ეგვიპტის ფარაონები კავკასიელები იყვნენ - გერმანელი მეცნიერების სკანდალური აღმოჩენა!

იცით თუ არა...

2 ივნისი 15:00, 2017 წელი

მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის (გერმანია) მეცნიერებმა 3500-დან 1500-მდე წლოვანების 90 ეგვიპტური მუმიის გენების ნაწილობრივი აღდგენა მოახერხეს და დაასკვნეს, რომ ძველი ეგვიპტელები აფრიკელები არ ყოფილან, როგორც აქამდე ეგონათ... 

აღნიშნული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ 90 ეგვიპტური მუმიიდან ნაწილი თურქი იყო, ნაწილი - სამხრეთ ევროპელი, ხოლო ნაწილი იმ ადგილებში ცხოვრობდა, სადაც ახლა ისრაელი, იორდანია, სირია, ლიბანი და საქართველო მდებარეობს. მანამდე ანალოგიური გამოკვლევები ციურიხში მდებარე iGENEA-ს გენეოლოგიური ცენტრის მკვლევარებმა ჩაატარეს. მათ მხოლოდ ერთი მუმიის გენეტიკური მასალა შეისწავლეს, თუმცა ეს მუმია თავად ტუტანჰამონს ეკუთვნოდა.

გენეტიკური მასალა ფარაონის მარცხენა ფეხიდან და მხრიდან აიღეს. iGENEA-ს სპეციალისტებმა ფარაონის გენები თანამედროვე ევროპელების გენებს შეადარეს და მათ შორის ნათესაური კავშირები აღმოაჩინეს.

მეტიც, როგორც ირკვევა, ევროპელი მამაკაცების ნახევარი ნამდვილი „ტუტანჰამონია“, ზოგიერთ ქვეყანაში კი (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში) მამაკაცთა 70% ფარაონის მსგავსი გენეტიკის მატარებელია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტუტანჰამონის R1b1a2, რომელიც ევროპელ მამაკაცებში ძალიან გავრცელებულია, თანამედროვე ეგვიპტელებში იშვიათად, შემთხვევათა მხოლოდ 1%-ში გვხვდება.

„მართლაც საინტერესო ფაქტია, რომ ტუტანჰამონი გენეტიკურად ევროპელი აღმოჩნდა. ჩემი ვარაუდით, ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპრები კავკასიაში, დაახლოებით, 9500 წლის წინათ ცხოვრობდნენ. დაახლოებით, 7 000 წლის წინათ მათი პირდაპირი შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ. ზოგიერთებმა კი ეგვიპტემდე ჩასვლა და ამ ქვეყნის მმართველად გახდომა მოახერხა. გამოდის, რომ ტუტანჰამონის წინაპრებიც და თავად ფარაონიც კავკასიელები არიან,“ - ამბობს iGENEA-ს ცენტრის დირექტორი რომან შოლცი.

დაბოლოს, ტიუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) პლეოგენეტიკოსმა იოჰან კრაუზემ ჟურნალ Nature Communications-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 151-დან 3 მუმიის გენომის მთლიანად აღდგენა შეძლო. ეგვიპტის ცხელი და ნოტიო კლიმატისა და ბალზამირებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებების მიუხედავად, მათი დნმ მშვენივრად არის შენახული და ჩვენს დრომდე დაუზიანებლად მოაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ შორეულ პერსპექტივაში, კლონირების გზით, მუმიების მკვდრეთით აღდგენაც შესაძლებელია.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?