2-8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

1 იანვარი 19:30, 2017 წელი

უმჯობესია, კვირის განმავლობაში უარი თქვათ თვითმფრინავით მგზავრობაზე, ძვირიან შენაძენზე და არ გაეხვეთ ფინანსურ ავანტიურაში. ამ კვირაში ზედმეტად თამამი გადაწყვეტილებები ზარალს მოგიტანთ...

ვერძი
მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ვერძები მნიშვნელოვნად გაზრდიან საკუთარ  შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, რომლებიც პარტნიორობას, თანამშრომლობას, საქმიან და პირად ურთიერთობებს უკავშირდება. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ თქვენი საქციელი საკმაოდ მკაცრი და კონფლიქტური იქნება. შესაძლოა, ბრალდებების დროს ოპონენტებთან თავის შეკავება გაგიჭირდეთ. ნუ დახარჯავთ ძალებს ურთიერთობის გარკვევაზე და გამოიყენეთ ენერგია კონსტრუქციული მიზნით. ახლა შესანიშნავი დროა შემოქმედებითი, შემეცნებითი და სპორტული ქმედებებისთვის და, ასევე, მოგზაურობისთვის, ოღონდ  - არა თვითმფრინავით.


 


კურო               
კუროებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესაძლოა, ჰორმონალური პრობლემები შეგექმნათ. ასევე, არ გამოირიცხება ალერგიული რეაქციები, თირკმელებთან დაკავშირებული ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გაიმაგროთ იმუნიტეტი. სხვათა შორის, თუკი რამდენიმე ხნით ადრე ექიმთან დაგეგმილი ვიზიტი გადადეთ, ეს კვირა შესანიშნავი დროა საკუთარ ჯანრმთელობაში გასარკვევად. 


 


ტყუპები
ტყუპები მთელ დროსა და ყურადღებას პირადი ურთიერთობების მოგვარებას დაუთმობენ. არ არის გამორიცხული, ახალ კვრაში ახალი სიყვარული გეწვიოთ. შეგიძლიათ, თამამად შეაბიჯოთ ახალ კავშირში, გაამყაროთ ან აღადგინოთ ძველი ურთიერთობები. შესაძლოა, ისიც გააცნობიეროთ, რომ თქვენი ურთიერთობები დამყარებულია ერთგულებასა და ჭეშმარიტ მეგობრობაზე. კარგი მითითებების მიუხედავად, შეეცადეთ, არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოთ პარტნიორის ქმედებებით გამოწვეული ზედმეტად აღელვებული რეაქციები, რადგან უგუნური ქმედებები სერიოზულ განხეთქილებამდე მიგიყვანთ.


 


კირჩხიბი
ეს კვირა შესანიშნავი დროა სამსახურში მოსაწყობად და ლიდერობის პოზიციაზე საბრძოლველად. წინ მომგებიანი სამუშაო პერიოდი გელოდებათ. შესაძლოა, ამ დროში შრომისმოყვარობის უნარი კიდევ უფრო მოგემატოთ, თუმცა, შეეცადეთ ზედმეტად არ დაიტვირთოთ. ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა, გულისა და ხერხემლის დაავადებებმა შეგაწუხოთ. ოჯახურ ურთიერთობებში, სავარაუდოდ, პრობლემები შეგექმნათ. არ არის გამორიცხული, უძრავი ქონების გამო ნათესავებთან კონფლიქტი მოგივიდეთ.


 


ლომი
ლომებისთვის ეს კვირა, საერთო ჯამში, წარმატებული იქნება. პლანეტები  ენერგიას და გამძლეობას მოგცემენ, დაავადებები ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ კარგი იქნება, დროდადრო ფიზიკური ვარჯიშებით დაკავდეთ. შედეგად, შესანიშნავ ფორმაში იქნებით და სიცოცხლე კიდევ უფრო გაგიხარდებათ. ამ პერიოდში ზომიერად უნდა მიიღოთ საჭმელი და სასმელი, რადგან დასვენების დღეებში დიდი შანსია, ღვიძლი გაგიღიზიანდეთ. ასევე, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფეხები დაიცვათ ტრავმისგან.


 


ქალწული
ცხოვრებისეული ენერგია საკმაოდ მაღალი გაქვთ, მაგრამ შეიძლება, ის ყველა სახის  ვნებებსა და აუსრულებელ ოცნებებში დახარჯოთ. შეეცადეთ, სურვილები აისრულოთ ან, თუკი ისინი მავნებელი და უაზროა, უარი თქვათ მათზე. კვირის განმავლობაში მაღალია ტრავმების რისკი. განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ ფეხებს, მუხლებსა და კბილებს. კვირის ბოლო დღეებში შეგიძლიათ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას გააძლიერებს.


