ნინო ნადირაძე: ,,ჩვენს სახლში ქირურგიული-საოპერაციო წესრიგია“

ინტერიერი

11 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

კარდიოლოგი და გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანი ნინო ნადირაძე სასურველ ინტერიერსა და გემოვნებაზე საუბრობს.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი"


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • კარგი გარემოსთვის, პირველ რიგში, სისადავე მჭირდება. სახლი მყუდრო და თბილი უნდა იყოს. მჭახე ფერები არ მიყვარს. ულტრათანამედროვე დიზაინის ბინები დასათვალიერებლად მომწონს, მაგრამ ასეთ გარემოში სიცივეს ვგრძნობ.

  • მიყვარს, როცა სახლში ინახება ნივთები, რომლებიც წინაპრებს მომაგონებს. მათი დანატოვარი მაგრძნობინებს, რომ გუშინდელი მოვლენილი არ ვარ და ჩემ უკან დიდი ოჯახი იდგა.სახლში ბებიების, ბაბუებისა და მშობლების ნაჩუქარი უამრავი საინტერესო ნივთი მაქვს.

  • კერძო სახლს რომ ვიშენებდით, ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით შევარჩიეთ. გუგა ჩემს გემოვნებას ენდობა და ამ საკითხში ყოველთვის მემორჩილება. ასე რომ, როცა მის გადაწყვეტილებაში კორექტივები შევიტანე, წინააღდეგობა არ გაუწევია და დღესაც მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა.

  • ჩვენი სახლი თბილი,გემოვნებიანი და ეკლექტიკურია. აქცენტი ისეთ ნივთებზე გავაკეთე, რომლებიც დაძველების შემთხვევაშიც უკეთესი გახდება. სააბაზანოებში, სადაც კაფელი ან მეტლახი იყო საჭირო, უპირატესობა ქვას მივანიჭე. 

  • შპალერი სასტიკად არ მიყვარს, რადგან პრინტი რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ადრე თუ გვიან მოსაბეზრებელი გახდება.ამიტომ, კედლები და იატაკი მაქსიმალურად ბუნებრივ ფერებში გადავწყვიტე.

  • ფარდებიც უბრალო შევარჩიე. არც ატლასისაა, არც მაქამანებითაა მორთული და არც კოლოსალური თანხები გადამიხდია. ლილოს ბაზრობაზე წავედი, ნეიტრალური კრემისფერი ტილო შევიძინე და იქვე შევაკერინე. ქვისგან შექმნილ გარემოს ტილოს ფარდები ძალიან მოუხდა. 

  • სახლში ავეჯიც მინიმალური მაქვს. ტელევიზორის მაგიდასაც კი ვერანაირად შევეგუე. ქვის დიდი თარო დავამზადებინე, რომელიც ყველთვის აქტუალური იქნება და თავს არ მომაბეზრებს.

  • ერთადერთი, რაც ჩემს სახლში მრავლად არის, ეს რბილი ავეჯია. რომელ ოთახშიც არ უნდა მოვხდე, ყველგან უნდა შემეძლოს კომფორტულად მოსვენება. სახლში ამოჩემებული ადგილიც მაქვს და ეს კუთხის სავარძელია. გუგას თავის კაბინეტი აქვს.

  • კარადებიც კი არ მაქვს, რადგან ჩემთვის გარდერობის ოთახი უფრო კომფორტულია, სადაც განმარტოებაც მიყვარს. გუგას მოთხოვნით,ჩვენს სახლში ქირურგიული-საოპერაციო წესრიგია, თორემ დაგვხოცავს!

საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...