მაგიით ნაშოვნი მილიონები - ანატოლი კაშპიროვსკი ექსტრასენსებს უპირისპირდება!

იცით თუ არა...

11 ივნისი 15:00, 2017 წელი

„ანატოლი კაშპიროვსკის ჯანმრთელობის სეანსები“ 1989 წელს საბჭოთა ტელევიზიის მთავარ არხზე გადიოდა. ეკრანიდან იგი თითქოსდა სხვადასხვა დაავადებებისგან მილიონობით მაყურებელს ერთდროულად კურნავდა. მისი სასწაულმოქმედების მაშინ ბევრს სჯეროდა. თავად კი დღესაც სჯერა იმის, რასაც აკეთებს და ცდილობს, მრავალრიცხოვანი კონკურენტებისგან გათავისუფლდეს. გთავაზობთ ამონარიდს ანატოლი კაშპიროვსკისთან ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ „არგუმენტები და ფაქტებში“ დაიბეჭდა.

- თქვენი მოსწავლეებისა და მიმდევრების - მაგების, ექსტრასენსებისა და მკურნალების მოღვაწეობა 90-იანი წლების უძრაობის პერიოდს დაემთხვა, თუმცა მათზე მოთხოვნილება დღესაც არის. რა ხდება? ბოლოს და ბოლოს, ამოხსნა თუ არა მეცნიერებამ ექსტრასენსების საიდუმლო?
- ნუ ცდილობთ ჩემთან მათ გათანაბრებას! დიახ, ისინი ჩემი „შვილები“, „შვილიშვილები“ და „შვილთაშვილები“ არიან, რომლებიც 1988-1989 წლებში, ჩემი მუშაობით შევქმენი. ისინი „ბოთლიდან“ შემთხვევით გამოვუშვი და უკან შეყვანას ვეღარ ვახერხებ. რომ არა ჩემი სატელევიზიო სეანსები, მათ შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. ერთი სიტყვაც კი არ მინდა ვთქვა ლონგოზე, რომელიც მატარებლის გამცილებელი გახლდათ, ჩუმაკზე, ჯუნაზე და სხვა ე.წ. ექსტრასენსებზე, მაგრამ რაც იყო, იყო... მაგალითად, ლონგო (იური ლონგო, რომელიც თავს ჯადოქრად მიიჩნევს) რას აკეთებს? მკრეხელობს, რომ მავზოლეუმიდან ლენინის ცხედარი ჰაერში აწია. ეს რომ მართალი იყოს, ცხედრის შეურაცხყოფისთვის 50-წლიანი პატიმრობა ეკუთვნის, მაგრამ ეს ზღაპარი მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებმა დაიჯერეს. ან ჩუმაკი, რომელიც ჩემი მიმდევარი კი არა, იმიტაციაა... ის ხეირიანადაც ვერ აზროვნებდა, მხოლოდ სტუდიაში ხელებს იქნევდა, თითქოს ამით ენერგიას გამოჰყოფდა. ჯუნა ჩემი ტელესეანსების დაწყებამდეც ცნობილი იყო, მაგრამ მისი ფენომენი მთლიანად რეკლამამ შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ მას არც მკურნალობის ძალა და არც ენერგიის გამოყოფა არ შეეძლო, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული გახლდათ და აღმოსავლურ გარეგნობასა და მკაცრ ხასიათთან ერთად, შთამბეჭდავი ქარიზმა ჰქონდა. ჩემსა და მათ შორის უფსკრულია. ჩემი მუშაობა მთლიანად გამორიცხავს ე.წ. ბიოენერგიას, რომელსაც უვიცები ექსტრასენსებს მიაწერენ.

- ექსტრასენსები ამტკიცებენ, რომ არავის ატყუებენ და ადამიანების უამრავი ავადმყოფობისგან განკურნება შეუძლიათ.
- გაიგეთ, ექსტრასენსები ბუნებაში არ არსებობენ! არავინ არავითარ ენერგიას არ გამოყოფს, რადგან ეს ფიზიოლოგიურად შეუძლებელია. ეს იგივეა, რომ ვამტკიცოთ, თითქოს კეფის უკან მესამე ხელი გვეზრდება. ჩვენ მხოლოდ ხუთი შეგრძნება გაგვაჩნია და მეექვსე არ არსებობს! ექსტრასენსებზე გადაცემები, ჩემი აზრით, უდიდესი თაღლითობაა და იქ მხოლოდ შარლატანები გამოდიან... ისინი ტარაკანებივით, ყველა კუთხიდან მოძვრებიან. 1993 წელს მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ პარლამენტში სახალხო მედიცინის კანონი გაეტანათ. თუ დაფიქრებულხართ, ეს რას ნიშნავს? ათასნაირი ბალახები, ბებიები და მკითხავები - ცნობილი პრიმიტივია, მაგრამ „სახალხო მედიცინა“ საშინელებაა! სახალხო შეიძლება სიმღერა ან ცეკვა იყოს და სხვა არაფერი. გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია და ა.შ. სახალხო ვერ იქნება! ექიმობა გსურს? სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრე, კატეგორია აიღე და საქმით დაკავდი. ხოლო ტყუილი, რომ დენმა დაგარტყა და ხელების ქნევით განკურნების უნარი მოგენიჭა, მიკლუხო მაკლაის ხანის პაპუასებზეა გათვლილი. 

