2017 წლის მაისში ევროპის მუზეუმებიდან ორი უძვირფასესი ექსპონატი დაიკარგა

იცით თუ არა...

21 მაისი 15:00, 2017 წელი

2017 წელი ისტორიას საფრანგეთისა და გერმანიის მუზეუმებში მომხდარი ორი უდიდესი ძარცვით დაამახსოვრდება. ორივე შემთხვევაში მოიპარეს უძვირფასესი ექსპონატები - გვირგვინი და დიადემა. 

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმში განთავსებულ ძვირფასეულობას საიმედო დაცვა ჰყავდა, მძარცველები ამას არ შეუჩერებია..  


საფრანგეთი. ლიონი. გამომსახველობითი ხელოვნების მუზეუმი. ძარცვა 2017 წლის 13 მაისის ღამეს მოხდა. მოპარულია მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ექსპონატი - ღვთისმშობლის გვირგვინი, რომელიც მუზეუმში 1899 წლიდან ინახებოდა. გვირგვინი ლიონის მცხოვრებთა მიერ შემოწირული 1791 ძვირფასი ქვით იყო შემკული.



ღვთისმშობლის დაკარგული გვირგვინი.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია სიგნალიზაციის ამოქმედებისთანავე ადგილზე გაჩნდა, მძარცველებმა მიმალვა მოახერხეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ დანაშაულის გეგმა კარგად შემუშავებული გახლდათ. გვირგვინთან ერთად, მძარცველებმა უძვირფასესი ბეჭდისა და თასის წაღებაც შეძლეს. ლიონის მუზეუმის დანაკარგი მილიონ დოლარს აღემატება.



8 მაისს გერმანიის პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა ბადენის მუზეუმიდან 1,2 მილიონ ევროდ შეფასებული ბრილიანტის დიადემის დაკარგვის შესახებ, თუმცა, როგორც ირკვევა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 29 აპრილს იცოდნენ.



ბადენის მუზეუმი 1919 წელს, ბადენის სამეფო ოჯახის მფლობელობაში არსებულ კარლსრუეს სასახლეში დაარსდა.
დაკარგული დიადემა ბადენის მეფის ფრიდრიხ II-ის მეუღლეს, უდიდეს ჰერცოგინია ჰილდას ეკუთვნოდა.
ვარაუდობენ, რომ დიადემა იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე დანაკარგის შესახებ შეიტყობდნენ, ვინაიდან ძარცვა სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა - მინის ვიტრინის საკეტი, სადაც ძვირფასეულობა ინახებოდა, გატეხილი ან დაზიანებული არ ყოფილა. დანაშაულის დროს ამუშავდა თუ არა სიგნალიზაცია, ამ დრომდე უცნობია.


 



ფრიდრიხ II-ის მეუღლე, ჰერცოგინია ჰილდა დაკარგულ დიადემაში.
მოპარული დიადემა ოქროსა და პლატინისგან იყო დამზადებული და 367 ბრილიანტი ამშვენებდა.
თავის დროზე ის ჰერცოგინიას სადღესასწაულო სამკაულად ითვლებოდა. 1918 წელს ბადენმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა და გერმანიის შემადგენლობაში შევიდა. 1918 წლის 22 ნოემბერს ბადენის მეფემ ფრიდრიხ II-მ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც სამეფო ტიტულებზე უარი თქვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?