პირველი ექიმი ქალი, რომელიც მსოფლიოს 46 წელი ატყუებდა!

იცით თუ არა...

20 აპრილი 15:00, 2017 წელი

მამაკაცი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, მარგარეტ ენ ბალკლია - მედიცინის ისტორიაში პირველი ექიმი ქალი, თანაც სამხედრო ქირურგი, რომელიც თავის მოვალეობას ურთულეს პირობებში ასრულებდა და საქმეში კოლეგა მამაკაცებზე უკეთ ერკვეოდა. „სქესის შეცვლისკენ“ ამ უნიჭიერეს პიროვნებას თავისი ეპოქის თავისებურებებმა უბიძგა...

მარგარეტმა ექიმის დიპლომი 1812 წელს მიიღო, თუმცა ამისთვის იძულებული გახდა, მამაკაცად გარდასახულიყო - ეს 1800-იანი წლების დასაწყისში ედინბურგის სამედიცინო აკადემიაში მოხვედრის ერთადერთი შანსი იყო.


მარგარეტმა, კაცის იმიჯით, ექიმად 46 წელი იმუშავა. მარგარეტ ენ ბალკლის ბრიტანეთში ექიმ ჯეიმს ბერის სახელით იცნობდნენ, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი ცნობილი და პროგრესული სამხედრო ქირურგი გახლდათ. მისი საიდუმლო მხოლოდ 1865 წელს, გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი და ისტორიაში პირველი ექიმი ქალის სახელით შევიდა.


სამედიცინო აკადემიის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჯეიმსმა სამხედრო ქირურგის პროფესია აირჩია. ჯეიმსი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო, ამიტომ ხშირად აგზავნიდნენ მივლინებით სხვადასხვა ინგლისურ კოლონიებში. ჯეიმსმა დიდი ხანი დაჰყო ინდოეთში, მაგრამ სახელი და დიდება სამხრეთ აფრიკაში სამსახურის დროს მოიპოვა.



პროგრესული შეხედულებების მქონე ექიმი ებრძოდა სხვადასხვა ეპიდემიებს და ატარებდა რეფორმებს, რომლებიც აფრიკელთა საყოფაცხოვრებო თუ სამედიცინო პირობებს გააუმჯობესებდა.
ებრძოდა საზოგადოების უდიერ დამოკიდებულებას კეთროვნების მიმართ, მონაწილეობდა თანამედროვე წყალგაყვანილობის სისტემების გაყვანაში, რომლებიც, ნაწილობრივ, ახლაც მოქმედებს და ა.შ.


ქირურგიის გარდა, ბერის ინტერესის სფეროს გინეკოლოგია წარმოადგენდა. სწორედ ჯეიმს ბერიმ ჩაატარა აფრიკაში პირველი საკეისრო კვეთა, რითაც მშობიარესაც და ჩვილსაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.
თავისი მოღვაწეობით ჯეიმს ბერიმ უდიდესი გავლენა მოახდინა სამხრეთ აფრიკის განვითარებაზე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რეგიონის სოციალური და სამედიცინო ასპექტები.


ზოგიერთი დოკუმენტი ადასტურებს, რომ ბერი ადგილობრივი სამედიცინო კადრების აღზრდასაც ემსახურებოდა. მან შექმნა სამედიცინო სკოლა, რომელშიც თავის ოსტატობას ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადასცემდა.
ბერის ინიციატივით, აფრიკის მიყრუებულ სოფლებში მოხდა მედიკამენტების გაგზავნა, რამაც მალარიით და სხვა საშიში ინფექციებით დაავადებული ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.



თანამედროვეთა მოგონებებიდან ირკვევა, რომ უდიდესი დამსახურებების მიუხედავად, კოლეგებს ნიჭიერი ექიმი არ უყვარდათ მისი უაღრესად რთული ხასიათის, უცნაური გარეგნობის, მეტისმეტად მჭექარე ხმისა და იმ დროის მორალთან შეუსაბამო შეხედულებების გამო.
ბერი ხშირად ეჩხუბებოდა ხელმძღვანელობას და შემჩნეული იყო ქალაქის გუბერნატორთან ჰომოსექსუალურ კავშირში. სწორედ არასტანდარტული შეხედულებები გახდა ჯეიმს ბერის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.


ექიმი ჯეიმს ბერი 1865 წელს გარდაიცვალა. სწორედ მაშინ გაიგო საზოგადოებამ საიდუმლო, რომელიც ამ უცნაურ და ძალიან ნიჭიერ ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევდა. მოახლე ქალმა, რომელმაც ცხედარი გააპატიოსნა, განაცხადა, რომ ექიმი ბერი სინამდვილეში მამაკაცი კი არა, ქალი იყო.
ვინაიდან ჯეიმს ბერიმ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბრიტანეთის სამეფო ტახტის სამსახურში გაატარა, ამ ამბის გახმაურება არავის აძლევდა ხელს. ექიმი სასწრაფოდ დაასაფლავეს და მოახლე ქალს ჭორაობისგან თავის შეკავება ურჩიეს. საზოგადოებამ საიდუმლოებით მოცული ექიმის შესახებ სრული სიმართლე წლების შემდეგ, უკვე მე-20 საუკუნის შუა წლებში გაიგო, როცა ისტორიკოსმა იზაბელ ბეიმ ქირურგის დოკუმენტების შესწავლა დაიწყო.


უკვე 21-ე საუკუნეში უროლოგმა მაიკლ დიუ პრიმ დაიწყო ექიმის პირადი მიმოწერის შესწავლა, რამაც იზაბელ პეის კვლევები დაადასტურა.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ადამიანი, სახელად ჯეიმს ბერი, ბუნებაში არასოდეს არსებობდა. სახელოვანი ქირურგის სახელი და გვარი მარგარეტ ენ ბალკლი გახლდათ. ის იძულებული იყო, თავი მამაკაცად მოეჩვენებინა, რადგან ქალად ყოფნის შემთხვევაში, მას მედდაზე მეტის მიღწევის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
რა თქმა უნდა, მარგარეტი უდიდეს რისკზე წავიდა, რადგან სურვილის შემთხვევაში, სამხედროებისთვის, რომელთა შორისაც ქალმა მთელი ცხოვრება გაატარა, სიმართლის დადგენა ძნელი არ იქნებოდა.
როგორც ჩანს, მარგარეტმა ისე კარგად მოირგო მამაკაცის როლი, რომ ამგვარი შემოწმების ჩატარება აზრად არავის მოსვლია.


ამგვარად, მარგარეტ ენ ბალკლი მედიცინის ისტორიაში პირველი ექიმი ქალი, თანაც სამხედრო ქირურგი გახდა, რომელიც თავის მოვალეობას ურთულეს პირობებში ასრულებდა და თავის საქმეში კოლეგა მამაკაცებზე უკეთ ერკვეოდა. თავისი ცხოვრების მანძილზე მან ასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და ისეთ სიტუაციებსაც კი უმკლავდებოდა, რომლებშიც სხვა ექიმები, უბრალოდ, უძლურები იყვნენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?