9-15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

5 იანვარი 21:40, 2017 წელი

ამ  კვირაში შეგიძლიათ, პროფესიული საქმიანობის შესრულებას მთელი ძალისხმევით შეუდგეთ. ასევე, შესანიშნავი პერიოდია გართობისთვის, მოგზაურობისთვის და, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად.

ვერძი
ვერძებს წინ ჰარმონიული კვირა ელოდებათ. ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაირ საფრთხეს არ შეგიქმნით. თუკი გამოცდილი ინსტრუქტორის დახმარებით სხეულის გამკვრივების კურსს შეუდგებით, მნიშვნელოვნად შეძლებთ ორგანიზმის გაძლიერებას. ასე ფხიზელ და ენერგიულ მდგომარეობაში ბევრ პრაქტიკულ საკითხს ადვილად გადაწყვეტთ: სახლისა და სამუშაო ადგილის დალაგებას, დოკუმენტაციის მოწესრიგებას და ა.შ. ამგვარად ადვილად შეძლებთ დიდი ხნის დაგროვილი ნარჩენების მოშორებას. ეს კვირა კარგი პერიოდია შინაური ცხოველის შესაძენად. ხოლო თუკი შინაური ცხოველი უკვე გყავთ, კარგი იქნება თუკი მის საცხოვრებელ ადგილსაც მოაწესრიგებთ.


 


კურო  
კუროები კვირის განმავლობაში სიყვარულს დაემალებიან. თუკი დიდი ხანია, საყვარელ ადამიანს ხვდებით, ამ კვირაში თქვენი გრძნობები კიდევ უფრო აშკარა გახდება. ეს იდეალური დროა ერთობლივი ტურისტული მოგზაურობებისთვის და ასევე, ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. თუკი გსურთ, თქვენი ცხოვრება ნათელი შთაბეჭდილებებით აავსოთ, ამის რეალიზება სავსებით შესაძლებელია. ის კუროები, რომელთაც შვილები ჰყავთ, თავს ბრძენი დამრიგებლის როლში იგრძნობენ. შექმენით თქვენი შვილებისთვის სადღესასწაულო ატმოსფერო: ეწვიეთ ვირკს, წადით კონცერტზე ან უბრალოდ, გასართობ მოედანზე. ეს კვირა თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.


 


ტყუპები
ტყუპებს საკმაოდ ბევრი მუშაობა მოუწევთ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ამისათვის საკმარისი ენერგია, ძალა და სურვილი გექნებათ. ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები თქვენი დახმარების სურვილს გამოთქვამენ. ყველა ერთად სახლში არა მხოლოდ იდეალური წესრიგის დამყარებას შეძლებთ, არამედ საცხოვრებელ ადგილს ზედმიწევნით დაალაგებთ და რამდენიმე სერიოზულ სამუშაოსაც ჩაატარებთ: მაგალითად, ერთ-ერთ ოთახში კოსმეტიკურ რემონტს გააკეთებთ. ასევე, ამ კვირაში შესაძლოა მემკვიდრეობის საკითხით დაკავდეთ. ეს წარმატებული პერიოდია ავეჯის ან ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად, ოღონდ არა ნაღდი ფულით, არამედ განვადებით. შესაძლოა ფულადი მხარდაჭერა ნათესავებმაც აღმოგიჩინონ: სასურველი ნივთის შესაძენად თანხის ნაწილს გასესხებენ.


 


კირჩხიბი 
ამ ნიშნით დაბადებულები კვირის განმავლობაში საყვარელ ადამიანებთან,  ბიზნეს პარტნიორებთან, ნაცნობებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან  ურთიერთობებს გააუმჯობესებენ. ეს შერიგების, წყენისა და გაუგებრობის დავიწყების პერიოდია. არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც განეწყობიან კონსტუქტიული დიალოგის დასაწყებად. ამიტომ, სწრაფად და მარტივად შეძლებთ იმ საკითხების გადაწყვეტას, რომელიც შეთანხმებებსა და დათანხმებას უკავშირდება. ასევე, მომდევნო კვირა შესანიშნავია ქალაქ გარეთ გასამგზავრებლად და ახალი ნაცნობობის დასაწყებად. ოჯახურ წყვილებს ვარკსვლავები ნათესავების მონახულებას ურჩევენ. შესაძლოა, კვირის ბოლოს ქორწილში ან იუბილეზე დაგპატიჟონ. ასევე, კვირის განმავლობაში თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდება.


