აქ მამაკაცები უსიტყვოდ ემორჩილებიან ქალებს!

იცით თუ არა...

11 აპრილი 15:00, 2017 წელი

თანამედროვე მსოფლიოს მილიარდერთა სიებში, მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების დირექტორთა საბჭოებსა და ხელისუფლებებშიც უმეტესობას ძლიერი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ, თუმცა პლანეტაზე შემორჩა ადგილები, სადაც საზოგადოების მატრიარქალური წყობა 21-ე საუკუნეშიც შენარჩუნებულია...

მოკოელების თემი ჩინეთისა და ტიბეტის საზღვართან ახლოს ცხოვრობს.
თემში ოჯახის უფროსად ქალს მიიჩნევენ და გვარი ქალის ხაზით გრძელდება. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ოჯახსა და მის წევრებს ეხებათ, ქალები იღებენ.
სწორედ ქალები აგებენ პასუხს ბავშვების აღზრდაზე, რომლებიც დაბადებისთანავე დედის გვარზე იწერებიან.
ბავშვები აუცილებლად დედის სახლში იზრდებიან. მამები ბავშვების აღზრდაში არ მონაწილეობენ.
ქალები სექსუალური პარტნიორის არჩევაში თავისუფლები არიან და არავინ ავალდებულებთ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. 
ხშირად ქალმა არც კი იცის, მისი ბავშვის მამა ვინაა.
მამაკაცები საკუთარი შვილების ნაცვლად, დედის სახლში გაჩენილი ბავშვების აღზრდით არიან დაკავებული.

მინანგკაბაუს თემი ინდონეზიის პროვინცია სუმატრაში ცხოვრობს და, დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანისგან შედგება.
დღეისთვის ეს მსოფლიოში მატრიარქალური წყობის ყველაზე დიდი სოციუმია. თემში ოჯახის უფროსად ქალი მიიჩნევა და, შესაბამისად, მემკვიდრეობა დედიდან ქალიშვილს გადაეცემა.
მამაკაცები პოლიტიკური და რელიგიური ინსტიტუტების მართვაში მონაწილეობენ, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ქალს ეკუთვნის.
საქორწინო ღამის შემდეგ მამაკაცი დედის სახლში ბრუნდება, ქალი კი დამოუკიდებლად ცხოვრებას აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ გვარის სათავეში მამაკაცი დგას, მაგრამ თუ ის თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს, ქალს შეუძლია მისი გადაყენება და მის ადგილზე სხვა მამაკაცის დანიშვნა.


აკანას ეთნოსი განასა და კოტ-დივუარის მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენს.
ქვეყანა ტიპური მატრიარქატით იმართება: ოჯახებში ყველაფერი, მათ შორის, გვარი და ქონება დედის ხაზით გადადის.
ქალები მთლიანობაში, საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავენ. მმართველობით ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ძირითადად, მამაკაცები არიან, მაგრამ თავად თანამდებობა ქალის (დედის, დის ან ქალიშვილის) ხაზით გადაეცემა.

ინდიელთა თემი, სახელად ბრიბრი, კოსტა-რიკას პროვინცია ლიმონში ცხოვრობს და13 000-მდე წევრს ითვლის.
როგორც მატრიარქალური წყობის ბევრ საზოგადოებაში, ბრიბრის სოციალური წყობის საფუძველი გვაროვნული საზოგადოებებია.
ყოველი გვარი რამდენიმე ათეული წევრისგან შედგება და სათავეში გვარის უფროსი ქალი უდგას.
ბრიბრელები, ტრადიციულად, პატარა დასახლებებში ცხოვრობენ, რომლებიც ორი-სამი სახლისგან შედგება.
მიწა და უძრავი ქონება ქალის ხაზით გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ქალს აქვს კაკაოს მომზადების უფლება, რომელიც რელიგიური რიტუალების დროს გამოიყენება.


გარო ინდური ეთნოსია, სადაც ქალს მთავარი როლი უკავია, თუმცა გაროს საზოგადოებრივი წყობა მთლიანად მატრიარქალური არ გახლავთ - სახელმწიფო დაწესებულებებს და კერძო საკუთრებას მამაკაცები განაგებენ, აი, ოჯახის უფროსად კი ქალი მიიჩნევა.
ოჯახის უფროსობა და, მასთან ერთად, ოჯახური ქონება დედიდან უმცროს ქალიშვილზე გადადის.
გაროს თემში ოჯახის უფროსი, როგორც წესი, ყველაზე ბოლოს თხოვდება. ახალდაქორწინებულები ცოლის სახლში ცხოვრობენ, თუმცა ხშირად სიძეები პატარძლებისგან დედის სახლებში გარბიან და ცოლებს ძალის გამოყენებით უწევთ მათი სახლში დაბრუნება.
თუ ოჯახური ცხოვრება არ აეწყო, ქორწინება ორივე მხარის შეთანხმებით და გარეშე პირთა ჩარევის გარეშე წყდება. 

ნაგოვისების თემი პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ კუნძულზე სახლობს. თემს ქალები მართავენ. ისინი იღებენ გვაროვნულ გაერთიანებებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც მემკვიდრეობით, დედიდან ქალიშვილზე გადადის. ამასთანავე, მიწის ფლობის უფლება მხოლოდ თემის ქალებს აქვთ.
ანთროპოლოგი ჯილ ნეში, რომელიც ნაგოვისების ცხოვრებას აკვირდებოდა, ამტკიცებს, რომ, როცა საქმე ქორწინებამდე მიდის, ქალები მიწის მოვლის უნარებს ისევე აფასებენ, როგორც მამაკაცის გარეგნობას და სექსუალურობას. ნაგოვისების თემში საქორწინო ცერემონიალი არ არსებობს. თუ წყვილი ერთად ცხოვრობს და მიწას ერთად ამუშავებს, ისინი კანონიერ მეუღლეებად მიიჩნევიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?