ქალები, რომლებმაც „სქესის შეცვლით“ მსოფლიო გააოცეს

იცით თუ არა...

24 აპრილი 15:12, 2017 წელი

იყო დრო, როდესაც ქალი სახლიდან გასვლისა და საზოგადოებაში გამოჩენის უფლებასაც კი მოკლებული იყო. ამის მიუხედავად, ისტორია რამდენიმე ფაქტს იცნობს, როცა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა საყოველთაოდ მიღებულ წესებზე უარი თქვეს და მამაკაცის ტანსაცმელში არაერთი გმირობა ჩაიდინეს.

ნადეჟდა დუროვა
ნადეჟდა დუროვას ახალგაზრდა იასაული შეუყვარდა. სატრფოსთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ნადეჟდამ ჰუსარის მუნდირი მოირგო და მასთან ერთად, ომში წავიდა. სანამ მისი საიდუმლო იმპერატორის ყურამდე მიაღწევდა, გოგონამ თავი უამრავ ბრძოლაში გამოიჩინა. საბოლოოდ, ნადეჟდას სიყვარულითა და ერთგულებით მოხიბლულმა ალექსანდრე პირველმა მას არმიაში დარჩენის ნება დართო.

 

რომის პაპი იოანა (იოან VIII-ს სახელით ცნობილი)
ლეგენდის თანახმად, მე-9 საუკუნეში კათოლიკურ ეკლესიას ქალი-პაპი იოანა მართავდა, რომელმაც მოახერხა უბრალო ნოტარიუსიდან კარდინალის ხარისხამდე, შემდეგ კი პაპობამდეც მიეღწია. ამ ვერსიის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ იოანას საიდუმლო მაშინ გაცხადდა, როცა ერთ-ერთი ქუჩის მსვლელობის დროს ხალხის თვალწინ მშობიარობა დაეწყო. პაპის ქალობამ ხალხი ისე აღაშფოთა, რომ საბრალო ადგილზე ჩაქოლეს. ამბობენ, რომ ამ შემთხვევის შემდეგ. პაპობის კანდიდატებს საგანგებოდ შერჩეული ადამიანები გულმოდგინედ სინჯავდნენ.

 

 

 

 

 

 

კატალინა ერასო
კატალინა ერასო ესპანელი კონკისტადორი, ანუ რაინდი გახლდათ. მამაკაცის სამოსში გამოწყობილი კატალინა საბრძოლო მოქმედებებში ალონსო დიას რამირესის  სახელით მონაწილეობდა და უმოკლეს დროში სახელიც გაითქვა. უმძიმესი ჭრილობის გამო ის იძულებული იყო, საიდუმლო გაემხილა, რის შემდეგაც კატალინა ერასოს სახელი ევროპისა და ამერიკის ფარგლებს გასცდა. აღსანიშნავია, რომ კატალინას მამაკაცის სამოსის ტარების უფლება თავად რომის პაპმა დართო.

 

 

 

 

 

 

ლუსილ ტიმპტონი
ალბათ, გახსოვთ კომედია „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“. დაახლოებით, ამ ფილმის სიუჟეტის მსგავსი ისტორია გადახდა ამერიკელ გოგონას ლუსილ ტიმპტონს, ოღონდ პირიქით. ლუსი აღმერთებდა ჯაზს, მაგრამ იმის გამო, რომ გოგონა იყო, სამსახურში მის მიღებაზე ყველა ჯაზური კლუბი უარს ამბობდა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გოგონამ თმა მოკლედ შეიჭრა, მკერდი გაიკრა, მამაკაცის კოსტიუმი მოირგო და სასურველი სამსახური იშოვა. ბილი ტიმპტონი მალე ამერიკის ცნობილი პიანისტი, საქსოფონისტი და ჯაზის აღიარებული მუსიკოსი გახდა.

ალექსანდრა რაშჩუპკინა
მეორე მსოფლიო ომის დროს იმ უამრავ ქალს შორის, ვისაც ფრონტზე წასვლა და სამშობლოს დაცვა სურდა, ალექსანდრა რაშჩუპკინაც გახლდათ. სამხედრო კომისარიატიდან მიღებული მორიგი უარის შემდეგ ქალმა მოახერხა, საბუთებში სახელი ალექსანდრა ალექსანდრეთი შეეცვალა. სამედიცინო კომისიაზე გასულმა ექიმი დაიყოლია, რომ მისი საიდუმლო არ გაეთქვა და ომში წავიდა. რაშჩუპკინა
ტანკის Т-34-ის მძღოლი-მექანიკოსი გახდა და თავი უამრავ ბრძოლაში გამოიჩინა. შესაძლოა, მისი საიდუმლო არასოდეს გაცხადებულიყო, რომ არა ერთ-ერთი შეტაკების დროს მიღებული უმძიმესი ჭრილობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?