იცით თუ არა

ამ ქალაქში სამი თვე ღამეა, მაგრამ ყველა ბედნიერია!

fun time

12:00 შაბ. 13 თებერვალი, 2021 წელი

ქალაქი ტრომსე

14
დაკოპირებულია

დედამიწის ზურგზე არსებობს ქალაქი, სადაც მთელი ზამთრის მანძილზე მზეს ვერ ხედავენ, მაგრამ მაინც ყველა მხიარული და ბედნიერია.

ნორვეგიის ქალაქ ტრომსეში წელიწადის განმავლობაში 3 თვის მანძილზე მზეს ვერ ხედავენ, თუმცა აქ სოციალური დეპრესიის დონე ძალიან დაბალია.

ქალაქში ნოემბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე პოლარული ღამე დგება და მზე იმალება.
იანვრის შემდეგ დღის ხანგრძლივობა მატულობს და პოლარული დღე დგება. ივნისის დადგომამდე, ტრომსეს მაცხოვრებლებს მზის დანახვა დღეც და ღამეც შეუძლიათ.

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „სეზონური აფექტური მდგომარეობა“, რომლის თანახმად, უამრავ ადამიანს სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობიარობა აქვს. ამიტომ ჩრდილოეთის ქვეყნების ბევრი მცხოვრები საკუთარ დეპრესიას და უგუნებობას მზის ნაკლებობას უკავშირებს.

ამის მიუხედავად, აქაურები საერთოდ არ განიცდიან სეზონურ დეპრესიას. მათ არ აშინებთ გრძელი ღამეები და ექსტრემალური ტემპერატურა. მეტიც, მათში დეპრესიის მაჩვენებელი მონტგომერის მაცხოვრებელთა მაჩვენებელს უტოლდება, რომელიც ამერიკის უმდიდრეს რეგიონად მიიჩნევა.

ტრომსეს თითოეულ მცხოვრებს თავისი აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ განიცდის სამთვიანი ღამის გამო დეპრესიას.
ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს სპეციალური ლამპების დამსახურებაა, რომლებიც დილაობით გათენების იმიტაციას ქმნიან. სხვები მზის უკმარისობას სოციალური კავშირებით და ადამიანური ურთიერთობებით ინაზღაურებენ, ტრომსელების ნაწილს კი სათხილამურო სეზონის გახსნა იმდენად ახარებს, რომ ამასთან შედარებით მზის დეფიციტი „უმნიშვნელო დეტალია“.

ზამთრის უპირატესობაზე საუბრისას, ტრომსელები სიხარულით აღნიშნავენ, რომ ნოემბრის დადგომისას ყველა კაფეში ულამაზეს სანთლებს ანთებენ და პოლარული ღამეების დროს ცა რამდენიმე საათით, ულამაზესი ფერებით ნათდება. გარეთ ქათქათა და ფუმფულა თოვლია, სახლებში კი - სითბო, სიყვარული და უზრუნველი ცხოვრება. ამაზე კარგი და სასიამოვნო რა უნდა იყოს? - უკვირთ ტრომსელებს.
და მართლაც...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი