როგორ ირთულებენ ცხოვრებას ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

22 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

ალბათ, ყველამ ვიცით გამოთქმა - „ბუზს სპილოდ აქცევსო“ და ამ გამოთქმის მნიშვნელობაც. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანები, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, სხვადასხვა წვრილმანი პრობლემების დრამატიზებისკენ არიან მიდრეკილნი. დღეს ზუსტად იმას მოგიყვებით, რა სახის „პრობლემებით“ ირთულებს ცხოვრებას ზოდიაქოს ესა თუ ის კონკრეტული ნიშანი.

ვერძი ყველაზე ხშირად სხვებთან უაზრო შეჯიბრით ირთულებს ცხოვრებას. ის გამუდმებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ „ყველაზე, ყველაზეა“… თუმცა, თავმდაბლობითა და სიჩუმით, უდავოდ მეტს მოიგებდა.


 


 


კურო ყველაზე ხშირად ცხოვრებას სიჯიუტითა და სიახლეების მიუღებლობით ირთულებს. ასე იგი ხშირად კარგავს მომგებიან შანსებს წინსვლისთვის.


 


 


ტყუპი ცხოვრებას ყველაზე ხშირად დაუდევრობითა და არასტაბილურობით ირთულებს. ასე იგი ბევრი ადამიანის მხრიდან კარგავს ნდობას.


 


 


კირჩხიბი ყველაზე ხშირად ცხოვრებას უსაფუძვლო შიშებითა და წუწუნით ირთულებს. თანაც რომ არა და არ დგება ის ავადსახსენებელი „შავი დღე“, რომლისაც მას ასე ეშინია?


 


 


ლომი ყველაზე ხშირად ცხოვრებას საკუთარ იმიჯსა და ამბიციებზე ზედმეტი ზრუნვით ირთულებს. ასე უფრო სასაცილოდ გამოიყურება სხვების თვალში, უბრალოდ, ზურგს უკან დასცინის ბევრი.


 


 


ქალწული ყველაზე ხშირად ცხოვრებას ირთულებს (და სხვასაც ურთულებს) გადამეტებული პედანტიზმითა და წესრიგის მოთხოვნილებით. იდეალური ამ ქვეყნად არავინ და არაფერია, ქალწულებო!!!


 


 


სასწორი ყველაზე ხშირად ირთულებს ცხოვრებას ყოყმანითა და გადაწყვეტილების მიუღებლობით. ასე იგი არაერთგზის უშვებს ხელიდან ერთობ პერსპექტიულ შანსებს.


 


 


მორიელი ცხოვრებას ყველაზე ხშირად შურისმაძიებლობითა და ბოღმის გულით ტარებით ირთულებს. ძვირფასო მორიელებო, წყენის დიდი ხნით დამახსოვრება ონკოლოგიური დაავადებების საწინდარია, ეს არ დაგავიწყდეთ!


 


 


მშვილდოსანი ცხოვრებას არარსებული იდეალების დევნით ირთულებს. მათთვის აუცილებელია იმის გააზრება, რომ იდეალურობა სულაც არ ნიშნავს საუკეთესოს.


 


 


თხის რქა ცხოვრებას მუდმივად ირთულებს მომავლის შიშითა და პესიმიზმით. ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრი როდია, თხის რქებო!


 


 


მერწყული ცხოვრებას ხშირად ბრძოლის უუნარობით და პასიურობით ირთულებს. საყოველთაო მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ მოძალადეს პასუხი არ უნდა მოსთხოვოთ, თუკი ვინმემ დაგამცირათ!


 


 


დაბოლოს, თევზები, ცხოვრებას ილუზიებით ირთულებს მუდამ. იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრების სირთულეებთან ჭიდილს თავის არიდება და ალკოჰოლის ან ოცნების კოშკებში თავის შეფარება ჯობია, თქვენს ცხოვრებაში დაგროვილ პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებს, ძვირფასო თევზებო.


 

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!