რა საფრთხეს შეიცავს ხილის წვენი?

იცით თუ არა...

13 ივნისი 15:00, 2017 წელი

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ხილის წვენები, რომლებიც ქარხნულად არის დამზადებული, აღარ მიიჩნევა ბავშვისთვის აუცილებელ და სასარგებლო სასმელად და მათი აქტიური პროპაგანდა მარკეტინგული ხრიკია და სხვა არაფერი.

საქმე ის გახლავთ, რომ ხილის წვენის თითოეული ჭიქა 6 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს, რაც იმაზე მეტიც კია, ვიდრე კოკა-კოლაში.
შაქრის დიდი რაოდენობა ავითარებს დიაბეტს, სიმსუქნეს, კბილის კარიესს და ა.შ. ამიტომ ხილის წვენები ბავშვს იშვიათად, კანფეტისა და სხვა ტკბილეულის ალტერნატივის სახით უნდა მივცეთ.  

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ხილის წვენი ბავშვს ჩვეულებრივ, სასმელ წყალს ვერ შეუცვლის, რომელიც ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ წყურვილის დროს წვენის დალევისას ეფექტი საპირისპირო იქნება.

პროდუქციის ეტიკეტზე მითითებული წარწერა - „შაქრის შემცველობის გარეშე“, კიდევ უფრო დამაფიქრებელია, რადგან ხელოვნური შაქრის შემცველების არსებობაზე მიუთითებს, რომელთა მავნებლობა დიდი ხნის წინ აღიარეს (E950 კალიუმის აცესულფამი, E951 ასპარტამი).
ამგვარად „შეზავებულ“ წვენებს შეუძლია ალერგიული რეაქციების, დიარეას, დისბაქტერიოზისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების გამოწვევა.

ბრიტანელი სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მაღალი მჟავიანობის გამო ხილის კოქტეილები ბავშვის კბილებისთვის ტკბილეულზე უფრო სახიფათოა. მჟავა კბილის ემალზე ბზარებს აჩენს, სადაც ბაქტერიები იბუდებენ, და ყველაფერი კარიესით მთავრდება.

გახსოვდეთ, რომ ხილის წვენი ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ხილი, ამიტომ გაცილებით სასარგებლო იქნება, თუ ბავშვს, წვენის ნაცვლად, ცოცხალ ხილს შესთავაზებთ.  

გამოდის, რომ ხილის წვენები მავნებელია? რა თქმა უნდა, არა. მცირე ოდენობით წვენს მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ წვენებმა ბავშვს წყალი და ხილი არ უნდა შეუცვალოს.
მშობლებს ვურჩევთ, რომ წვენების შერჩევისას უპირატესობა 100%-ით პასტერიზებულ წვენს მიანიჭონ და არა - შაქრით შეზავებულ სასმელებს.

6 წლამდე ბავშვისთვის დღეში 200 მლ-ზე მეტი წვენის მიღება რეკომენდებული არ არის, ამიტომ ნუ შეაჩვევთ მას მთელი დღის მანძილზე წვენის მიღებას. მიეცით წვენი ფინჯნით და არა პაკეტით ან ბოთლით.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?