როგორ იქცა უსახლკარო ადამიანებისთვის აშენებული კომპლექსი სისხლიანი უბედურების ზონად

იცით თუ არა...

12 მაისი 15:00, 2017 წელი

ჯერ კიდევ ბალზაკმა ბრძანა, რომ სიღარიბე გადამდებია, თუმცა ამ სიტყვების არსი ყველამ სათანადოდ ვერ გააცნობიერა... 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნიდან მოქმედებს უსახლკარო ადამიანების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სპეციალური პროგრამა, რომელშიც პრეზიდენტ რუზველტის ბრძანებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალური საცხოვრისების მშენებლობას. 30-იანი წლების დასაწყისში, ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკაროებისთვის ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გამოიყო. რუზველტის გეგმის თანახმად, გამოყოფილ მიწაზე სამ და ოთხოთახიანი, ცხელი წყლითა და აბაზანით უზრუნველყოფილი კოტეჯები უსახლკაროებს თითქმის კაპიკებად გადაეცათ, თუმცა ბინები ყველა უსახლკაროსთვის სამყოფი არ აღმოჩნდა.

50-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფომ კოტეჯებისა და ტაუნტჰაუსების მშენებლობაზე უარი თქვა და უზარმაზარი სოციალური კომპლექსების მშენებლობას შეუდგა. ეს იყო საკუთარი ინფრასტრუქტურის მქონე უზარმაზარი რაიონები მაღლივი შენობებით, სკოლებით, საავადმყოფოებითა და მაღაზიებით.

ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი „პრუიტ-იგოუ“ მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში განთავსდა და 1954 წელს ახალმოსახლეებს კარი საზეიმოდ გაუღო. კომპლექსის თითოეულ ზონაში გაერთიანებული იყო 33 თერთმეტსართულიანი სახლი პატარა, მაგრამ მყუდრო და კარგად აღჭურვილი ბინებით, რეკრეაციული ზონებითა და სპორტული მოედნებით.
პროექტის ავტორი ახალგაზრდა, იმედისმომცემი იაპონური წარმოშობის ამერიკელი არქიტექტორი იამასაკი მინორუ იყო. ის მოქმედებდა პრინციპით - შეთავსებადობა, ფუნქციონალურობა და კომფორტი. სახლის ყოველ სართულზე გამოიყო სპეციალური ზონა წვიმიან დღეებში ბავშვების სათამაშოდ, საღამოების გასამართად და უბრალოდ, მეზობლებთან სასაუბროდ.
აღსანიშნავია, რომ სოციალური რაიონების აშენებამდე, მისურიში სეგრეგაციის პრინციპი გაუქმდა (თეთრი და ფერადკანიანი მოსახლეობის განცალკევებულად ცხოვრების წესი), ამიტომ სოციალური კომპლექსი მხოლოდ სოციალური დაცულობის კი არა, ძმობისა და ინტერნაციონალიზმის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. კომპლექსს სახელი „პრუიტ-იგოუ“ მეორე მსოფლიო ომის გმირის, ფერადკანიანი პილოტის ოლივერ პრუიტისა და ამერიკის კონგრესში მისურის შტატის თეთრკანიანი წარმომადგენლის უილიამ იგოუს პატივსაცემად ეწოდა.

დადგა დღე, როცა „პრუიტ-იგოუს“ კარი ამერიკის უღარიბესი მოსახლეობისთვის გაიღო. მათ შორის იყვნენ მარტოხელა დედები, მოხუცი ქალები, ღარიბი სტუდენტები და ა.შ. მაგრამ მალე კომპლექსის ტერიტორიაზე ძალადობის ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ ბევრი იძულებული გახდა, სახელმწიფოს მიერ დიდსულოვნად ნაჩუქარ ბინაზე უარი ეთქვა და „პრუიტ-იგოუ“ დაეტოვებინა. მალე კომპლექსი თითქმის მთლიანად დატოვა თეთრკანიანმა მოსახლეობამ და ფერადკანიანთა უდიდესმა ნაწილმა. მათ კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე სკოლების საუკეთესო მასწავლებლებმაც მიბაძეს - ძნელია, ჰამლეტის ყოფნა-არყოფნის განიხილვა, როცა პირველ მერხზე მჯდარი მოსწავლე ღია მასტურბაციას ეწევა...
 
