ფინანსურად ყველაზე პერსპექტიული 3 მამაკაცი

ჰოროსკოპი

18 იანვარი 10:00, 2017 წელი

ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს შორის იკვეთება სამი განსაკუთრებულად ნიჭიერი ნიშანი ფულის შოვნის მხრივ. მოდით, გადავხედოთ სტატისტიკას:

მორიელი
ამ კაცს ძალაუფლების სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი. თუმცა, მორიელი ზოდიაქოს მერვე სახლის მმართველია და შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ძალზე ხშირად აგროვებენ ქონებას სარისკო მაქინაციებისა და ბიზნესგარიგებების მეშვეობით. მორიელი სოციუმის (სხვისი ფულის) მართვის დიდოსტატია. იგი, ასევე, შესანიშნავად პოულობს ფინანსურ გამორჩენას სალომბარდო საქმიანობითა და აზარტული თამაშებით. ამგვარი მამაკაცი დიქტატორული თვისებებით, სიამაყითა და ნებისყოფის გასაოცარი სიმტკიცითაა დაჯილდოებული.


ქალში ყველაზე მეტად ერთგულების უნარსა და სულის სიძლიერეს აფასებს. მის გვერდით შესაძლოა, თავი ზოგჯერ დედოფლად, ზოგჯერ კი უუფლებო მონად იგრძნოთ. მორიელს უყვარს ფლობა და მართვა. შესაბამისად, საყვარელ ადამიანებს ზოგჯერ გამიზნულადაც აყენებს ტკივილს, მარტოოდენ იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ უკანასკნელის გრძნობა მის მიმართ გულწრფელია. გარეგნული თავდაჯერებულობის მიღმა იგი ხშირად მალავს ღალატის ან წარუმატებლობის შიშს, რასაც ფუფუნების საგნებით, ძვირფასი მანქანებით, სასმელითა და ნარკოტიკით ინაზღაურებს.


 


ლომი
მოთხოვნილება, ყოველთვის გამოიყურებოდეს როგორც მეფე, არ ჰგავდეს მასას და იყოს ლიდერი, ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს უბიძგებს კაპიტალის დაგროვებისკენ. ლომი ბუნებით ზარმაცია; შესაბამისად, არასოდეს მოჰკიდებს ხელს რიგითი ადამიანისთვის განკუთვნილ სამუშაოს. მას აქვს ნიჭი, მოსაწყენი და მომაბეზრებელი საქმეები სხვებს ოსტატურად გადააბაროს. თავად კი ყოველთვის ძვირად ღირებული პროექტებითა და უშუალოდ სხვების საქმიანობის ორგანიზება-კონტროლით კავდება. თუკი ის საკუთარ თავში სიზარმაცისადმი მიდრეკილებას არეგულირებს, მისგან არაჩვეულებრივი ბიზნესმენი დგება. ლომი ჭკვიანი და ფრთხილი საქმოსანია. იგი კარგად ახერხებს ფულის შოვნას შოუბიზნესისა და გასართობი ინდუსტრიის კუთხით. მისთვის არც საბანკო სფეროა ძნელად ასათვისებელი.


ქალი, რომელსაც ლომის მოხიბვლა აქვს გადაწყვეტილი, მის მეფურ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს დედოფლური, ღირსეული და ამასთანავე, უშუალო. ლომი გულით იმართება; შესაბამისად, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ კაცის ყველაზე დიდი სისუსტეა ემოციები. ამიტომ მიუხედავად თავდაჯერებული იმიჯისა, შეყვარებული ლომი მორჩილ ფისოს ემსგავსება საყვარელი ქალის ფერხთით.


 


ქალწული
წინდახედული, ცივი, ანგარიშიანი გონების მქონე კაცია. ფულის შოვნა უფრო უყვარს, ვიდრე მისი ხარჯვა. ქალწული სიამოვნებას, როგორც წესი, მატერიალური რესურსების გამომუშავება-დაგროვებაში ხედავს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რატომ იბადება ყველაზე მეტი მილიონერი ამ ნიშნის მმართველობით. ქალწულ მამაკაცს ხელგაშლილის, მფლანგველისა და ფუფუნების მოყვარულს ვერ ვუწოდებთ. იგი ურთიერთობაშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მინიმალიზმისა და სისადავის მომხრეა. ქალწული აფასებს ხარისხს და კომფორტს. დიდ ყურადღებას აქცევს თავის მოვლის, ჰიგიენისა და კვების საკითხებს. ფინანსურ სფეროში წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში აღწევს, სადაც უშუალოდ ფულთან შეხება ევალება. დამგროვებელი და ხელმომჭირნეა, ზოგჯერ ცოტა ძუნწიც. ამასთან ერთად, კრიტიკული და მეწვრილმანეც.


ქალი, რომელიც მის გვერდით ყოფნას აპირებს, რკინის ნერვებით უნდა იყოს აღჭურვილი. იმიტომ რომ, მამაკაცი ქალწული გამუდმებით მისცემს მას შენიშვნებს ათასგვარი კუთხით. სამაგიეროდ, მასთან კომფორტი, სიმყუდროვე და ზრუნვა არ მოგაკლდებათ. ამასთანავე, მამაკაცი ქალწულები იშვიათი ერთგულებით გამორჩეული მამრების რიცხვს განეკუთვნებიან. შესაბამისად, რა სიდიდის ქონების პატრონიც არ უნდა გახდეს, იგი სხვაზე არასოდეს გაცვლის ქალს, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს და აფასებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?