23-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

22 იანვარი 19:30, 2017 წელი

მომდევნო კვირა მრავალ მაცდურ პერსპექტივას შემოგთავაზებთ. ყურადღებით მიმოიხედეთ გარშემო და დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ სხვებზე უკეთ და როგორ შეძლებთ, გამოიმუშავოთ თანხა თქვენი უდავო ნიჭის დახმარებით. პირადი საკითხები კი კვირის განმავლობაში მეორე პოზიციაზე გადაიწევს. 

ვერძი
ვერძებს მეორე ნახევართან საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნებათ. თქვენ შორის პრინციპული კონფლიქტი წარმოიქმნება, რომლის ადვილად მოგვარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. პარალელურად, სამსახურში საქმიანობის ახალ სიას დაგახვედრებენ, რომელთა შესრულება უკიდურესად მძიმედ მოგეჩვენებათ. დასვენების დღეებში თავს განადგურებულად იგრძნობთ. კარგი იქნება, თუკი თუნდაც რამდენიმე დღით მოსწყდებით პრობლემებს და თავისუფალ დროს თქვენთვის სასიამოვნო გარემოში გაატარებთ (მაგალითად, ახლობლების წრეში ან მშობლებთან სტუმრად).


 


კურო
კუროებს ვარსკვლავები ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესაძლოა, თქვენს სასუნთქ სისტემას არ მოეწონოს ცივი ჰაერის სუნთქვა, ამიტომ მოგიწევთ სპეციალისტს მიმართოთ. ცხოვრების სხვა სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემები არ გელოდებათ (იმ პროფესიონალურ საქმეებშიც კი, რომლებსაც თავდაპირველად უკიდურესად მძიმედ აღიქვამდით). სამსახურში ახალ მეგობარს გაიჩენთ. სწორედ ის დაგეხმარებათ ყველა სირთულესთან გამკლავებაში, რომლებიც თქვენს სამუშაოა საქმიანობას უკავშირდება.


 


ტყუპები
ტყუპებს კატეგორიულად ეკრძალებათ დიდი ხნით მარტო დარჩენა. საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილს თავში უამრავი მძიმე ფიქრი მოგივათ, რომლებიც დეპრესიამდე მიგიყვანთ. უმჯობესია, პესიმისტური განწყობა მოიშოროთ, რაც შეიძლება მალე, რაშიც შესანიშნავად დაგეხმარებათ სპორტის სხვადასხვა აქტიური სახეობა. სამსახურში ახალ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას და კარგი იქნება, თუკი მეტად გამოცდილ თანამშრომლებს დახმარებაზე უარს არ ეტყვით. არ იფიქროთ, რომ დავალების შესრულებას მარტოც შეძლებთ. თქვენს „მარტოხელა თამაშში“ გამარჯვებას ნამდვილად ვერ მიაღწევთ.


 


კირჩხიბი
კირჩხიბებს კვირის განმავლობაში მშობლებთან უთანხმოება შეექმნებათ. ამგვარი სერიოზული საკითხების განხილვის დროს, ნუ მისცემთ თავს აგრესიის უფლებას. ეცადეთ, თქვენი პოზიცია მაქსიმალურად ტაქტიკურად დააფიქსიროთ. თავშეკავების უნარი, ასევე, დაგეხმარებათ მეორე ნახევართან ყველა წარმოქმნილი გაუგებრობის გადალახვაში. თუკი საყვარელი ადამიანი თქვენგან რაიმე სახის ჟესტს მოითხოვს (რთული საქციელი ან ძალიან ძვირიანი ნივთის შეძენა), არ იჩქაროთ ულტიმატუმების გამოთქმა. დაჰპირდით, რომ ზუსტად ისე მოიქცევით, როგორც მას სურს, ხოლო შემდეგ დაჯექით და დაელოდეთ, როდის აღიარებს თქვენი რჩეული ამ იდეის შეუსაბამობას და თავადვე იტყვის უარს მის განხორციელებაზე.


 


ლომი
კვირის განმავლობაში ლომები მხოლოდ „რჩეულ“ ადამიანებთან გადაწყვეტენ ურთიერთობას. ყოველი მათგანისგან კონკრეტულ საქციელს დაელოდებით. ზოგიერთი გამიზნულად გახდება თქვენი მთავარი „გამცილებელი“ თქვენი ნათელი კარიერული მომავლისთვის, ხოლო ვიღაცას პირად კუპიდონს უწოდებთ. ამ ადამიანისთვის ეს ადვილი არ იქნება, რადგან თქვენი ახალი გატაცება, რომლის ყურადღების მიპყრობა გსურთ, ძველებურად მიუღწეველი იქნება თქვენთვის. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, იქნებ სჯობდეს, სიტუაცია თქვენი ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად განვითარდეს და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ?


 


ქალწული
ქალწულებს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელოდებათ. ფული დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ოჯახის უმცროსი წევრის სწავლის თანხა გადაიხადოთ ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინოთ, რომელიც მოულოდნელად გამოვა მწყობრიდან. ზოგადად, კვირის განმავლობაში მკვეთრი ცვლილებები არ შეინიშნება. სიამოვნებით შეამჩნევთ, რომ თქვენი მუდმივი პარტნიორი აღარ გაღიზიანებთ დაუსრულებელი პრეტენზიებით. დასვენების დღეებში დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვევიან და ეს ვიზიტი საკმაოდ დიდხანს გასტანს, რაც თქვენთვის სასიამოვნო ნერვიულობის მიზეზი გახდება.


