Google გარდაცვლილ თანამშრომლებს 10 წლის განმავლობაში ხელფასს უხდის!

იცით თუ არა...

12 თებერვალი 15:00, 2017 წელი

ამერიკული კორპორაცია გუგლი (Google) თავის თანამშრომლებზე განსაკუთრებულად ზრუნავს: მათ აქვთ უფასო საკვები, სპორტდარბაზში უფასოდ ვარჯიშის საშუალება, უფასო სამედიცინო მომსახურება და უფასო ავტომობილები პირადი სარგებლობისთვის, მაგრამ თითქმის არავინ იცის, რომ „გუგლის“ თანამშრომლები ხელფასს გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაშიც იღებენ.

ცხადია, გარდაცვლილი თანამშრომელი ხელფასის მისაღებად, ოფისში ან ბანკომატთან მისვლას ვეღარ მოახერხებს, ამიტომ მის მეუღლეს ხელფასის 50% ყოველთვიურად ფოსტით ეგზავნება.
კორპორაციის ერთ-ერთი დირექტორის ლასლო ბოკის თქმით, გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემის იდეა რამდენიმე წლის წინათ კომპანიაში შუახნის თანამშრომელთა სიმრავლის გამო გაჩნდა.
ცნობისთვის, „გუგლის“ ყველაზე ხანდაზმული თანამშრომელი 83 წლისაა.

კორპორაციაში მუშაობის ხანგრძლივობის მიუხედავად, გარდაცვალების შემდეგ დაწესებული ხელფასის უფლებით კორპორაციის 34 000-ვე თანამშრომელი თანაბრად სარგებლობს. შესაძლოა, ადამიანი ერთ დღეს სამსახურში მივიღოთ და მეორე დღეს უბედურ შემთხვევას შეეწიროს, ამის მიუხედავად, მისი ოჯახი 10 წლის განმავლობაში ხელფასის ნახევარს მიიღებს, - ამბობს ლასლო ბოკი.
კორპორაცია თავისი გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს, ხელფასის გარდა, აქციების კუთვნილ წილს და თითოეულ ბავშვზე 1000-დოლარიან ყოველთვიურ დახმარებას უგზავნის, სანამ ბავშვი 19 წლის არ გახდება. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?