როგორ დავლიოთ ალკოჰოლური სასმელი ისე, რომ ძალიან არ დავთვრეთ?

იცით თუ არა...

23 მაისი 15:00, 2017 წელი

არსებობს უამრავი პრეპარატი, რომელსაც თრობის ეფექტის „გადავადება“ შეუძლია, მაგრამ ყველა მათგანი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამიტომ ჩვენ გირჩევთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც ჯანმრთელობის დაუზიანებლად მოგცემთ საშუალებას, სასმელით დატკბეთ და გაერთოთ. 

ალკოჰოლის ზემოქმედების შესამცირებელი მეთოდების ერთობლიობა პრინციპულად განსხვავებულ ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველს, პირობითად, ინტენსიური ვუწოდოთ, მეორეს - ექსტენსიური.

ადამიანის თრობის სისწრაფე და ხარისხი დამოკიდებულია სისხლში სპირტის გადამამუშავებელი ფერმენტის (ალკოჰოლის ჰიდროგენაზა) რაოდენობაზე. ფერმენტის დონე ორგანიზმში ალკოჰოლის მოხვედრისას იმატებს. სისხლში ფერმენტის დონის მიხედვით (რომელსაც ნაციონალური მახასიათებელი აქვს) ალკოჰოლის ზემოქმედების შესამცირებელი მეთოდი შეიძლება სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა იყოს, თუმცა მთავარი პრინციპი „აცრა“ მაინც ყველგან ერთია.

ამ პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სასმელის მიღებამდე 4-5 საათით ადრე აუცილებელია 100-150 მლ. არყის ან ნებისმიერი სპირტიანი სასმელის მიღება. გახსოვდეთ, მთავარია, ორგანიზმმა სპირტიანი სასმელის ზემოქმედება იგრძნოს. დაელოდეთ ეფექტის დასრულებას და საჭმელი მიირთვით. ამის შემდეგ შეგიძლიათ, რამდენიც გსურთ, იმდენი დალიოთ, რადგან ორგანიზმს უკვე აქვს ალკოჰოლის შეტევასთან გამკლავების რესურსი.

მეორე მეთოდის არსი მდგომარეობს ალკოჰოლის მოქმედების შენელებაში. ამისთვის სასმელის მიღებამდე აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ცხიმიანი საკვების მიღება (კარაქიანი პური, ცხიმიანი ხორცი, თევზი და ა.შ.).
 
ალკოჰოლის ზემოქმედების შენელებისთვის ეფექტურია სასმელის მიღებამდე ერთი საათით ადრე 4-5 აბი აქტივირებული ნახშირის მიღება. იმავე ეფექტის მიღწევა შეიძლება სასმელის მიღებამდე 40 წუთით ადრე თითო აბი ასპირინისა და ფესტალის მიღებისას.
ზემოხსენებული საშუალებები სისხლში ალკოჰოლის შეწოვის პროცესს და, შესაბამისად, ალკოჰოლის ზემოქმედებას ანელებს. თუ ჩვეულებრივ პირობებში, სისხლში ალკოჰოლი უკვე 8-10 წუთის შემდეგ ხვდება, ზემოჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებისას ეს დრო 45 წუთამდე იზრდება.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მეორე ჯგუფის საშუალებები ალკოჰოლის მოქმედებას კი არ ანეიტრალებს, არამედ ანელებს.

ალკოჰოლური სასმელის მიღებამდე ეფექტურია კარგად დაყენებული შავი ჩაის ან ლიმონიანი მაგარი ყავის მიღება. გაითვალისწინეთ, რომ ჩაიში ან ყავაში ჩაგდებული ლიმონის ნაჭერი ალკოჰოლს ანეიტრალებს, ამიტომ ეს მეთოდი შეგიძლიათ, სუფრიდან ადგომის შემდეგაც გაიმეოროთ.

რაც შეეხება თავად ალკოჰოლის მიღებას, აქაც არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც სწრაფად თრობას თავიდან აგაცილებთ: 
გახსოვდეთ, ერთმანეთში არ აურიოთ სხვადასხვა, თუნდაც ძალიან მაღალი ხარისხის სასმელი. ალკოჰოლური სასმელების ერთმანეთში არევა გაცილებით ძლიერ ალკოჰოლურ თრობას იწვევს, ვიდრე ერთი და იმავე სასმელის ორმაგი დოზით მიღება. შამპანური და არაყი თავისი დამანგრეველი ძალით თითქმის „მოლოტოვის კოქტეილია“.
თუ სასმელის შერევა აუცილებელი ხდება, გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის გრადუსის თანამიმდევრობა მზარდი უნდა იყოს და არა კლებადი. ანუ ჯერ ლუდი უნდა მიირთვათ და შემდეგ არაყი და არავითარ შემთხვევაში, პირიქით.
ალკოჰოლის მიღების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. ხორციანი კერძები, ოხრახუში, ლიმონი და ზოგიერთი თევზი მნიშვნელოვნად ამცირებს ალკოჰოლის ზემოქმედების პროცესს.

თუ ზემოჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ, ალკოჰოლური სასმელით ტკბობას უსიამოვნო სიმპტომების გარეშე და ხანგრძლივად მოახერხებთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?