ჭაღარა თმა სიბერის მანიშნებელი არ ყოფილა?

იცით თუ არა...

9 აპრილი 15:00
872

ამერიკელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს. მათ საზოგადოებას უამბეს მიზეზებზე, რომლებიც ადამიანის გაჭაღარავებას იწვევს.

აღმოჩნდა, რომ ჭაღარა თმა სიბერის კი არა, ცუდი ჯანმრთელობის მანიშნებელი ყოფილა - ამ დასკვნამდე მეცნიერები ადამიანის თმის სტრუქტურის შესწავლის შედეგად მივიდნენ.


პირველ რიგში, ფერის ნაწილში თმის სტრუქტურის ჩამოყალიბება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ზრუნავს ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუ მას ყველაფერი წესრიგში აქვს, მშვენიერი, მბზინვარე თმები ექნება, რაც ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მიუთითებს. თუ ამ მხრივ რაღაც პრობლემები არსებობს, თმა ფერსა და მბზინვარებას კარგავს.


აღსანიშნავია, რომ თმის ფერი ადამიანის ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორია - ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი მეცნიერების აზრით.


მათივე თქმით, თუ თმებში ჭაღარა გამოგერიათ და 35 წელს გადაცილებული ბრძანდებით, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი წესრიგშია. 55 წლის ასაკში კი თმის ყველა ღერი თეთრი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმი საათივით მუშაობს.


თუმცა გენეტიკურ ფაქტორსაც ნუ დავივიწყებთ!