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ღატაკი გარემოების მსხვერპლი კი არ არის, არამედ, უბრალოდ, მუშაობა არ სურს და საყოველთაოდ მიღებულ წესებს არ ემორჩილება.
როცა ასეთები წარმატებული ადამიანების გარემოცვაში ხვდებიან, იძულებულნი არიან, ცხოვრებას ფეხი აუწყონ. უხალისოდ, მაგრამ მაინც ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში და ბოლოს და ბოლოს, კანონს დაემორჩილონ.
მათი განცალკევებითა და კომპაქტურად დასახლება კი საუკეთესო გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა. ფაქტობრივად, კომპლექსი მარგინალურ სახელმწიფოდ იქცა, სადაც საკუთრების უფლებაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. სოციალური სამოთხე მალევე საშინელ ამერიკულ გეტოდ იქცა. სართულებზე ბავშვების სათამაშო სივრცეებად დატოვებული ზონები ჩხუბისა და საქმის გარჩევის ადგილები გახდა, სადაც გამუდმებით დათარეშობდნენ მოზარდთა ბანდები. ბანდიტები ნათურებს იპარავდნენ ან ამსხვრევდნენ, ამიტომ კომპლექსი სრულ წყვდიადში იყო ჩაძირული. ლიფტებში თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა ჯგუფური გაუპატიურების ფაქტები. გამოძახების შემთხვევებში პოლიცია მხოლოდ დღის საათებში ცხადდებოდა. დღის საათებში კომპლექსის ტერიტორიაზე გავლა, ასე თუ ისე, შესაძლებელი იყო, ღამით კი ყველა საკუთარ სახლში იკეტებოდა და დილამდე გარეთ „ცხვირს არ ჰყოფდა“.

სწორედ „პრუიტ-იგოუს“ არსებობის პერიოდში სენტ-ლუისმა ამერიკის ყველაზე საშიში ქალაქების რეიტინგში „საპატიო“ მესამე ადგილი დაიკავა და დღემდე ასეა. 60-იან წლებში „პრუიტ-იგოუ“ იდეალურ ადგილს წარმოადგენდა ზომბებზე ფილმის გადასაღებად: სახლების გარშემო ნაგვის გროვები, ჩამტვრეული ვიტრინები და განადგურებული ფასადები, სისხლის გუბეები პირდაპირ ქუჩებში და სახლების სადარბაზოებში დაყრილი, გაბრუებული ნარკომანები. კომპლექსში მცხოვრები ყოველი მეორე მამაკაცი ერთხელ მაინც იყო გასამართლებული, ყოველი მესამე ქალი კი პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული.

არქიტექტორმა იამასაკი მინორუმ დიდი ხანია, თავისი რეზიუმედან ამოშალა ყველა მოგონება თუ ჩანაწერი პროექტის შესახებ, რომელსაც მისთვის მსოფლიო სახელი და დიდება უნდა მოეტანა...

1970 წელს სენტ-ლუისის სოციალური კომპლექსი „პრუიტ-იგოუ“ ოფიციალურად აღიარეს უბედურების ზონად. მაშინ მთავრობამ ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - დაიწყო მოსახლეობის მცირე ზომის სოციალურ საცხოვრისებში გადანაწილება. ჩვეულებრივ, ეს ქალაქის ნორმალურ რაიონებში განთავსებული ერთი ან ორი პატარა სახლი იყო. ამის შემდეგ პოლიციამ და საჯარისო დანაყოფებმა დაცარიელებული სახლები დაათვალიერეს, სარდაფებსა და კიბის უჯრედებზე მძინარე ნარკომანები და ბომჟები გამოიყვანეს და... სახლები ააფეთქეს.
„პრუიტ-იგოუსგან“ მხოლოდ სამშენებლო ნანგრევების გროვები  დარჩა, სენტ-ლუისში კი დღემდე ებრძვიან „პრუიტ-იგოუს შვილების“ პრობლემას - ათასობით ადამიანისგან შემდგარ ბანდებს, რომლებიც სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩევიან.

„პრუიტ-იგოუს“ სოციალური საცხოვრისის პრობლემამ მდიდარი ქველმოქმედები აიძულა, დაფიქრებულიყვნენ, რომ მხოლოდ ფულით სოციალური კიბის ქვედა საფეხურებზე მდგარი, გაუნათლებელი ადამიანების გაბედნიერება შეუძლებელია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?