უცნაური მილიონერი, რომელიც მთელი ცხოვრება ნაგავსაყრელზე ცხოვრობდა და მათხოვრობდა

იცით თუ არა...

11 მაისი 15:00, 2017 წელი

პატარა შვედურ ქალაქ სკელლეპტეაში მცხოვრებმა კურტ დოგერმანმა მთელი ცხოვრება ნაგავსაყრელზე გაატარა. ოჯახისა და უახლოესი ნათესავებისგან უარყოფილი მაწანწალა თავს მათხოვრობით ირჩენდა. ნაგავსაყრელზე ნაპოვნი საჭმლის ნარჩენებით იკვებებოდა და იქვე აღმოჩენილი ტანსაცმელი ეცვა. კურტის არსებობა უახლოეს ნათესავებსაც კი არ ახსოვდათ, სანამ მაწანწალამ თავისი გარდაცვალებით მთელი მსოფლიოს ყურადღება არ მიიქცია.

2008 წელს, ნაგავსაყრელებზე 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 60 წლის მაწანწალა გარდაიცვალა და ანდერძი დატოვა, რომლითაც მთელი ქონება ბიძაშვილს დაუტოვა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც პერიოდულად ნახულობდა და რითიც შეეძლო, ეხმარებოდა.
თითქოს, რა უნდა დაეტოვებინა ნაგავსაყრელებზე მცხოვრებ ღარიბ მაწანწალას? მაგრამ, ნურას უკაცრავად... ყველასგან უარყოფილი მაწანწალა უცნაური მილიონერი აღმოჩნდა, რომელმაც პროტესტის ნიშნად, ცხოვრების ისეთი სტილი აირჩია, როგორზეც არასოდეს იოცნებებდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნაგავსაყრელზე შეგროვებული ნედლეულის ჩაბარების შედეგად მიღებულ ფულს კურტი ოქროსა და ფასიან ქაღალდებში აბანდებდა და ბანკში სოლიდური ანგარიში ჰქონდა გახსნილი.
დოგერმანის ანდერძმა ნათესავები შოკში ჩააგდო, რადგან მაწანწალა 8 მილიონად შეფასებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელი იყო. ამასთანავე, კურტის სახელზე ბანკში 6500 დოლარი და 300 000 დოლარის ღირებულების 124 ოქროს ზოდი ინახებოდა.

ნათესავებმა, რომლებიც კურტს სიცოცხლეში მოკითხვის ღირსად არ მიიჩნევდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარეს, რომ უცნაურ მილიონერს ბავშვობიდან ფინანსისტის ნიჭი ჰქონდა. შესანიშნავად სწავლობდა სკოლაში და შეეძლო, ბრწყინვალე კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ საზოგადოებაში ადგილის პოვნა გაუჭირდა და სოციალურ კიბეზე დაბლა დაშვება ამჯობინა. გაზეთებში ფული რომ არ გადაეხადა, კურტი გამუდმებით დადიოდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში და ეკონომიკურ სიახლეებს კითხულობდა, ამიტომ ინვესტიციებში კარგად ერკვეოდა.

როცა ყველაფერი გაირკვა, დოგერმანის ნათესავებმა ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით დაიწყეს მემკვიდრეობისთვის ბრძოლა. მაგალითად, მაწანწალას ბიძამ განაცხადა, რომ ქონების რეალური მფლობელი მხოლოდ ისაა, რადგან მისი ნათესავი „ცოტა აფრენდა“, ამიტომ ანდერძის საღ ჭკუაზე შედგენა არ შეეძლო. ცხადი გახდა, რომ კურტის ნათესავები მემკვიდრეობის დამოუკიდებლად გაყოფას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ დახმარებისთვის სასამართლოს მიმართეს. პროცესები ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი დეტალები არ გახმოვანებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. ამჟამად, კურტ დოგერმანის გადიდებული სურათი ყველა ნათესავის სახლში კიდია.
სამწუხაროდ, უცნაურმა მილიონერმა მხოლოდ ფულით მოახერხა ახლობლების გულის მონადირება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?