 


სასწორი
სასწორებს საკმაოდ ბევრი სარკასტული კრიტიკის მოსმენა მოუწევთ საკუთარი მისამართით. თქვენი ხელმძღვანელი გაღიზიანდება, რადგან პროექტს დროულად ვერ ჩააბარებთ და თან მასში უამრავი წვრილმანი შეცდომა გექნებათ დაშვებული. თქვენს მეორე ნახევარს არ მოეწონება, რომ სხვადასხვა მიზეზით სარემონტო სამუშაოების დაწყება მუდმივად სამომავლოდ გადაგაქვთ. ახლობელი ადამიანების ქცევა არც თქვენ მოგეწონებათ დიდად და კვირის ბოლოს მათგან იზოლირებას გადაწყვეტთ. შესაძლოა, დასასვენებლად თვალწარმტაც ადგილებს ან დიდი ხნის უნახავ ნათესავს ეწვიოთ, რომელიც თქვენგან საკმაოდ შორს ცხოვრობს.




მორიელი
მორიელების ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან საკმაოდ გართულდება სხვადასხვა სამწუხარო ვითარების მიზეზით. ვიღაც თქვენს ზურგს უკან ბინძურ ჭორებს ააგორებს და ადამიანების უმეტესობა, ვისთანაც ყოველდღიურად კონტაქტობთ, ჭორებს სრულიად დაიჯერებენ. ყველა საქმის გადადება მოგიწევთ იმისთვის, რომ თქვენი რეპუტაციის აღდგენით დაკავდეთ. საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს გააკეთებთ, რომელიც ყველა მოარულ ჭორსა და ხმას ბოლოს მოუღებთ, რის შემდეგაც თქვენზე ლაპარაკს შეწყვეტენ. ასევე, არცთუ ისე ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ უმცროსი ნათესავის (ძმის, დის, შვილის) გამო, რომელიც საბოლოოდ იტყვის უარს თქვენს დამორჩილებაზე.


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნები კვირის დღეებს სამომავლო გეგმებზე ფიქრს დაუთმობენ. პროფესიონალურ საქმიანობაში ბევრი რამის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, რათა წარმატებული ადამიანი გახდეთ. შესაძლოა, საბოლოოდ გაიგოთ, რომ ამჟამინდელი მოვალეობით ვერასდროს გახდებით წარმატებული, რაზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობთ. ყურადღებით შეისწავლით შრომის ბაზარს, გადაწყვეტთ, სამუშაო ადგილი შეიცვალოთ და საკუთარი თავი ახალ პროფესიონალურ ამპლუაში გამოსცადოთ. სანამ ასე მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტთ, თქვენს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება (საჩუქრები, რომელთაც თქვენი პარტნიორი მოგართმევთ, ყურადღების მიქცევად არ ღირს).


 


თხის რქა
თხის რქებს დაძაბული კვირა ელოდებათ. რომელიღაც ავტორიტეტული ადამიანი თვენი კარიერული წარმატების დათმობას მოგთხოვთ, თუმცა, მასზე უარს იტყვით. რა თქმა უნდა, ამგვარ საშიშ კონკურენტთან ბრძოლა ნერვებს აგიშლით, მაგრამ ამ ბრძოლას საბოლოოდ თქვენი გამარჯვებით დაასრულებთ. დასვენების დღეებში შეძლებთ, კარგად დაისვენოთ. სახლში სტუმრები გეწვევიან და სასიამოვნო საღამო შუაღამემდე გაგრძელდება. ღონისძიების დასასრულს „სუპერპრიზი“ გელოდებათ (დაუვიწყარი საათები მეორე ნახევართან ერთად).


 


მერწყული
მერწყულები ამ კვირაში საკუთარი ცხოვრებისეული ორიენტირების გადაფასებით დაკავდებიან. ამ ანალიზში იმდენად ღრმად „შეხვალთ“, რომ სერიოზულად დაფიქრდებით კარდინალურ ცვლილებებზე ყოველდღიურ საქმიანობაში. არ გამოირიცხება, რომ თქვენი უბედური რომანი სწორედ ამ კვირაში დასრულდეს ან, პირიქით, ადამიანს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ დაიწყეთ სასიყვარულო ურთიერთობა, შეთავაზება გაუკეთოთ. თქვენი კარიერაც არ არის დაზღვეული დიდი ცვლილებებისგან. თუკი ახლანდელი ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, კვირის ბოლოსკენ შეეცდებით, ის გზები იპოვოთ, რომლის დახმარებითაც შემოსავალს კიდევ უფრო გაზრდით. მეტიც, შესაძლოა, ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ.


 


თევზები
თევზები დიდი ხნის მეგობართან ურთიერთობას გააფუჭებენ. ამ ადამიანის გულწრფელ რჩევას არ დაუჯერებთ და დიდ შეცდომას დაუშვებთ. თქვენი ახალი რომანი კვლავ გაგრძელდება, ხოლო თქვენ ჯიუტად განაგრძობთ თქვენი ამჟამინდელი გატაცების ნაკლოვანებების დამალვას და იგნორირებას. კვირის ბოლოს ინციდენტი მოხდება, რომელიც ყველაფერს საბოლოო წერტილს დაუსვამს და მომხდარის შესახებ თვალებს აგიხელთ. ყოფილი სასიყვარულო პარტნიორის წინაშე ბოდიშის მოხდა მოგიწევთ, რომელსაც თქვენი უნდობლობით აწყენინეთ, ხოლო თქვენს უიღბლო მეორე ნახევარს ეტყვით: „მშვიდობით, ჩვენ ერთმანეთს აშკარად არ შევეფერებით“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?