აფრიკაში რუსულ ენაზე მოლაპარაკე კანიბალთა ტომი აღმოაჩინეს?

იცით თუ არა...

3 თებერვალი 15:00, 2017 წელი

საერთაშორისო ეთნოლოგიურმა ექსპედიციამ, სახელწოდებით „აფრიკული წრე“, 72 ადამიანისგან შემდგარი კანიბალების აგრესიული ტომი აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ტანზანიის საზღვართან მდებარე ტყეებში აღმოაჩინა... 

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მკვლევარები რამდენიმე მიმართულებით აგროვებდნენ ინფორმაციას: „შავი კონტინენტის“ აბორიგენი მოსახლეობის ტრადიციები, რიტუალები, წეს-ჩვეულებები და განსაკუთრებული თვისებები.

მკვლევარები გაოგნებულები დარჩნენ, როცა ტანზანიის ტყეში ნაპოვნი ველურები მე-19 საუკუნის რუსი არისტოკრატების ენით ამეტყველდნენ. ეთნოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ჟელტოვი თავის მოხსენებაში წერდა: „ველურები მე-19 საუკუნის არისტოკრატიისთვის დამახასიათებელი, წმინდა რუსულით საუბრობდნენ. ზუსტად იმ ენით, რომლითაც პუშკინი და ლერმონტოვი მეტყველებდნენ“.

მკვლევარებმა ვითარება სწრაფად შეაფასეს და გაარკვიეს, რომ  ველურები ნებისმიერ „უცხოს“ საკვებად აღიქვამდნენ, ამიტომ მათთან კონტაქტის დროს თავს იარაღით იცავდნენ.
თავის მხრივ, კაციჭამიების ბელადიც ხვდებოდა, რომ სანადირო თოფებით შეიარაღებულ თეთრ ადამიანებთან კონფლიქტი მათთვის სასარგებლო არ იქნებოდა, ამიტომ თავაზიანი მასპინძლის როლი მოირგო და დახვეწილი რუსულით - ძვირფასი სტუმრები კერძის მირთმევას ხომ არ ინებებენ? - ექსპედიციის წევრებს საფირმო კერძის „კოცონზე შემწვარი მტრის ხორცის“ დაგემოვნება შესთავაზა.

ექსპედიციამ რუსულად მოსაუბრე კანიბალებთან  ნახევარი დღე გაატარა, თუმცა კითხვაზე - სად და ვისგან ისწავლეს ველურებმა მე-19 საუკუნის რუსული? - პასუხი ვერ მიიღეს.
ტომის ბელადმა მოკრძალებით აღნიშნა, რომ მათი ხალხი საუკუნეების მანძილზე ამ ძლიერ, დიად და მშვენიერ ენაზე საუბრობს.
ერთ-ერთი ვერსიით, 1889 წელს აფრიკის სანაპიროზე გადმოსხმულმა კაზაკებმა, რომლებსაც  ატამანი აშინოვი ხელმძღვანელობდა, აფრიკაში კულტურული მემკვიდრეობა და შთამომავლობა დატოვეს.

ცნობისთვის - რუსული საინფორმაციო საშუალებები აღნიშნულ ინფორმაციას, რომელიც გამოცემა Felbert`s Freak Collection-მა გაავრცელა, ჟურნალისტების მონაჩმახს უწოდებენ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?