ხართ თუ არა პოტენციური „ისტერიჩკა“?

ჰოროსკოპი

26 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

დღეს ყველაზე სენსიტიური სამი ქალბატონის შესახებ ვისაუბრებთთ, რომლებიც ასტროლოგებისთვის „პოტენციური ისტერიჩკების” შავ სიაში არიან. აუცილებელი არ არის, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნის ყველა წარმომადგენელი ასეთი იყოს. მოგეხსენებათ, ყველაფერი, მათ შორის - ნერვების სიმყარეც, მაინც ინდივიდუალურ კოსმოგრამაზეა დაფუძნებული. 

კირჩხიბი
მთვარით მართული ქალები, როგორც წესი, ყოველთვის ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან. კირჩხიბის მმართველი კი სწორედ რომ ეს მნათობი გახლავთ. ტიპური კირჩხიბი, შინაგანად ძალიან ემოციური, ბუტია და სენსიტიური პიროვნებაა. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია, თავი ხელში აიყვანოს და თანდაყოლილ გარდასახვის უნარს მიმართოს, სანამ სასურველ მამაკაცს ჩაიგდებს ხელში. მაგრამ, როცა თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად დაიგულებს, მერე იწყება მისი (და პარტნიორის) ტანჯვა მუდმივი ეჭვიანობის სცენებითა და ხშირ-ხშირი გაბუტვებით. ღმერთმა ნუ ქნას, მამაკაცმა ხუმრობით მაინც უთხრას, რომ ჩემოდანს ალაგებს სამუდამოდ წასასვლელად. კირჩხიბისგან ისტერიკა გარანტირებული იქნება.



სასწორი
როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მოქნილობით, დიპლომატიურობითა და გამოკვეთილი ხასიათის სირბილით გამოირჩევიან. თუმცა, სწორედ ეს ზემოხსენებული სირბილე და სხვისი აზრის გავლენაში მოქცევის ჩვეულება ხდება ხშირად ბევრი სასწორისთვის ნერვოზისა და მწვავე დეპრესიის მიზეზი. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მუდმივად ცდილობენ, ურთიერთობაში „ოქროს შუალედის” პრინციპი არასოდეს დაარღვიონ, რის გამოც მუდმივად უხდებათ დათმობა, გატარება, თავის ქნევა მეორე ნახევრისთვის, რომელიც ხშირად სრულებითაც არ აფასებს სასწორის კომპრომისის უნარს.


 


თევზები
მისი პრობლემა, როგორც წესი, ყოველთვის ის არის, რომ საყვედურის თქმას დუმილს, მორჩილ მზერასა და ილუზიებით თავის გამოკვებას ამჯობინებს.
თევზ ქალს დიდი ხნის მანძილზე აქვს იმედი იმისა, რომ მეუღლე, რომელიც ჯეროვნად არ აფასებს და არ უფრთხილდება, ერთ დღესაც, ყოველგვარი მითითებისა და საყვედურის გარეშე, „თავისით” მიხვდება საკუთარ დანაშაულს. მაგრამ, როგორც წესი, ასე არასდროს ხდება. უფრო მეტიც, ზემოხსენებული მეორე ნახევარი უფრო და უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს ჩვენს ქალთევზას, რის ხარჯზეც მისი ფსიქიკა საგრძნობლად დაზარალდება. საბოლოო რეზულტატად კი ჩუმ ნერვოზს მივიღებთ, რომელზე საუბარსაც, დიდი ალბათობით, ქალი თევზი ისევ „თევზურ” დუმილს ამჯობინებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?