თუ 100 000 დოლარიან სამსახურს ეძებთ, წყალში ყვინთვა უნდა ისწავლოთ

იცით თუ არა...

20 მაისი 15:00, 2017 წელი

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანებს მარგალიტის მომპოვებლებზე მაღალი ხელფასი აქვთ...

გოლფის სათამაშო მინდორთან ახლოს ყოველთვის დარბიან ბავშვები, რომლებიც მოედნიდან გადავარდნილ ბურთებს კრეფენ და ცოტაოდენი ფულის სანაცვლოდ, მოთამაშეებს უბრუნებენ.
დაახლოებით იმავეს, მაგრამ გაცილებით ძვირად წყლიდან გოლფის ბურთების ამომტანებიც აკეთებენ. უფრო მეტიც, გოლფის ბურთებზე „ნადირობა“ მათი ძირითადი პროფესია და შემოსავლის წყაროა.

გოლფის ნებისმიერმა მოთამაშემ იცის, რომ, თუ მოედნის გვერდით ტბა ან წყალსაცავია, ბურთი აუცილებლად წყალში ჩავარდება. გოლფი არისტოკრატების თამაშია, ასეთები კი „გროშიანი ბურთის“ გამო, წყალში ფეხს არ დაისველებენ. სწორედ ამ დროს, საქმეში მყვინთავები ერთვებიან, თუმცა მინდორზე მორბენალი ბავშვებისგან განსხვავებით, თავიანთ სამუშაოს საკმაოდ ძვირად აფასებენ.

აკვალანგით აღჭურვილი მყვინთავი წყალსატევის ფსკერამდე ჩადის და იქიდან ასობით, ხანდახან ათასობით ბურთი ამოაქვს. ამის შემდეგ მათ სპორტულ მაღაზიაში ან ფაბრიკაში აბარებს, სადაც ბურთებს პირვანდელ იერს უბრუნებენ და ხელმეორედ ყიდიან. სხვათა შორის, ბევრი ახალბედა სიამოვნებით ყიდულობს წყლის ფსკერზე ნამყოფ ბურთებს - ჯერ ერთი, მათი ფასი ახალზე დაბალია და მეორეც, გოლფში არსებობს მითი, რომ ბურთი, რომლითაც პროფესიონალი თამაშობდა, წარმატების მომტანია.

მაღაზიებსა და ფაბრიკაში მყვინთავებს თითო ბურთში, დაახლოებით, 10 ცენტს უხდიან, თუმცა ჩასაბარებელი ბურთების რაოდენობა ზოგჯერ რამდენიმე ტომარას აღწევს. მაგალითად, ამერიკელი პროფესიონალი მყვინთავი ფორესტ როტჩაილდი, რომელიც უამრავ გოლფ-კლუბთან თანამშრომლობს, ირწმუნება, რომ ყოველდღიურად წყლიდან 4000-ზე მეტი ბურთი ამოაქვს, რაც, ჯამში, სოლიდურ თანხას შეადგენს.

ზოგჯერ მყვინთავებს პერსონალური შეკვეთების შესრულება უწევთ. ისეც ხდება, რომ რომელიმე მდიდარი მოთამაშე თავის იღბლიან ბურთს კარგავს და სწორედ ეს ბურთია ამოსატანი. ბუნებრივია, ამ დროს ბურთის ფასი გაცილებით ძვირია, ვიდრე მაღაზიებს შეუძლიათ, შესთავაზონ.

არისტოკრატთა თამაშებით მხოლოდ მყვინთავები არ ხეირობენ. უამრავ გოლფ-კლუბში არსებობს ბურთთან უკეთესი კონტაქტისთვის გოლფის ყვინჯის სპეციალური საცხით მწმენდავის სამსახური. ამ პროფესიის წარმომადგენლებს ჰყავთ თავიანთი კლიენტები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მწმენდავს შეუძლია, ყვინჯი წარმატებული გახადოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?