რითი ჯობია „შლოპანცებს“ ახალი ლანჩები? - ექიმთა საგანგაშო დასკვნები

იცით თუ არა...

20 ივნისი 15:00, 2017 წელი

ვიეტნამური „შლოპანცებით“ დედამიწის ნახევარზე მეტი სარგებლობს. ბევრი ამ მსუბუქი, ღია ფეხსაცმლით ქუჩაშიც დადის. თუმცა ფირმა Nakefit-ის იტალიელმა დიზაინერმა ვიეტნამური „შლოპანცების“ ალტერნატივა გამოიგონა. როგორც Nakefit-ში ამტკიცებენ, ეს ძირსაცმელი სიარულისთვისაც კომფორტულია და ჯანმრთელობისთვისაც „შლოპანცებზე“ გაცილებით უსაფრთხო...


ძირსაცმელები, იგივე ლანჩები, შეგიძლიათ, მრავალჯერ მოიძროთ და ყოველგვარი წებოს გარეშე მიიკრათ. კომპლექტში 10 ცალი დევს და ერთი კომპლექტის ფასი 33 დოლარია.

დღეს დედამიწის ნახევარზე მეტი ვიეტნამური „შლოპანცებით“ ან მისი მსგავსი ღია ფეხსაცმლით სარგებლობს.
ისინი თითქმის ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება. ბევრი ამ მსუბუქი, ღია ფეხსაცმლით სამსახურში ან საყიდლებზეც დადის.

ამასობაში ექიმები განგაშს ტეხენ. მაგალითად, ბრიტანულმა სანიტარიულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ ყოველწლიურად, 200 000 ინგლისელი „შლოპანცებისგან“ გამოწვეულ დაავადებებზე მკურნალობს და ამაში 40 მლნ. ფუნტი სტერლინგი, ანუ თითქმის 50 მილიონი ევრო იხარჯება.

ბრიტანელ მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ „შლოპანცები“ ქალისთვის 11-სანტიმეტრიან „შპილკებზე“ საზიანოა და თავიანთ დასკვნას ამერიკელი კოლეგების გამოკვლევებით ამყარებენ, რომლებიც „შლოპანცების“ მავნებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ.

მაინც, რა არის ამ მოხერხებულ და გრილ ფეხსაცმელში ასეთი საშიში?


ამის გარკვევა ოლაბამას შტატში მდებარე ობურნის უნივერსიტეტის (Auburn University) მეცნიერებმა მოახერხეს.
მათ „შლოპანცებში“ გამოწყობილი ორივე სქესის 39 წარმომადგენელზე დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ამ ტიპის ფეხსაცმელი მკვეთრად ცვლის ადამიანის სიარულის მანერას. „შლოპანცი“ ფეხიდან რომ არ გაძვრეს ან არ გასრიალდეს, ადამიანს შედარებით მოკლე ნაბიჯებით სიარული უწევს, თან ტერფებს შიგნით აბრუნებს, რაც ტერფიდან თეძომდე, ფეხის კუნთებს უზარმაზარ დატვირთვას აძლევს.

უფრო უარესი ისაა, რომ ფეხზე „შლოპანცის“ დასამაგრებლად, ადამიანი ხშირად ფეხის დიდ თითს ხრის, რაც სახსრებისა და მყესების არაბუნებრივ დაჭიმვას იწვევს. შესაძლოა, ამის გამო ადამიანს ფეხების შეშუპება და კრუნჩხვები დაეწყოს. უკეთეს შემთხვევაში კი - ფეხების გადაღლა.

„შლოპანცების“ სასარგებლოდ მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას - ისინი ფეხებს გრილად ინახავს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექიმები გვირჩევენ, „შლოპანცებში“ რაც შეიძლება ნაკლები ვიაროთ, რაც შეეხება ძირსაცვამებს, შესაძლოა, იტალიელებმა საკუთარი გამოგონებით სეირნობა მხოლოდ პლაჟზე კი არა, ქალაქის ქუჩებშიც დაიწყონ.

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?