 


ლომი
ლომებს კვირის განმავლობაში პროფესიულ საქმიანობაში დიდი წარმატება ელოდებათ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება, ამიტომ, ბევრი საქმის შესრულებას და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას შეძლებთ. ეს კვირა განსაკუთრებით კარგი იქნება იმ ლომებისთვის, ვინც ცოტას ლაპარაკობს და ბევრ საქმეს აკეთებს. ეს პერიოდი შესანიშნავია შნაური ცხოველის შესაძენად, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდით. თქვენი სურვილი - დაეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც თქვენი იმედი აქვთ, ახლა პრაქტიკულ დახმარებასა და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში გამოიხატება. ასევე, მომდევნო კვირა შეასნიშნავია დიეტის კურსის დასაწყებად, რომელიც ორგანიზმის გამოჯანმრთელებასა და ზედმეტი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ.


 


ქალწული
ტიპიური ქალწულებისთვის ეს კვირა ოპტიმისტურ ტალღაზე ჩაივლის, რასაც განსაკუთრებით შეყვარებული ქალწულები იგრძნობენ. რომანტიკული ურთიერთობები ნათელი ფერებით აყვავდება. შემოქმედებითი გამოხატვის სურვილი და ფანტაზია თქვენი ნიჭის ახალ ასპექტებს დაგანახებთ. მაგალითად, სიტყვაძუნწი ქალწულები ნამდვილ ორატორებად იქცევიან. ან როდესაც შემოქმედებითი ნიჭის გამოხატვის სურვილი გაგიჩნდებათ, პოეზიისა და ფერწერისკენ მიზიდულობას იგრძნობთ. ეს შესანიშნავი პერიოდია არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთბების მოსაწესრიგებლად, არამედ, ბავშვების აღსაზრდელად. გაუკეთეთ თქვენს შვილებს (დისშვილებს, ძმისშვილებს) რაიმე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი. მაგალითად, ერთად წადით კონცერტზე, ცირკში ან თოჯინების თეატრში. გამოიჩნეთ მზრუნველობა მათ მიმართ, ვინც ძალიან გიყვართ.


 


სასწორი
სასწორებს დაუვიწყარი კვირის დღეები ელოდებათ. სამზარეულოში მეგობრებთან ერთად ჭორაობა, საღამოობით კონფიდენციალური საუბრები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან - მხიარულ საათებსა და წუთებს გაჩუქებთ. ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ: ოჯახის წევრები ერთმანეთს მეგობრულად დაეხმარებით და ერთად შეუდგებით საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებას. თუკი ამგვარი საქმეები მრავლად დაგიგროვდათ, ეს კვირა მათ გადასაწყვეტად იდეალურია. შეგიძიათ ერთობლივად შეუდგეთ სახლის ძრფესვიანად დალაგებას ან კოსმეტიკური რემონტის გაკეთებას. ამასთან, ძალიან კარგი იქნება თუკი გარკვეული პერიოდით განმაროვებას შეძლებთ. ეს აუცილებელია წარსული მოვლენების გასაანალიზებლად და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად.


 


მორიელი
მორიელებს ვარსკვლავები ურჩევენ ცხოვრების აქტიურ წესს მიჰყვნენ: ბევრი ურთერთობა, მოგზაურობა და გართობა. თქვენს ცხოვრებაში მეგობრების, ნაცნობებისა და თანამოაზრეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ნუ იტყვით უარს მეგობრების წრეში დროს ტარებაზე კლუბებში, კონცერტებსა და კინოთეატრებში. ამ კვირის მიზანი ახალი შთაბეჭდილებების მიღება და სამეგობრო წრის გაფართოვება უნდა იყოს. ეს არა მხოლოდ წარმატებების მიღწევაში, არამედ, დადებითი ემოციების მიღებაში დაგეხმარებათ. ოჯახთან და ბავშვებთან ურთერთობაც, ასევე, ძალიან გაგახარებთ. კვირის ბოლოს შესაძლოა რომანტიკული ნაცნობობა შედგეს. თუკი საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, მაშინ მასთან უფრო ნაზი და სანდო ურთიერთბა ჩამოგიყალიბდებათ.




