ბერეტას საგვარეულო იარაღი ნაპოლეონის არმიისთვის

იარაღი

17 თებერვალი 16:00, 2016 წელი

ბერეტას ელიტური თოფებიდან საქართველოში დაფიქსირებულია ორი მოდელი: ნახევრად ავტომატი GOLD LARK და ULTRA LIGHT. იარაღის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ოთარ ლომთაძე.


იტალიის სახელით

იტალიური საიარაღო წარმოება მთელ მსოფლიოშია აღიარებული. მათ შორისაა ფირმები, რომლებმაც ასწლეულებს გაუძლო და მყარად დაიმკვიდრა ადგილი.
იტალიური სანადირო თოფები მეტწილად საშუალო და მაღალი ხარისხისაა.
ძირითადი კონსტრუქციები აირგამოყენებით და ინერციულ პრინციპზე მომუშავე ნახევრად ავტომატებია. ასევე, იტალიურ ნაწარმში გვხვდება გლუვლულიანი ბოკფლინტები, სანადირო და სპორტული მოდიფიკაციები.
იტალიის საკმაოდ ცნობილი ფირმებია: ბენელი, ზოლი, ფაბარმი, ბერეტა და ბევრი სხვა.


დინასტია, სახელად „ბერეტა“
XV საუკუნის მიწურულს სოფელ გარდონეში ცხოვრობდა ბართლომეო ბერეტა. იგი, ძირითადად, თოფის ლულებს ამზადებდა. სწორედ მისი მოღვაწეობიდან იღებს სათავეს მსოფლიოში აღიარებული საიარაღო კომპანია ბერეტა.
მოგვიანებით, ბართლომეოს საქმე მისმა მემკვიდრემ, ჯიოვანინომ გადაიბარა.
იგი ლულების წარმოებიდან ცეცხლსასროლი იარაღის შექმნაზე გადავიდა. საგვარეულო წარმოებას ჯიოვანინოს შემდეგ მისი მემკვიდრე პიეტრო ჩაუდგა სათავეში.
ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში, იტალიის დაპყრობის შემდეგ, პიეტრო ბერეტა ცეცხლსასროლ იარაღს ნაპოლეონის არმიისთვის ამზადებდა. მოგვიანებით შეაჩერა საბრძოლო იარაღის წარმოება და მხოლოდ სანადირო თოფების შექმნაზე გადავიდა.
1840 წლიდან ბერეტას ხელმძღვანელობს ახალი თაობის წარმომადგენელი ჯუზეპე, რომელმაც საკმაოდ დიდი სახელი მოუტანა კომპანიას.
ჯუზეპეს შემდეგ საგვარეულო წარმოება მისმა ვაჟმა პიეტრომ გადაიბარა. მან XX საუკუნის დასაწყისში საიარაღო წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიები დანერგა.
ჯუზეპე და კარლო ბერეტები ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც საგვარეულო ნაწარმი პირველად გაიტანეს ქვეყნის საზღვრების გარეთ.
ბერეტას თანამედროვე წარმოებას ამჟამად უგო ბერეტა უდგას სათავეში.


საოჯახო ნაწარმი
1933 წელს ფირმა ბერეტაში ბოსი-ვუდვარდის კონსტრუქციის ბოკფლინტი დამზადდა.
სწორედ ამ იარაღის ბაზაზეა აწყობილი მოდელი SO, რომლის წარმოებაც დღემდე გრძელდება.
თოფი, ძირითადად, 12 კალიბრზეა, წონით 3,3 კგ.
ბოკფლინტების გარდა, ბერეტა ჰორიზონტალურლულებიან მოდელებსაც აწარმოებს, როგორიცაა 451-S და 452-S. ეს თოფები სრულ საკეტებზეა, მაღალი მხატვრული გაფორმებით. ამ მოდელებზე მითითებულია გრავიორის გვარი.


საქართველო და ბერეტა
ბერეტას ელიტური თოფებიდან საქართველოში დაფიქსირებულია ორი მოდელი: ნახევრად ავტომატი GOLD LARK და ULTRA LIGHT.


GOLD LARK - ოქროს ტოროლა
კალიბრი            12
ლულის სიგძე     71სმ
ლულის შიდა დიამეტრი 18,3მმ
გარე დიამეტრი  20,47მმ
კედლის სისქე    1,07მმ


ULTRA LIGHT - ულტრამსუბუქი
კალიბრი             12
ლულის სიგრძე   67სმ
ლულის შიდა დიამეტრი 18,4მმ
გარე დიამეტრი   20,25მმ
კედლის სისქე      0,95მმ

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?