 


სასწორი
ამ პერიოდში ყურადღება დაუთმეთ თირკმელების მუშაობას. თუკი რაიმე სახის პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.  ასევე, იზრუნეთ სუნთქვისა და ნერვულ სისტემზე. ამ პერიოდში თქვენთვის განსაკუთრებით მავნებელი იქნება სიგარეტის მოწევა. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ გადაღლილობა და ჰიპოთერმია. სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა, განსაკუთრებით, კვირის დასაწყისში, როდესაც ნერვული დაძაბულობა უნდა მოიხსნათ. 6 იანვირს შემდეგ კვირის დასასრულამდე სერიოზულ ქირურგიულ ოპერაციებს ნუ ჩაიტარებთ.


 


მორიელი
მორიელებო, ამ კვირაში თქვენი ჯანმრთელობა თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. წარმატებების მიღწევა თქვენი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაფერი გაწუხებთ, გამაჯანსაღებელი საშუალებები ზედმეტი არ იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მორიელებისთვის, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ან გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. მოერიდეთ ტრავმებს, მოწამვლასა და სხვადასხვა დაზიანებას.


 


მშვილდოსანი
კვირის მანძილზე ეცადეთ, გული და ნერვული სისტემა არ გადაიტვირთოთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ წვრილი ნაწლავი თქვენგან ყურადღებას მოითხოვს. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ზედმეტი შფოთვა და გადაღლილობა იწვევს. მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრების წესი, გამორიცხეთ აბსოლუტურად უსარგებლო რუტინა და უსარგებლო დავალებები. მიჰყევით გამაჯანსაღებელ სპორტს, სუნთქვით ვარჯიშებსა და დიეტას. იანვრის პირველ კვირაში შესაძლოა, კბილებისა და კანის პრობლემებიც წარმოგექმნეთ. ყურადღებით იყავით, შესაძლოა, რომელიმე საკვებმა ან წამალმა ალერგია მოგცეთ.


 


თხის რქა
ფინანსური საქმიანობისთვის არცთუ ისე წარმატებული პერიოდია. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური წარმატებისკენ გულმოდგინეთ მიილტვით, შესაძლოა, პროფესიონალურ საქმიანობაში გარკვეული სახის შეფერხება გქონდეთ. თქვენთვის უპრობლემო მხოლოდ რამდენიმე სფერო იქნება, სადაც უფრო მეტად ინტუიცია და მგრძნობელობა გჭირდებათ, ვიდრე ენერგია - მაგალითად, ეზოთერიკა, ლიტერატურული და სახვითი ხელოვნება, მეცნიერული კვლევები. თუმცა, ამგვარ საქმიანობებს დიდი ფულადი შემოსავალი იშვიათად მოაქვს. გასავალი კი მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ნამდვილად ბევრი გექნებათ.


 


მერწყული
გამდიდრების და შენაძენისთვის ეს კვირა არცთუ წარმატებულ იქნება. განსაკუთრებით კი კვირის მეორე ნახევარი. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, მეგობრების მხარდაჭერა მოიპოვოთ - მათგან ან ფულად დახმარებას მიიღებთ, ან ღირებულ რჩევებს. შედეგად კი თანხის გამომუშავებას შეძლებთ. კოლექტიურმა სამუშაომ შესაძლოა, კარგი რეზულტატი მოგცეთ. იანვრის პირველი კვირაში ტყუილის გამო უამრავ შეცდომას დაუშვებთ და დანაკარგსაც განიცდით. იქნებ დასვენების დღეებში მაინც შეძლოთ მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება.


 


თევზები
კარიერაში წარმატების მიღწევა თქვენი ყველაზე მთავარი მიზანია. თქვენი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩება და ნებისმიერ პროფესიაში შეძლებთ, აღიარებისა და პოპულარობის მოპოვებას, მაგრამ ფინანსური წარმატება ნაკლებად გელოდებათ. ფულთან დაკავშირებით ორაზროვანი სიტუაციები  გელით - ან ბევრ ფულს გამოიმუშავებთ, ან ბევრს დახარჯავთ, ან, საერთოდაც, დაბნეულობის გამო ფულს დაკარგავთ. ამიტომ, კვირის მანძილზე დიდი მოთმინება და ყურადღება დაგჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?