მცურავი კუნძული - ბუნების საოცრება ჩრდილოეთ ამერიკაში

იცით თუ არა...

26 მაისი 15:00, 2017 წელი

მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს ტბა, რომელსაც island pond (კუნძული აუზით) ეწოდება. ერთი შეხედვით, ის სხვა ტბებისგან არაფრით გამოირჩევა, რომ არა ფეხბურთის სტადიონის ზომის უცნაური კუნძული, რომელიც ტბაში დაცურავს და ტბის ნაპირზე მცხოვრებ ადამიანებს უცნაური სიურპრიზებით აოცებს. 

არავინ იცის, ეს კუნძული როდის გაჩნდა, თუმცა უკვე დადგენილია, რომ ის ხავსისგან შედგება და ხავსის ლპობის შედეგად გამოყოფილი აირების წყალობით ცურავს.

2005 წელს ტბაზე საშინელი შტორმი ამოვარდა და კუნძული ნაპირთან, სწორედ იმ ადგილზე მიაცურა, სადაც ენდრიუ რენას სახლი მდებარეობს.
ნაპირთან მიახლოებისას კუნძულმა ღობე დაანგრია და მხოლოდ ენდრიუს სახლის უკან მდებარე ეზოსთან შეჩერდა. დილას, სახლის აივანზე ყავის ჭიქით გამოსულ ენდრიუს თვალწინ უცნაური კუნძულის მშვენიერი ლანდშაფტი გადაეშალა.

ენდრიუს თქმით, როცა კუნძული მოძრაობას იწყებს, ნაპირზე ტკაცუნის ხმები ისმის, რომელიც ხის ფესვების დაწყვეტის ხმას წააგავს, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. კუნძული ენდრიუს სახლთან ისე ჩუმად „მიიპარა“, რომ ფოთოლიც არ გაშრიალებულა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, კუნძული ძალიან „უცნაურად იქცევა“ - ჯერ ერთ ნაპირს მიადგება და რაღაც პერიოდს დაჰყოფს, შემდეგ კი მოულოდნელად მეორე ნაპირისკენ გაემართება.

1993 წელს მოსახლეობა კუნძულის დაბმასაც კი მოითხოვდა, რათა თავისი დაუსრულებელი „სეირნობით“ ტბის ნაპირზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არ დაეზიანებინა, მაგრამ ეკოლოგებმა ამის გაკეთება აუკრძალეს. მათი თქმით, მცურავი კუნძულები ისეთ იშვიათობას წარმოადგენს, რომ მათთვის შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებამ შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს.

ფოტოზე ხედავთ 2001 წელს თანამგზავრიდან გადაღებულ island pond-ს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?