16-23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

15 იანვარი 19:30, 2017 წელი

კვირის განმავლობაში პირად საკითხებში ფართომასშტაბიანი ცვლილებებია მოსალოდნელი.  

ვერძი
ვერძები მთელ კვირას დასასვენებელი გეგმის შედგენას დაუთმობენ. უამრავი რთული დავალების წინაშე აღმოჩნდებით და მათ რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად სხვადასხვა გზების ძიებას დაიწყებთ. ამგვარი სერიოზული საქმეების მიუხედავად, ძველი მეგობრების მოსანახულებლად დროს მაინც გამონახავთ და „საღამოს ვარსკვლავის“ წოდებასაც დაიმსახურებთ. უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში პირად ცხოვრებაში ცვლილებები არ შეინიშნება.


 


კურო
კუროებს საცხოვრებელ ადგილას ცვლილებების შეტანის სურვილი გაუჩნდებათ. სახლში სარემონტო სამუშაოებით ან ავეჯის მასშტაბური გადაადგილებით დაკავდებით. როგორც კი ამ დავალების შესრულებას მორჩებით, მრავალრიცხოვან მეგობრებთან ერთად ხმაურიან წვეულებას მოაწყობთ. სტუმრების გაცილების დროს, გაიხსენებთ ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენ გვერდით იყო და გადაწყვეტთ, მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.  


 


ტყუპები
ტყუპებისთვის ეს კვირა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ვერ იქნება. სადღესასწაულო დღეების დასრულებისთანავე  ძველ ნათესავებს მოინახულებთ და ბავშვების გართობაზეც იფიქრებთ. ამ დღეების განმავლობაში თქვენი ყველაზე ახლო მეგობრები ინტერნეტი და ტელევიზია გახდებიან, ხოლო ყველაზე კომფორტული დასვენების ადგილი - თქვენი საყვარელი დივანი იქნება. კვირის ბოლოს გამოიჩენთ ინიციატივას, თქვენი ოჯახური ცხოვრება გაახალისოთ, მაგრამ ნათესავებს შორის ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც მსგავს ექსპერიმენტში აგყვებათ.


 


კირჩხიბი
მომდევნო კვირის დღეებს კირჩხიბები დიალოგის რეჟიმში გაატარებენ. თქვენი თანამოსაუბრეები აღმოჩნდებიან მეგობრები, მეზობლები, მოხუცი დეიდა და უამრავი ადამიანი ინტერნეტში. ერთადერთი ადამიანი, რომელიც თქვენს ყურადღებას დაიმსახურებს, ეს თქვენი მეორე ნახევარი იქნება. როდესაც საბოლოოდ გაიხსენებთ მისი არსებობის შესახებ, გაირკვევა, რომ წინა დღეების განმავლობაში თქვენმა საყვარელმა ადამიანმა მისთვის ახალი ჰობი აღმოაჩინა, საოჯახო ბიუჯეტიდან უამრავი თანხა დახარჯა და მეგობრები არაფორმალურ გარემოში გასართობად მიიწვია.


 


ლომი
ლომები საკუთარ გარეგნობაში ექსპერიმენტების ჩატარებას გადაწყვეტენ. ვარცხნილობა, რომელსაც აირჩევთ, ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. ახალ იმიჯთან შეგუება თავადაც გაგიჭირდებათ, ამიტომ მის „გადაკეთებას“ შეუდგებით. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში რომელიღაც მნიშვნელოვან საკითხზე იფიქრებთ. მოგიწევთ, გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი ექნება თქვენს სასიყვარულო კავშირს და ღირს თუ არა ამ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მისცეთ.



ქალწული
ქალწულები კვირის განმავლობაში შემოქმედებით ნიჭს გამოავლენენ. გაიხსენებთ იმ თამამ ჩანაფიქრს, რომელსაც დროის უქონლობის გამო სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდით და მის სრულფასოვან რეალიზებას შეუდგებით, რაშიც დიდი ხნის მეგობარი ან ნათესავი დაგეხმარებათ. სხვა ადამიანებისგან დროებით იზოლირებული იქნებით და თქვენი ტანდემიც დროებით დაპაუზდება. კვირის ბოლოს თქვენს უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენთ და თქვენი შედევრის შესახებ უამრავ სასიამოვნო გამოხმაურებას მოისმენთ.