მშვილდოსანი
მშვილდოსნები იმ საქმეში მიაღწევენ წარმატებას, რომელიც დაგეგმილი აქვთ. ვარსკვლავები თქვენგან ენერგიულ და თამამ საქციელს ელოდებიან. კვირის განმავლობაში გაგიჩნდებათ შანსი დასახულ მიზანს ერთ ან რამდენიმე ნაბიჯში მიაღწიოთ. ამ ყველაფერში დადებით როლს თქვენი მამა ან ის ადამიანი შეასრულებს, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია. ასევე, ამ კვირაში, შესაძლოა თქვენი მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამყარდეს, რაც საკუთარი სურვილების რეალიზების შესაძლებლობას მოგცემთ. ეს პერიოდი, ასევე, შესანიშნავი მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისთვის. მოკლედ, მომდევნო შვიდი დღე ჰარმონიული იქნება და არანაირი სირთულე არ შეინიშნება.


 


თხის რქა
თხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაკავდნენ. მიდით სარკესთან, შეხედეთ საკუთარ თავს და დაფიქრდით, რა არ მოგწონთ და რის შეცვლას ისურვებდით. თუკი შენიშნეთ, რომ ზედმეტი წონის პრობლემა გაქვთ, მაშინ შეიძინეთ აბონემენტი სპორტულ დარბაზში ან ფიტნეს კლუბში სავარჯიშოდ და შეუდექით ინტენსიურ ვარჯიშს. თქვენი ენერგია კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატებს, ამიტომ ფიზიკური ვარჯიშები თქვენთვის იდეალური იქნება. ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებას იგრძნობთ. თქვენი ინტერესი რთული ფილოსოფიური და მორალურ-ეთიკური პრობლემების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ საკუთარი ღირებულებები გადააფასოთ ან მათში მცირე კორექტივები შეიტანოთ.


 


მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ თავისუფალი დრო ფსიქოლოგიის უფრო ღრმად შესასწავლად გამოიყენოთ. მომდევნო კვირის მთავარი მიზანი - საკუთარი თავის შეცნობა  იქნება. თუკი ფსიქოლოგიური კომპელქსები გაქვთ, ამ პერიოდში თქვენი შინაგანი პრობლემების კორექტირებას და უფრო მეტი თავისუფლების მიღწევას შეძლებთ. თუკი იოგით ან მედიტაციით ხართ დაკავებული, ამ სფეროში წარმოუდგენელ წარმატებას მიღწევთ და საკუთარი თავის უკეთ გაკონტროლებას ისწავლით. ვარსკვლავები გირჩევენ საუნას ან აბანოს ეწვიოთ, რათა გასუფთავდეთ როგორც სულიერად, ასევე, ფიზიკურად. არ გამოირიცხება, საკუთარ თავში ექსტრასენსორული შესაძლებლობებიც აღმოაჩინოთ. ასევე, შესანიშნავი პერიოდია ვალებთან  და სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებით საკითხების დასარეგულირებლად.




თევზები
თევზები სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობას გააუმჯობესებენ. მეუღლესთან დაკავშირებული ყველა საკითხი ჰარმონიულ ატმოსფეროში, მშვიად და კონსტრუქტიულად გაირკვევა. ეს შესანიშნავი პერიოდია ერთობლივი მომავლის დასაგეგმად. მაგალითად, შეგიძლიათ სახლისთვის საჭირო და აუცილებელ შენაძენზე იფიქროთ ან აირჩიოთ, თუ სად გსურთ დასასვენებლად გამგზავრება. შესაძლოა ნათესავებმა ან ნაცნობებმა სადღესასწაულო ღონისძიებაზე დაგპატიჟონ. სასურველია ყველგან საყვარელ ადამიანთან ერთად გამოჩნდეთ. თუკი ჯერჯერობით მარტოხელა ხართ, მაშინ მეგობრულ წრეში საუბრის დროს საპირისპირო სქესის ადამიანს გაიცნობთ, რომლის მიმართ თქვენი ინტერესი აშკარად შესამჩნევი გახდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?