26 დეკემბერი - 1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

25 დეკემბერი 19:30, 2016 წელი

კვირის მანძილზე გააცნობიერებთ, თუ რა გსურთ ცხოვრების ამ ეტაპზე... თუკი გვერდით მოსიყვარულე ადამიანიც გყავთ, ყველაფერი გამოგივათ.

ვერძი
ვერძები წარმატებით განახორციელებენ  შემოქმედებით ჩანაფიქრს. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ რა შედეგამდე მიგიყვანთ ეს, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენი იმედების დიდი ნაწილი გამართლდება.
დასვენების დღეებში ცხოვრების მნიშვნელოვანი შეხვედრა გექნებათ. თქვენ გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომლის დანახვაზე გული აგიჩქარდებათ და სასიამოვნოდ აღელდებით. მას თქვენთან დაახლოების სურვილი გაუჩნდება. თუკი ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა სხვასთან გაკავშირებთ, მოგიწევთ, სასწრაფოდ გადაწყვიტოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ახლანდელ პარტნიორთან.


 


კურო
კვირის განმავლობაში კუროები ბევრს იმოგზაურებენ. ეს მოგზაურობები პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს კარიერასა და ფინანსურ საქმიანობასთან, ამიტომ მივლინების დროს დასვენების საშუალება არ გექნებათ. ამ შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის პარალელურად, უმნიშვნელო კარიერული ზრდაც გელოდებათ, რომელსაც, თქვენ გარდა, ვერავინ შეამჩნევს. თქვენი პირადი ცხოვრება ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. გზაში უამრავ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ და ერთ-ერთ მათგანს თქვენს მეორე ნახევარადაც მოიაზრებთ. სამწუხაროდ, ეს სიმპატიური ადამიანი უკვე დაოჯახებული ან სასიყვარულო ურთიერთობაში აღმოჩნდება.


 


ტყუპები    
ტყუპებს მცირედი სასიყვარულო თავგადასავალი გადახდებათ. ამ საიდუმლო რომანს სხვადასხვა მიზეზების გამო თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს არ გააცნობთ (თქვენი სასიყვარულო პარტნიორი დაოჯახებული ადამიანი ან თქვენი კოლეგა აღმოჩნდება. შესაძლოა, ასაკითაც თქვენზე გაცილებით უფროსი იყოს).  სიყვარულის გარდა, ამ კვირაში იმედგაცრუებაც გელით - მნიშვნელოვან ნივთს დაკარგავთ, რომელსაც წლების განმავლობაში სამახსოვროდ ინახავდით.


 


კირჩხიბი
კირჩხიბებს მთელი კვირის განმავლობაში სხვა საფიქრალი არ ექნებათ, გარდა პირადი ცხოვრებისა. თუკი დაოჯახებული ხართ, მზად იყავით საკუთარი რომანის გადასარჩენად. მასში მიზანმიმართულად შემოიჭრება მესამე პირი, რომელიც თქვენს ოჯახურ ბედნიერებას საფრთხის წინაშე დააყენებს. სიყვარულის გადასარჩენად აქტიური მოქმედებები მოგიწევთ. თუკი მუდმივი მეორე ნახევარი ან სასიყვარულო პარტნიორი არ გყავთ, უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში თქვენი ძირითადი პრობლემა მარტოობა გახდება.




ლომი
ლომები კვირის დღეებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმობენ. იმისთვის, რომ გაციება თავიდან აიცილოთ, ვარჯიშს და იმუნიტეტის გამაგრებას გადაწყვეტთ. პარალელურად სამუშაო მოვალეობების შესრულებას შეუდგებით, მაგრამ თქვენი მთავარი მიზანი (კარიერული ზრდა) ძველებურად მიუღწეველი გახდება. პირადი ცხოვრება ახალ იმედებით ვერ დაგასაჩუქრებთ. თუკი მარტოხელა ხართ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაცნობობა შედგება. იმ ლომებს, რომლებიც დაოჯახებულები ან სასიყვარულო ურთერთობაში იმყოფებიან, უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარულს მუდმივი კვება სჭირდება.


 


ქალწული
ქალწულები ამ კვირაში ყველაზე რუტინულ წვეულებებსაც კი შემოქმედებითად მიუდგებიან. წარმატებით შეცვლით თქვენი საცხოვრებელი სახლის ინტერიერს, იმუშავებთ საკუთარ თავზე და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანთ საკუთარ იმიჯსა და სტილში. სამწუხაროდ, სხვა გამარჯვება მომდევნო შვიდ დღეში არ გელოდებათ. სასიყვარულო ფრონტზე ძველებურად ერთფეროვანი სურათი იქნება, სამსახურებრივ საქმეებში კი მცირე პრობლემებს გადაეყრებით. შექმნილი სირთულეების გადალახვაში ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ, მაგრამ ეს ადამიანი საკუთარ მოვალედ ჩაგთვლით.


