საკნატუნო ამბები

როგორ გაიტაცეს ბანკომატებიდან 13 მილიონი 3 საათში?

fun time

16:00 კვი. 19 სექტემბერი, 2021 წელი

ბანკომატების მასშტაბური
ძარცვა იაპონიაში

14
დაკოპირებულია

100-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა 3 საათში 1400 ბანკომატი პირწმინდად „გაასუფთავა“...

ეს ამბავი იაპონიაში 2016 წლის 15 მაისს მოხდა. დამნაშავეებმა დაახლოებით, 14 000 უკანონო ტრანზაქცია განახორციელეს, რის შედეგადაც 1,4 მილიარდი იენა გაიტაცეს, რაც, დაახლოებით, 13 მილიონი დოლარია.

კიბერშეტევის დროს, დამნაშავეებმა ყალბი პლასტიკური ბარათებით, 7-elevenis ქსელის მაღაზიებთან არსებული ბანკომატებიდან ფული დაუბრკოლებლად მოხსნეს.

სათვალთვალო კამერებით დაფიქსირების მიუხედავად, კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების „ცხელ კვალზე“ დაკავება ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ დამნაშავეები სამხრეთ ამერიკული standard bank-ის ყალბ პლასტიკურ ბარათებს იყენებდნენ.

ძარცვა კვირა დღეს მოხდა, როცა ქვეყნის ყველა ბანკი ისვენებს. იაპონიის 16 სხვადასხვა პრეფექტურაში განაწილებულმა დამნაშავეებმა ბანკომატების „შემოვლა“ მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლეს.
თითოეული ბანკომატიდან 100 000 იენას ხსნიდნენ, რაც ერთი ადამიანისთვის, დღიურად გასაცემი თანხის მაქსიმუმს შეადგენს.

საკრედიტო მონაცემების წარმომავლობა ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი მოპარვა სკიმერების საშუალებით მოხდა.

ცნობისთვის, სკიმერი მინიატურული, მთვლელი მოწყობილობაა, რომელსაც დამნაშავეები პლასტიკური ბარათის მონაცემების ჩასაწერად ბანკომატზე ამაგრებენ.

სკიმერს შეუძლია, ჩაიწეროს ბარათის რეკვიზიტები, პინ-კოდი, ანგარიშზე არსებული თანხა - ერთი სიტყვით, მაგნიტურ ლენტაზე არსებული მთელი ინფორმაცია.
ბანკომატებზე სკიმერებს ჩვეულებრივი, წებოვანი ლენტით შეუმჩნევლად ამაგრებენ და ღამით ხსნიან.

ბანკომატების მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს სპეციალური მოწყობილობების გამოშვება, რომლებსაც სკიმერის აღმოჩენა შეუძლია.

საბოლოოდ, იაპონიის პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავა - ტაცუო ნაკაზონო და კაცუია სოხასი. ისინი რიგითი შემსრულებლები არიან, ორგანიზატორები კი ოპერაციას, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნიდან მართავდნენ.

🔰:

გერმანიაში სამმა პენსიონერმა 16 ბანკი გაძარცვა

საუკუნის თაღლითობა - სად გაქრა 2400 ტონა ოქრო სსრკ-ს ოქროს ფონდიდან?

სონკა - რუსული ქურდული სამყაროს დედოფალი

ფერწერული შედევრები, რომლებიც ქურდობისას განადგურდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები