„დარვინის პრემია“ ყველაზე ბრიყვული სიკვდილისთვის

იცით თუ არა...

3 აპრილი 15:00, 2017 წელი

აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ სიკვდილი შეიძლება ბრიყვული და სასაცილო იყოს, თანაც - ძალიან. იმ ადამიანებს, ვინც ასე მოახერხეს გარდაცვალება, „დარვინის პრემია“ გადაეცემათ...

ამ პრემიის, რომელიც, ბუნებრივია, ვირტუალურია, შარშანდელი ლაურეატები გახდნენ:


43 წლის ამერიკელი, რომელმაც შემთხვევით ბენზინი დალია, რაც მაშინვე დაავიწყდა და სიგარეტი გააბოლა.


35 წლის შვედი, რომელსაც კრაზანების ბუდესთან სექსი დააპირა. სამწუხაროდ, კრაზანები სასიყვარულო ურთიერთობისთვის არ იყვნენ  განწყობილი და ერთი ადგილი ისე დაუკბინეს, რომ მამაკაცი შოკისა და მოწამვლისგან გარდაიცვალა.


70 წლის იტალიელი პენსიონერი არმანდო პინელი დიდხანს კამათობდა მეზობელთან, რომ უზარმაზარი პალმის ქვეშ მდგარ ერთადერთ სკამზე ის უნდა დამჯდარიყო და არა ვინმე სხვა. როგორც კი პინელიმ დამსახურებული ადგილი დაიკავა, პალმა ძირში გადატყდა და იტალიელი ქვეშ მოიყოლა.


არანაკლებ საინტერესოა „დარვინის პრემიის“ დანარჩენი ნომინანტების აღსასრული.


ბრძნული რჩევა
ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე გადასვლისას, მამაკაცი ავტომანქანის ბორბლებში აღმოჩნდა. სულაც არ დაშავებულა და მაშინვე ადგომას აპირებდა, მაგრამ გამვლელმა ურჩია, რომ კომპენსაციის მისაღებად, თავი დაზარალებულად უნდა მოეჩვენებინა. ამიტომ მამაკაცი წამოდგომის ნაცვლად, ბორბლებთან უფრო მოხერხებულად მოკალათდა, თუმცა მძღოლი გამოუცდელი აღმოჩნდა და დაბნეულობისგან მანქანა დაძრა. სამწუხაროდ, კომპენსაციის მომლოდინე მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.


ქორწინების ფინალი
პრაღელი ვერა ჩერვაკი, რომელმაც ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოხტა. სწორედ ამ დროს მისი მექალთანე მეუღლე სახლში ბრუნდებოდა და ცოლი პირდაპირ თავზე დაეცა. ვერა ჩერვაკი საავადმყოფოში გონზე მოვიდა, მის მოღალატე მეუღლეს კი არ გაუმართლა.


ალპინისტის ფიასკო
ვეტერანმა ალპინისტმა ჟერარ ომელმა, რომელმაც ევერესტის ექვსჯერ დაპყრობა მოახერხა, სახლში ნათურის შეცვლის დროს, კიბიდან გადმოვარდა, თავი სამზარეულოს ნიჟარას ჩამოარტყა და გარდაიცვალა.


ნაადრევი დაკრძალვა
ნიუ-იორკის მცხოვრები ჯულია კარსონი გულის შეტევისგან გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ექიმებმა ასე გადაწყვიტეს. მეორე დღეს ქალი გონზე მოვიდა, კუბოში წამოჯდა და გაკვირვებულმა იკითხა, რა ხდებოდა. „განსვენებულის“ ქალიშვილმა ეს რომ დაინახა, გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა.


სიზმრისთვის უნდა დაეჯერებინა
მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებელმა ლინდა გუდიმ, რომელიც კარიბის ზღვაზე კრუიზისთვის ემზადებოდა, მოგზაურობა გადაიფიქრა, რადგან სიზმარში ნახა, რომ მანქანაში დაიღუპა. ალბათ, მაინც მოგზაურობის დაწყება სჯობდა, რადგან ქალი რამდენიმე დღის შემდეგ ავტოსადგომზე საკუთარ ავტომობილში გაგუდული იპოვეს.


