6 ისტორიული პიროვნება, რომელთა სახელებიც ყოველდღიურ ნივთებს ეწოდა

იცით თუ არა...

19 ივნისი 15:00, 2017 წელი

ამ სახელებს, მართლაც, ყოველდღე წარმოვთქვამთ, მაგრამ, ალბათ, ერთეულებმა თუ იციან მათი წარმომავლობა - მაგალითად, რატომ ეწოდება მანსარდა სახლის სახურავის ქვეშ გაკეთებულ ოთახს?


1. პიცა „მარგარიტა“
ერთხელ, იტალიის მეფის უმბერტოს მეუღლეს, გემრიელი კერძებისა და დელიკატესების მოყვარულ დედოფალ მარგარიტას ისეთი კერძის დაგემოვნება მოუნდა, როგორითაც რიგითი ადამიანები იკვებებოდნენ. ნეაპოლის საუკეთესო პიცერიის მფლობელმა რაფაელო ესპოზიტომ მას მოცარელათი, ჩერის პომიდვრებითა და სურნელოვანი ბაზილიკით პიცა მოუმზადა. პიცის ფერთა პალიტრა იტალიის დროშას მოგაგონებდათ და გემოც მშვენიერი ჰქონდა. რაფაელოს თავისი შედევრისთვის სახელის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრია და „პიცა მარგარიტა“ დაარქვა.


 


2. ავტომობილი „მერსედესი“
მილ ელინეკი ევროპაში ცნობილი დიპლომატი და მეწარმე გახლდათ. 1890 წელს ინჟინერ გოტლიბ დაიმლერთან და ავტოკონსტრუქტორ ვილჰელმ მეიბახთან ერთად, მან ნიცაში ავტომობილების წარმოება გახსნა. საქმე სარფიანი გამოდგა. ყველაზე წარმატებულ მანქანას მილმა თავისი უმცროსი ქალიშვილის ემილიას სახელი დაარქვა, რომელსაც მოფერებით მერსედესს (ებრაულად - გრაცია) ეძახდნენ. 1902 წელს პარიზში მოწყობილ ავტომობილების გამოფენაზე გოგონას სურათიც კი დაკიდეს. აღსანიშნავია, რომ თავად მერსედესს, მამისგან განსხვავებით, ავტომობილები არ აინტერესებდა.


 


3. ნიკოტინი 
მე-16 საუკუნეში საფრანგეთის ელჩმა ჟან უილიამ ნიკომ პორტუგალიიდან პარიზში თუთუნი ჩაიტანა და ჯერ სამეფო ოჯახი, შემდეგ კი მთელი მსოფლიო თუთუნის მწეველებად აქცია. ნიკოს გულწრფელად სწამდა, რომ ამ მცენარეს ადამიანის ყველა დაავადებისგან (მათ შორის - შავი ჭირისგან) განკურნება შეეძლო.




4. კარპაჩო
 
1950 წელს ვენეციაში, Harry’s ბარში გრაფინია ამალია მოჩენიგომ ბარის სახელგანთქმულ მფლობელს ჯუზეპე ჩიპრიანის შესჩივლა, რომ პირადმა ექიმმა, უმის გარდა, ყველანაირი ხორცის ჭამა აუკრძალა. ჯუზეპემ საგანგებოდ გრაფინიასთვის სრულიად ახალი კერძი მოიგონა საქონლის უმი ხორცისა და მდოგვის სოუსისგან. სახელი კი, ცნობილი იტალიელი მხატვრის ვიტორიო კარპაჩოს პატივსაცემად შეურჩია. როგორც ჩიპრიანი ამბობდა, ამ კერძის ფერთა გამა მხატვრის პალიტრას აგონებდა. ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით შეზავებული, ჩერითა და პარმეზანით გაფორმებული, თხლად დაჭრილი უმი ძროხის ხორცი - კერძი, მართლაც, ძალიან ეგზოტიკურად გამოიყურება.


 


5. სალათი „ოლივიე“
მე-19 საუკუნეში მოსკოვში ცნობილი ფრანგი მზარეული ლუსიენ ოლივიე ცხოვრობდა, რომელსაც სახელი და დიდება მის მიერ შექმნილმა სალათმა მოუტანა. კერძის ორიგინალური რეცეპტის საიდუმლო ლუსიენმა მიწაში წაიღო. სალათის ინგრედიენტები თითქოს ცნობილი იყო, თუმცა ორიგინალთან მიახლოება მაინც ვერავინ მოახერხა.




6. მანსარდა
არქიტექტორი ფრანსუა მანსარი თავისი საქმის ოსტატი გახლდათ, თუმცა ბუნებით უცნაური ადამიანი იყო - შეეძლო, ერთბაშად დაენგრია დასრულებული შენობა, თუ რაღაც არ მოეწონებოდა. ამ თვისების გამო მანსარს ბევრი შემკვეთი არ ჰყავდა, თუმცა ისტორიაში მაინც შევიდა, როგორც ფრანგული ბაროკოს ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელი. სწორედ მას დაებადა იდეა ქალაქელთა კომფორტული ცხოვრებისთვის სახლის სახურავზე სხვენი დაეშენებინა. ასე გაჩნდა მანსარდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?