდება. კარგი იქნება, თუ ნეკისთვის შერჩეულ ბეჭედს ზურმუხტის ან ქრიზოლიტის თვლით აარჩევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?