თუკი მამაკაცი ვერ დააინტერესეთ – მიზეზები ასტროლოგიურ ჭრილში

ჰოროსკოპი

20 იანვარი 10:00, 2017 წელი

ცალმხრივი სიყვარული არსებობს და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით, თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ამგვარი სიყვარულის მიზეზის დადგენა მარტივია.


ვერძი
არასოდეს დაინტერესდება თქვენით, თუკი თქვენ აქტიური ქალი ხართ. იქით იჩენთ ინიციატივას, ურეკავთ, უყენებთ ულტიმატუმს, აიძულებთ, სიტუაცია მართოთ.


 


 



კუროს
სიცივის მიზეზი თქვენს არასტაბილურ ხასიათში უნდა ეძებოთ. როგორც ჩანს, მის თვალში ემოციურად არამდგრადი, ჭირვეული ქალის იმიჯი ჩამოგიყალიბდათ, ამიტომაც არ გენდობათ.


 


 



ტყუპის
ყურადღების მიქცევას თუ ვერ ახერხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად „ღარიბი“ ან მენტალურად მოსაწყენი ადამიანი ხართ მის თვალში.


 


 



კირჩხიბი
თუ არ გიკარებთ სათოფეზე, ე.ი. უხეში, ნაკლებად ტაქტიანი, პირდაპირი და ხმაურიანი ქალი ხართ. ასეთი ქალი კი ნებისმიერ კირჩხიბს აფრთხობს.


 


 



ლომს
თუ არ მოუხევდით თვალში, როგორც ჩანს, თქვენში მეწვრილმანე, ძუნწი და ზედმეტად ეშმაკი ქალი ამოიცნო, რომელიც ურთიერთობაში მეშჩანურ ელემენტებს აყენებს წინა პლანზე.


 


 



ქალწულის
სიმპათიას ვერ იმსახურებთ? ე.ი. მიზეზი თქვენი იმიჯი და ჰიგიენისადმი დამოკიდებულებაა. იქნებ სხვები ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ ქალწულის შემთხვევაში დაუვარცხნელი თმა, მოუწესრიგებელი სახის კანი ან ფრჩხილებზე გადაცილებული ლაქი უდიდესი ბარიერია მისთვის თქვენთან ურთიერთობის დასაწყებად.






სასწორის
მოხიბვლა გაგიჭირდათ? როგორც ჩანს, ზედმეტად ხისტი, პირდაპირი და აქტიური ქალი ხართ. კარგად დააკვირდით, როგორ მიმართავთ ხოლმე გარშემომყოფებს. უწმაწური სიტყვებით საუბარსაც თავი დაანებეთ თუნდაც საჭესთან ჯდომისას თავხედი მძღოლის მიმართ.






მორიელის
მიმართ გრძნობები თუ გაგიჩნდათ, თანაც ცალმხრივი, ეს საერთოდ არ არის გასაკვირი ფაქტი. თუმცა იმაზე ფიქრს ნუ იჩქარებთ, რომ ის თქვენით საერთოდ არ ინტერესდება. გაითვალისწინეთ, გულგრილობა მორიელის საყვარელი მანევრია. თუკი სუფთა სულისა და გულწრფელი ადამიანი ხართ, ადრე თუ გვიან, ის კარტებს აუცილებლად გაგიხსნით.




მშვილდოსანი
მამაკაცის მიმართ სიმპათია ყველა ქალს მარტივად უჩნდება. მაგრამ თუკი იგი არაფრად გაგდებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტად შეაშინეთ საყვედურებითა და შენიშვნებით. ქალი, რომელიც ე.წ. „ტვინის ბურღვის“ ჩვეულებით გამოირჩევა, მშვილდოსანს ცეცხლივით აშინებს.






თხის რქას
დაადგით თვალი და იგი აისბერგული სიცივით გპასუხობთ? არც არის ამაში გასაკვირი არაფერი. თხის რქა ემოციურად ძალიან ძნელად და გვიან იხსნება. თუმცა თუკი თქვენ ზედმეტად გამომწვევად იცვამთ, ღამის ცხოვრებას აღმერთებთ და ნაკლებად სცემთ პატივს ოჯახურ ტრადიციებს, შესაძლოა, მისი ინტერესი ვერც ვერასოდეს გამოიწვიოთ.


 



მერწყულის
სიმპათიას ვერასოდეს დაიმსახურებთ, თუკი თქვენ ზედმეტად წესიერი, ზედმეტად სტანდარტული და მოსაწყენი – „ჩვეულებრივი“ გოგონა ხართ. სასურველია, თავს მაქსიმალურად მისცეთ უფლება, სხვადასხვა სახის „სიგიჟეების“ გამოსავლენად, ასე მის სიმპათიას უთუოდ დაიმსახურებთ.






თევზებისგან
ვერა და ვერ ეღირსეთ ემოციის ნატამალს? როგორც ჩანს, ხშირად ესმის თქვენგან მწარე შენიშვნები და რეპლიკები, რომელთაც გარშემომყოფთა მიმართ იყენებთ. ამიტომაც გადაწყვიტა, ალბათ, „პირში წყლის ჩაგუბება“, თავადაც რომ არ მოხვდეს „შავ სიაში“. ცოტა მეტი სითბო და ტაქტი გამოიჩინეთ მის მიმართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?