რა წერილი გაუგზავნა ვასილი სტალინმა მამას ფრონტიდან და რა მიიღო პასუხად? - ომისდროინდელი უცნობი ფაქტები

იცით თუ არა...

9 მაისი 15:00, 2017 წელი

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომის დასრულებიდან 72 წელი გავიდა და მთლიანობაში 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სისხლისღვრაში თავისი წილი აქვს ყველა მხარეს, ვინც ამ ომში მონაწილეობდა. მეორე მსოფლიო ომისდროინდელი უამრავი ფაქტი ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში გამოდის დღის სინათლეზე და ამ მოვლენის სისასტიკეს კიდევ უფრო მკვეთრ ფერებში ვხედავთ!  

ნაცისტებმა 12 მილიონამდე ადამიანი გაანადგურეს. მათ შორის, ჰოლოკოსტის დროს 6 მილიონი ებრაელი (მათ შორის, 1,5 ბავშვი) დაიღუპა.

სტატისტიკით, ადამიანური მსხვერპლის შეფარდება საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის 7,3 – 1 გამოიხატებოდა. რაც ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირმა 43 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 16,9 სამოქალაქო პირი დაკარგა. ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა კი ომში 6 მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე და 2 მილიონი სამოქალაქო პირი დაკარგა.

მეორე მსოფლიო ომს საბჭოთა კავშირში 1923 წელს დაბადებული მამაკაცების 80% შეეწირა. ომიდან ვეღარ დაბრუნდა საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა არმიას 13-დან 70 წლამდე ასაკის 2 მილიონამდე გერმანელი ქალის გაუპატიურებისა და გენოციდის ბრალდება წაუყენეს.

გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან განთავისუფლებული უამრავი ადამიანი ტყვეობის დროს შეძენილი მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მაგალითად, ბერგენ-ბელზენის 13 000 ტყვე და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის 2500 ტყვე განთავისუფლებიდან 6 თვეში დაიღუპა.

ლენინგრადის ბლოკადის მიმდინარეობისას, იმაზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა, ვიდრე ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცი მთელი ომის მსვლელობისას.

სტალინგრადის ომის დროს, საბჭოთა არმიამ იმაზე მეტი გერმანელი ჯარისკაცი გაანადგურა, ვიდრე ამერიკულმა ჯარმა მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს.

1945 წლის 24 ივნისს წითელ მოედანზე გამართულ გამარჯვების აღლუმზე, ტრიბუნების წინ სტალინის შინელზე დაბრძანებული ძაღლი ჩამოატარეს. საქმე ის გახლავთ, რომ ომში განაღმვითი სამუშაოების ჩატარებისას სპეციალისტებს გაწვრთნილი ძაღლები ეხმარებოდნენ. ნაგაზმა, სახელად ჯულბარსი მხოლოდ 1945 წელს და მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში 7468 ნაღმი და 150 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და ათიათასობით საბჭოთა ჯარისკაცი დაღუპვას გადაარჩინა. აღლუმის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯულბარსი ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა და წითელ მოედანზე სამხედრო ძაღლებთან ერთად ჩავლა ვერ შეძლო. მაშინ სტალინმა ბრძანა, ძაღლი აღლუმზე მის პირად შინელში გახვეული გაეტარებინათ.

ყველამ არ იცის, რომ ჰიროსიმასგან განსხვავებით, რომელიც ამერიკელების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, იაპონური ქალაქი ნაგასაკი ამერიკული ატომური ბომბის სამიზნედ შემთხვევით იქცა. მეორე ატომური ბომბი ქალაქ კოკურაზე უნდა ჩამოეგდოთ, მაგრამ ძლიერი ღრუბლიანობის გამო, ამერიკელმა მფრინავმა გადაწყვიტა, სათადარიგო ვარიანტით ესარგებლა და იერიში ნაგასაკიზე მიიტანა.