 


სასწორი
ამ კვირაში სასწორები საოჯახო საქმეების შესრულებას შეუდგებიან. ენერგიულად დაიწყებთ სახლის გენერალურ დალაგებას, რამდენჯერმე მაღაზიებში გაისეირნებთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალ წესს შეიტანთ: „ექვსი საათის შემდეგ არ ვჭამ“. კვირის განმავლობაში მოულოდნელი ან სანერვიულო მოვლენები არ გელოდებათ და ფიქრებში გადაწყვეტთ, რომ სიმშვიდე - ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ამ დროში თქვენს სასიყვარულო წყვილში კვლავ იფეთქებს ვნება (ზუსტად ისე, როგორც გაცნობის პირველ დღეებში).


 


მორიელი
კვირის განმავლობაში მორიელები ჰიპერ კომუნიკაბელურები იქნებიან. სახლში პრაქტიკულად არასდროს იქნებით, რადგან მთელ თავისუფალ დროს სტუმრად წასვლას, კულტურული დაწესებულებების მონახულებას და გასართობ საღამოებს დაუთმობთ. ერთ-ერთ მათგანზე საპირისპირო სქესის მიმზიდველ ადამიანს გაიცნობთ, რომლის მიმართ გარკვეული გრძნობა დაგეუფლებათ. შეეცდებით მის დაინტერესებას, მაგრამ საპასუხოდ შემდეგ სიტყვებს მიიღებთ: „უკვე დაოჯახებული ვარ“




მშვილდოსანი
მშვილდოსნები ამ კვირაში ძვირად ღირებული ნივთის შეძენას შეძლებენ. მართალია, იმისთვის, რომ ამ ნივთის მფლობელი გახდეთ, თქვენი დანაზოგის თითქმის სრულად დახარჯვა მოგიწევთ. ამის შემდეგ მალევე მიხვდებით, რომ ახლა უკვე ვეღარ შეძებთ საკუთარი თავი ძვირფასი ნივთებით ან რესტორანში ვახშმით გაანებივროთ. მთელ თავისუფალ დროს სახლში გაატარებთ, კროსვორდის შევსებით ან ფაზლების აწყობით გაერთობით.


 


თხის რქა
თხის რქები ახლობლების ქცევებს ზედმიწევნით კრიტიკულად შეაფასებენ. მეორე ნახევართან რამდენჯერმე იკამათებთ, რადგან მასში არაგულწრფელობას შეამჩნევთ და მასზე კიდევ ერთხელ იეჭვიანებთ. უახლოეს დღეებში თქვენს ხასიათში მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება. თუკი არ გსურთ, გასართობ საღამოებზე თქვენი გამოჩენა კონფლიქტის მიზეზი გახდეს, აკონტროლეთ თქვენი მშფოთვარე ემოციები.



მერწყული
მერწყულები კვირის განმავლობაში შესანიშნავად მოახერხებენ დასვენებას და ძალების აღდგენას ახალი მიღწევებისთვის. სრულყოფილად დაკავდებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით, დღის წესრიგში ზომიერ სპორტულ ვაჯიშებს შეიტანთ, ხოლო სიზარმაცეს კატეგორიულ უარს განუცხადებთ. გარდა ამისა, თქვენ გვერდით თანამოაზრეები გამოჩნდებიან, რომელთა მხარდაჭერით თქვენი მუშაობა სასიამოვნო და შედარებით მარტივი იქნება. ერთადერთი, რაც ამ კვირაში დაგტვირთავთ - მეორე ნახევართან ხშირი კამათი იქნება.


 


თევზები
ამ კვირაში თევზებს მოგონებები მოაწვებათ. დიდი ხნის მეგობარს დაურეკავთ და მას შეხვედრას შესთავაზებთ. თქვენი შეხვედრა არა ერთი დღით, არამედ რამდენიმე დღე-ღამით გაგრძელდება. ამ დროში არც ერთხელ არ გაიხსენებთ თქვენი პრობლემების შესახებ და საერთოდ, არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ. ამგვარი რეპუტაცია ხელს ნამდვილად არ შეუწყობს ახალ ნაცნობობას სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. თუკი მუდმივი მეორე ნახევარი გყავთ, თქვენი ქცევა მასში სასტიკ აღშფოთებას გამოიწვევს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?