რას წარმოადგენს ლურჯი ვეშაპი?!

იცით თუ არა...

7 ივნისი 15:00, 2017 წელი

საინტერესო ფაქტები ზღვების მბრძანებლის შესახებ...

ლურჯი ვეშაპი ვეშაპისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარა ცხოველია და ამ დროისთვის, ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდ ცოცხალ არსებად მიიჩნევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის დელფინივით ჭკვიანია. მამალი ვეშაპის სიგრძე - 33 მეტრს, ხოლო წონა 150 ტონას აღწევს. ჩვეულებრივ, ის 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, თუმცა 50 კმ/სთ „სიჩქარის განვითარებაც“ შეუძლია. მოზრდილი ვეშაპის გული, დაახლოებით, ტონას იწონის (ეს ყველაზე დიდი გულია პლანეტაზე). გულის რიტმი წუთში 5-10 დარტყმაა.

ლურჯი ვეშაპები უმეტესად - მარტო, იშვიათად კი წყვილებად გვხვდებიან. თითქოს, ზღვების მბრძანებელი ყველაზე ძლიერი და ყოვლისშემძლეა, თუმცა ის მტაცებელი არ გახლავთ და მხოლოდ პლანქტონებითა და წვრილი კიბოსნაირებით იკვებება. ყოველდღიურად ლურჯი ვეშაპი დაახლოებით 8 ტონა საკვებს გეახლებათ. ის ფართოდ გაღებული პირით, ნელა (20-50 კმ/სთ სიჩქარით) დაცურავს და საკვებს წყალთან ერთად პირში იგროვებს. ამის შემდეგ წყალს ენის დახმარებით გამოდევნის და საკვებს იტოვებს.

თავისი ზომისა და ძალის გათვალისწინებით, ლურჯ ვეშაპს ბუნებრივ გარემოში მხოლოდ ორი მტერი ჰყავს: ადამიანი და ცელნამგალა ვეშაპი, რომელიც ლურჯი ვეშაპის ნაშიერზე ნადირობს.

ადამიანების ვეშაპებზე ნადირობის შედეგად ამ პოპულაციის რიცხვი მკვეთრად შემცირდა. თუ 20 წლის წინათ ოკეანეებში 300 000 ლურჯი ვეშაპი დაცურავდა, ახლა ამ რაოდენობის 3% შემორჩა.
მეცნიერების გაანგარიშებით, დღეისთვის ლურჯი ვეშაპების რაოდენობა 10 000 ცალს არ აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ვეშაპები დიდხანს ცოცხლობენ (საშუალოდ, 80-90 წელი, მაქსიმალური 110 წელი), მათი ბუნებრივი გამრავლება ძალიან იშვიათია.

დედალი ვეშაპი ორ წელიწადში ერთხელ, 12-თვიან 1 ან, უიშვიათეს შემთხვევაში, ორ ნაშიერს აჩენს. ახალშობილის წონა 3 ტონას აღწევს. ის დღეში 400 ლიტრ რძეს მიირთმევს, რომელიც ძროხის რძეზე 600-ჯერ ნოყიერია.

ლურჯი ვეშაპები მონოგამიურები არიან და არასოდეს ტოვებენ მეწყვილეს. ერთმანეთს 8-20 ჰერცის სიხშირის ხმოვანი სიგნალებით უკავშირდებიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ ერთმანეთის მოსმენა 33 კილომეტრზე შეუძლიათ.

დაჭრილ ვეშაპს შეუძლია 140 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვა და სუნთქვის 8-10 წუთით შეკავება, თუმცა ვეშაპებზე მონადირეებს მათი 500 მეტრზე ჩაყვინთვისა და სუნთქვის 50 წუთით შეკავების შემთხვევებიც ახსოვთ.
ზრდასრული ვეშაპი ამოსუნთქვისას, 5000 ლიტრის მოცულობის ფილტვების დახმარებით, ორთქლის ნაკადს სასუნთქი ხვრელიდან 9-12 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს.

ლურჯი ვეშაპი ცუდად ხედავს, ცუდად აქვს განვითარებული ყნოსვის ორგანოები და თითქმის არ აქვს გემოს შეგრძნება, სამაგიეროდ, სმენისა და შეხების ორგანოების მხრივ ყველაფერი წესრიგშია.
ამჟამად ლურჯ ვეშაპებზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია და ყველაფერი კეთდება მათი გამრავლების ხელშეწყობისთვის.

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?