- კი, მაგრამ ადამიანების უმეტესობას თქვენც მკურნალ-ექსტრასენსად მიაჩნიხართ..
- გაიგეთ, მე მკურნალი არ ვარ! მე ატომური ომის გამჩაღებელი ვარ, მაგრამ ეს ატომური ომი ადამიანის ორგანიზმში მისთვის სასარგებლოდ მიმდინარეობს. მე ადამიანის ორგანიზმში ატომებისა და მოლეკულების ისეთ შეჯახებას ვიწვევ, რომელსაც გაჯანსაღებამდე მიჰყავს - ძვლების შეხორცება, კბილების გასწორება, ნაწიბურებისა და ალერგიის გაქრობა. მე მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც სატელევიზიო ფსიქოთერაპიას ატარებდა. 25 წელი გავიდა და ეს ადამიანებს ისევ იზიდავს. 1989 წელს 6 ტელეგადაცემა მქონდა დაგეგმილი. ისინი დავამთავრე და ტელევიზიიდან თავად წამოვედი. რატომ? ამის მოყოლისთვის ჯერ მზად არ ვარ. კიდევ 25 წელი უნდა გავიდეს. 


საბჭოთა კავშირის მთავარი ექსტრასენსები:


იური ლონგო
საკუთარ თავს თეთრ მაგს უწოდებდა და ჰიპნოზით განკურნების მასობრივ სეანსებს აწყობდა. დიდი პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ ლევიტაციის სეანსები აჩვენა: ლონგო მიწის ზედაპირიდან ჰაერში იწეოდა და წყალზე დადიოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ამის გაკეთებას მარტივი მოწყობილობების საშუალებით ახერხებდა. ამის გარდა, „აცოცხლებდა“ მორგში მყოფ მიცვალებულს, რომელიც სინამდვილეში ლონგოს თანაშემწე იყო.
შემოსავალი: გარდაცვალების დროისთვის (ლონგო 2006 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა) 1,5 მლნ დოლარის მფლობელი გახლდათ.

ალან ჩუმაკი
ექსტრასენსი. მუშაობის მეთოდი: სითხეებზე (წყალი, მალამოები) დისტანციური ზემოქმედება. დააპატენტა გამოგონება თემაზე „ბიოაქტიური ინფორმაციის სითხის შემცველ სუბსტანციაზე გადატანა“.
შემოსავალი: მას შემდეგ, რაც რუსეთში არატრადიციული მეთოდით მკურნალობა კანონით აიკრძალა, ჩუმაკმა მოღვაწეობა შეაჩერა. ამჟამად ის თავის „სამკურნალო ფოტოებს“ 1000 მანეთად ყიდის, ხოლო დისკებზე ჩაწერილ ვიდეოსეანსებს, (რომლებსაც, თურმე შვიდ თვეში ნებისმიერი დაავადებისგან განკურნება შეუძლიათ) დაახლოებით, 3000 მანეთად, ასე, რომ შემოსავლის ნაკლებობას არ უჩივის.

ჯუნა დავითაშვილი
ხელების დახმარებით დისტანციურად ზემოქმედებდა.
შემოსავალი: ჯუნას მთავარ პაციენტად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი მიიჩნევა. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყოფი ადამიანების წყალობით, ჯუნა უფულობას არ უჩიოდა და პირადი დაცვა ემსახურებოდა. 1990 წელს მან დააფუძნა ალტერნატიული მედიცინის საერთაშორისო აკადემია, სადაც პაციენტებს დღემდე ჯუნას მიერ დაპატენტებული მოწყობილობებით მკურნალობენ.

ანატოლი კაშპიროვსკი
ექიმი-ფსიქოთერაპევტი. 1989 წელს საბჭოთა ტელევიზიის ეკრანებზე ჰიპნოზის რამდენიმე სეანსი ჩაატარა.
იგი ჰიპნოზის მეშვეობით მუშაობდა. ამბობს, რომ შეუძლია გააქტიუროს ადამიანში თვითრეგულაციის სისტემა, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების გამოყოფას უზრუნველყოფს.
შემოსავალი: 1990-იანი წლების შუა პერიოდში ცხოვრობდა აშშ-ში, სადაც ემიგრანტებს 50 დოლარად მკურნალობდა. ევროპაში მისი სეანსებზე დასასწრები ბილეთის ფასი 70 ევროა, ხოლო რუსეთში - ორჯერ იაფი.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?