1. იაპონია უკანასკნელი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებს იმპერიის ტიტულს. იაპონიის საიმპერატორო დინასტია უწყვეტად გრძელდება! დღევანდელი იმპერატორი აკიჰიტო, პირველი იმპერატორი ძიმუს პირდაპირი შთამომავალია. სწორედ ძიმუმ დააარსა იაპონია ჩვ.წ-აღ-მდე 711 წელს.
2. იაპონიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებში, სადაც ზამთრობით თოვლი მოდის, ქუჩები და ტროტუარები ცენტრალური გათბობით თბება.
3. ამ ფართობით პატარა ქვეყანაში მსოფლიოში უდიდესი გასართობი ცენტრები მდებარეობს. სწორედ ამომავალი მზის ქვეყანაშია ყველაზე ძვირად ღირებული გასართობი პარკი Disney Sea და ათი ყველაზე მაღალი ამერიკული გორიდან ოთხი. ტოკიოშია მსოფლიოში ყველაზე განვითარებული მეტროს სისტემა და ყველაზე დიდი საფეხმავლო გზაჯვარედინები.
4. იაპონიის მეტროში არსებობს ვაგონები მხოლოდ ქალებისთვის, რომ პიკის საათში ქალბატონები მამაკაცებთან სიახლოვემ არ შეაწუხოთ.
5. იაპონური პორნოგრაფია, რომელსაც ჰენტაის ეძახიან, თითქმის ყველგან თავისუფლად იყიდება, მათ შორის, არასრულწლოვნებზეც. ამასთანავე, მსოფლიო სტატისტიკით, იაპონიაში გაუპატიურების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
6. იაპონიაში თამბაქოს მოხმარებაზე ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი მოქმედებს. მოწევა შეიძლება ყველგან, რკინიგზის სადგურებისა და აეროპორტების გარდა.
7. იაპონური იეროგლიფების უმეტესობა 2-დან 4 მარცვლამდე შედგება.
8. იაპონური ენა თავაზიანობის რამდენიმე დონეს შეიცავს: სასაუბრო, პატივსაცემი, თავაზიანი და ძალიან თავაზიანი. ქალები თითქმის ყოველთვის პატივსაცემ ფორმას იყენებენ, მამაკაცები კი სასაუბრო ფორმას არჩევენ.
9. იაპონიაში დელფინებს საკვებად გამოიყენებენ. მათგან ამზადებენ წვნიანებს, იაპონურ მწვადს და ზოგჯერ უმადაც კი მიირთმევენ. იაპონელების თქმით, დელფინს ძალიან გემრიელი ხორცი აქვს, რომელიც სრულიადაც არ ჰგავს თევზისას.
10. ფუძიამას მთა, ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი იაპონელებისთვის და ქვეყნის სიმბოლო, კერძო მფლობელობაშია. 1974 წელს იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ დაადასტურა 1609 წლის ჩუქების სიგელი, რომლის თანახმადაც, მთა საჩუქრად ერთ-ერთ სინტოისტურ ტაძარს გადაეცა (სინტოიზმი ტრადიციული რელიგია იაპონიაში).