 


სასწორი
კვირის განმავლობაში სასწორების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები არ შეინიშნება. თქვენი ყოფა ერთფეროვანი გახდება და ამ მიზეზით ცოტა დამწუხრდებით. შურით მოისმენთ იმ ადამიანების მონაყოლს, რომელთა ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით. შესაძლოა, კვირის ბოლოსკენ საკუთარი ერთფეროვანი ცხოვრების შეცვლაზე იფიქროთ, თუმცა ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯები უმნიშვნელო შედეგებს მოგიტანთ. ახალ  შთაბეჭდილებებს კვლავ ვერ მიიღებთ და გააკეთებთ დასკვნას, რომ თქვენი ბიოგრაფიის ეს მომენტი უნდა გადალახოთ და სულ მალე თქვენი ცხოვრება კვლავ გაივსება ნათელი ფერებით.


 


მორიელი
მორიელები ამ კვირაში სრულიად შეცვლიან ნაცნობობის წრეს. საბოლოოდ შეეშვებით უსასრულო საუბარს უაზრო თემებზე, რომლებსაც ძველ მეგობრებთან ერთად განიხილავდით. ამ კვირიდან აღარ დაგრჩებათ დრო ალკოჰოლის მისაღებად ან გასართობად, რადგან რაღაც საინტერესო პროექტით დაინტერესდებით. მასზე მუშაობას იმ ადამიანების მხარდაჭერით დაიწყებთ, რომლებსაც ერთ-ერთ კულტურულ ღონისძიებაზე გაიცნობთ. ისინი თქვენთვის „ოჯახის წევრები“ გახდებიან. თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს მოუწევთ ამ ფაქტთან შეგუება.


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნები ამ კვირაში ძვირიან ნივთს შეიძენენ, თანაც ისე, რომ ოჯახის ბიუჯეტს განსაკუთრებული ზიანი არ მიადგება. გამორიცხული არ არის, რომ ამ ნივთის შესაძენად  თანხის ძირითადი ნაწილი მშობლებისგან ან შორეული ნათესავისგან მიიღოთ. უახლოეს დღეებში სამსახურში პრობლემები არ შეგექმნებათ. სანერვიულოდ რამდენიმე მიზეზს თქვენი პირადი ცხოვრება გაგიჩენთ, მაგრამ ამ უსიამოვნებას მალევე მოაგვარებთ. საოჯახო ურთიერთობაში ჰარმონიას დაიბრუნებთ და ერთობლივ მომავალს იმედიანად შეხედავთ.


 


თხის რქა
თხის რქების ცხოვრებაში გრანდიოზული ცვლილებები მოხდება. ამ ცვლილებებისკენ მნიშვნელოვანი სულიერი ტრავმა გიბიძგებთ, რომელსაც იმ ადამიანისგან მიიღებთ, ვინც სასტიკად უარყოფს თქვენს შემოთავაზებებს. საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩებით და გადაწყვეტთ, სრულიად სხვა ადამიანად იქცეთ.  ამ მიზნის განხორციელებაში გამოცდილი ადამიანი დაგეხმარებათ და ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგით კმაყოფილი დარჩებით - თავდაჯერება შეგემატებათ და საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიულ ცხოვრებას დაიწყებთ. ძალიან მალე თქვენ გვერდით გამოჩნდება ადამიანი, რომლისთვის სამყაროს ცენტრი გახდებით.


 


მერწყული
მერწყულებს ამ კვირაში სიმშვიდის მოთხოვნა გაუჩნდებათ. ოჯახის წევრებთან და დირექტორთან გამუდმებულ კონფლიქტში იქნებით. გამორიცხული არ არის, რომ სხვა განყოფილებაში გადაყვანა მოითხოვოთ, რათა არალოიალურ ხელმძღვანელთან ურთიერთობას თავი აირიდოთ. სამწუხაროდ, გაქცევით  საქმეს ვერ უშველით. მოგიწევთ, ოპერატიულად გადაწყვიტოთ, თუ რა მომავალი ელოდება თქვენს ოჯახს ან აქვს თუ არა მომავალი საერთოდ. დროა, ყველაფერს წერტილი დაუსვათ და მშვიდად შეეგუოთ.


 


თევზები
თევზები ამ კვირას დასვენებასა და რელაქსაციას დაუთობენ. გამორიცხული არ არის, სეზონური დაავადების გამო საავადმყოფოში აღმოჩნდეთ. სახლში, საკუთარ ფიქრებთან გატარებული დღეები თქვენთვის ნამდვილი სამოთხე გახდება. მიხვდებით თქვენი წარუმატებლობის მიზეზებს, პირად ცხოვრებას ახლებურად შეხედავთ და კარიერის განვითარებისთვის ახალ პრიორიტეტებს დაისახავთ. როდესაც დაძაბულ ანალიტიკურ სამუშაოს უკან მოიტოვებთ, უსაქმურობას დაიწყებთ:  კარგად დასვენებასა და პრობლემების სრულიად დავიწყებაში ტელევიზია, მობილური კავშრები და ინტერნეტი დაგეხმარებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?