ეს ამბავი ომის დროს არ მომხდარა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების ბუნებას კარგად ასახავს. 1936 წელს სტალინს ბურიატ მონგოლეთის დელეგაცია ანგარიშის ჩასაბარებლად ეწვია. ერთ-ერთმა დელეგატმა 6 წლის გოგონა იახლა, რომელმაც ბურიატი ბავშვების სახელით ბელადს ყვავილები მიართვა. პატარა გელ მარკიზოვას სურათმა ერთ დღეში მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა და საბჭოთა ბავშვების კერპად იქცა, თუმცა პატარა გელის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1937 წელს გელის მამა - ბურიატიის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, ბურიატიის მთელ მთავრობასთან ერთად, დააპატიმრეს. მიზეზი 40 000 სული მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა გახდა. არდან მარკიზოვს იაპონიის დაზვერვის დავალებით, დივერსიული საქმიანობის განხორციელება დააბრალეს და 1938 წელს დახვრიტეს, პატარა გელი კი, დედასთან ერთად, თურქმენეთში გადაასახლეს. სამწუხაროდ, გელის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა მოსკოვში მცხოვრებმა დეიდამ შეიფარა, რომელიც გათხოვების შემდეგ მეუღლის გვარზე - დობრეევაზე გადავიდა. დეიდამ და მისმა ქმარმა გელს სახელი, გვარი და მამის სახელი შეუცვალეს და მშობლებზე საუბარი სასტიკად აუკრძალეს. იმისთვის, რომ ხსენებულ ისტორიას ბელადის სახელისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა, კრემლში გადაწყდა, რომ გელი ბელადის გვერდით კვლავ უნდა გამოჩენილიყო, თუმცა გარეგნულად მსგავსი გოგონათი ჩაენაცვლებინათ. საბოლოოდ სტალინთან ფოტოსესიისთვის გელის დუბლიორად მამლაკატ ნახანგოვა შეარჩიეს. იმის გათვალისწინებით, რომ მასაც გელის მსგავსი მონღოლური გარეგნობა ჰქონდა, გოგონების შეცვლა არავის შეუნიშნავს, თუმცა რომც შეენიშნათ, ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავდა...

იალტის შეხვედრის დროს ჩერჩილს ძალიან მოეწონა უძველესი სასახლე, რომელშიც ცხოვრობდა. ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე მან სტალინს სასახლის ყიდვის სურვილი გაუმჟღავნა. სტალინი დიდხანს დუმდა. შემდეგ კი ჰკითხა: თქვენთან, ინგლისში, შუათითად რომელი თითი ითვლება? ჩერჩილმა მესამე თითი დაანახა. ჩვენთან კი ეს - უთხრა სტალინმა და სამი თითის კომბინაცია დაანახა.

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „times“-მა სტალინი ორჯერ დაასახელა წლის ადამიანად. პირველად 1940 წლის 1-ელ იანვარს იმისთვის, რომ მან ჰიტლერთან თავდაუსხმელობის პაქტი დადო და ფინეთთან ომი დაიწყო, რითაც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ძალთა ბალანსი შეცვალა და მეორედ 1943 წელს.

სტალინის გარდაცვალების დღე ისრაელში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტალინის შვილმა ფრონტიდან მამას წერილი მისწერა, რომელშიც საკვებისთვის ფული და ოფიცრის ახალი ფორმა სთხოვა. რამდენიმე დღეში სტალინისგან  წერილზე ოფიციალური, რეზოლუციით დამოწმებული პასუხი მიიღო, სადაც ეწერა:
1. რამდენადაც ვიცი, ჯარის ნაწილებს საკმაოდ კარგი და სრულიად საკმარისი საბრძოლო რაციონი აქვთ.
2. წითელ არმიაში სტალინის შვილისთვის განსაკუთრებული სამხედრო ფორმა გათვალისწინებული არ არის.

1940 წელს სტალინს თათბირის დროს მარშალმა კულიკმა ფინეთის ფრონტზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ მოახსენა. სტალინის რეაქცია მოულოდნელი იყო: თქვენ პანიკაში ხართ, ამიტომ გამოგიგზავნით ჩელეპანოვის წიგნს ფსიქოლოგიის საფუძვლების შესახებ. ძველი ბერძნები ჭკვიანები იყვნენ, საგანგაშო ინფორმაციის მიღებისას ისინი საბანაოდ მიდიოდნენ. აბაზანის შემდეგ ნათელი გონებით აფასებდნენ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის მერე იღებდნენ, - მშვიდად თქვა მან.

ომის შემდეგ სტალინმა გაიგო, რომ პროფესორმა ივანოვმა მოსკოვის გარეუბანში უძვირფასესი აგარაკი ააშენა. მან პროფესორი თავისთან იხმო, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა. „დიდი მადლობა ბავშვთა სახლის სახელით, რომელსაც ეს აგარაკი აჩუქეთ“, - უთხრა სტალინმა და პროფესორი ნოვოსიბირსკის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლად გაამწესა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?