რუსმა მეცნიერებმა რობოტი „გაგარინი“ შექმნეს

იცით თუ არა...

5 აპრილი 15:00, 2017 წელი

ქალაქ ინოპოლისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის მსგავს, ემოციურ რობოტს სახელი პირველი კოსმონავტის პატივსაცემად უწოდეს და, სწორედ აქედან გამომდინარე, კონკრეტული, ძალიან საინტერესო ფუნქციებიც განუსაზღვრეს.

რობოტს შეუძლია, კოსმოსის შესახებ გიამბოთ და გამოიცნოს, როგორ ემოციებს განიცდის თანამოსაუბრე.
ინოპოლისის უნივერსიტეტის ინჟინერ-მკვლევარი ვადიმ რაუცკი ამბობს, რომ „გაგარინს“ ადამიანის თითქმის ყველა ემოციის ამოცნობა და გადმოცემა შეუძლია: სიხარული, ბრაზი, გაოცება, შიში, აბუჩად აგდება, ზიზღი და სევდა. ესმის რუსულ ენაზე საუბარი და ადვილად იმეორებს თანამოსაუბრის ქცევას.


იმისთვის რომ თანამოსაუბრის გაგება და მისთვის პასუხის გაცემა შეძლოს, რობოტი დინამიკებითა და მიკროფონით აღჭურვეს. თვალებში ჩამონტაჟებულია ვიდეოკამერები, ხოლო ემოციებს სახის კანის ქვეშ მოთავსებული 30 პატარა მოტორის საშუალებით გამოხატავს.


რობოტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ამჟამად ის მხოლოდ მოლაპარაკე და ძალიან ემოციური თავია. რობოტის ტანის ფუნქციას უკვე მზა ანდროიდი AR-601 შეასრულებს, რომელსაც ინოპოლისის ერთ-ერთი ლაბორატორიის თანამშრომლები სიარულს ასწავლიან.


რობოტის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ზემოჩამოთვლილი ფუნქციების დახმარებით, ემოციური ანდროიდი შეძლებს, კარგი ექსკურსიამძღოლი, მაღაზიის კონსულტანტი, გამყიდველი ან მასწავლებელი გახდეს.
შეიძლება სულაც ახალი პროფესია ისწავლოს, რითაც  ადამიანებს მომაბეზრებელი სამუშაოსგან გაათავისუფლებს და შემოქმედებითი თვალსაზრისით უფრო საინტერესო საქმის კეთების საშუალებას მისცემს.


ვადიმ რაუცკი ვარაუდობს, რომ 2017 წლის ბოლოსთვის რობოტი მთლიანად დასრულებული იქნება და ნებისმიერ მსურველთან გარკვეულ თემებზე საუბარს შეძლებს.


ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაუშვებენ „გაგარინს“ წარმოებაში და როგორი იქნება მისი საცალო ფასი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?