მომაკვდინებელი ცნობისმოყვარეობა
50-მდე ცნობისმოყვარე ადამიანი შეიკრიბა ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის პატარა ხიდზე, რათა ახალგაზრდა გოგონას თვითმკვლელობისთვის თვალი ედევნებინათ. ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩავარდა. 20 ადამიანი გარდაიცვალა, „თვითმკვლელი“ გოგონა კი გადაარჩინეს.


ათეისტობა სჯობდა
65 წლის ჰონკონგელმა ჩაი ვან ფონგმა გადაწყვიტა, ღმერთისთვის ლოცვა აღევლინა, რადგან მისი საყვარელი ცოლი ავტოკატასტროფას მთელი და უვნებელი გადაურჩა. ჩაი თავისი მრავალსართულიანი სახლის ეზოში ლოცულობდა, როცა ზედა სართულებიდან გადმოვარდნილმა აგურმა ადგილზე მოკლა.


თხოვნა შეუსრულა
ათი წლის ტეხასელმა ბიჭუნამ და მამამისმა სამზარეულოს კარადიდან გამქრალი შოკოლადის გამო იჩხუბეს. მამა-შვილს შორის კამათი სულ უფრო ემოციური ხდებოდა. ბოლოს 38 წლის მამამ შვილს ხელში სამზარეულოს დანა მისცა და უთხრა, თუ ასე ვერ მიტან, შეგიძლია, დამარტყაო. ბიჭუნა ასეც მოიქცა. ერთი საათის შემდეგ, მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ბედი ისეთი რამ არის...
32 წლის სტივენ ჰეიტის რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ჩატარება მოუწია. ექიმებმა მამაკაცს კუჭი, ღვიძლი, თირკმელები, თორმეტგოჯა ნაწლავი და კუჭქვეშა ჯირკვალი გადაუნერგეს და, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე აჩუქეს. ოპერაციიდან სამი წლის შემდეგ სტივენი სკამზე შედგა, რათა ნათურა გამოეცვალა, თუმცა სკამიდან ჩამოვარდა, თავი იატაკზე დაარტყა და გარდაიცვალა.


ცუდი მოსახვევი
ბონის მაცხოვრებელი პიტერ გრუბერი ადგილობრივი ხელოვნების მუზეუმის ძარცვის მცდელობისას გარდაიცვალა. მოახლოებული დარაჯების დანახვისას,  გრუბერს შეეშინდა და გაიქცა, თუმცა ეს გაქცევა საბედისწერო აღმოჩნდა - დერეფნის ერთ-ერთ მოსახვევში ექსპონატის ერთმეტრიან ხმალზე წამოეგო. ექსპონატს „მართლმსაჯულების იარაღი“ ერქვა.


რაღა მაშინ დაამთქნარა
ჩრდილოეთ ტაილანდის ცირკში მომუშავე ლილიპუტი, სახელად ოდი, პირდაპირ არენაზე ნომრის შესრულებისას დაიღუპა. ბატუტზე ხტომის დროს ოდი გვერდით გადავარდა და უზარმაზარი ჰიპოპოტამის ხახაში აღმოჩნდა, რომელიც სწორედ ამ დროს ამთქნარებდა. როგორც ვეტერინარებმა განმარტეს, ჰიპოპოტამს დიდი საგნების ყლაპვაზე რეფლექსი ჰქონდა გამომუშავებული, ამიტომ ოდი დაუფიქრებლად გადაყლაპა.


სიდედრს მიეწია
უკრაინელმა ბრაკონიერმა სიდედრის წლისთავისთვის თევზის დაჭერა გადაწყვიტა და სახლთან ახლოს მდებარე მდინარეში ელექტროკაბელი ჩააგდო. როცა დენით მოკლული თევზი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა, ბრაკონიერი თევზის ამოსატანად წყალში ჩავიდა, თუმცა ელექტრო კაბელის დენის წყაროდან გათიშვა დაავიწყდა. 


მხიარული ფრენა
სამი ბრაზილიელი მეგობარი პატარა, კერძო თვითმფრინავით დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, როცა მათ მეორე კერძო თვითმფრინავი მიუახლოვდათ, მეგობრებმა გადაწყვიტეს, მეორე თვითმფრინავის მგზავრებისთვის საჯდომები მიეშვირათ, მაგრამ თვითმფრინავის მართვა დაკარგეს და ჩამოვარდნენ. როცა მაშველებმა იპოვეს, სამივე გარდაცვლილს შარვალი კოჭებამდე ჰქონდა ჩაწეული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?