საკნატუნო ამბები

როცა ღირსება სიკვდილზე ძლიერია - თავმოკვეთილმა დიდებულმა 32 ნაბიჯი გადადგა!

fun time

14:00 ორშ. 16 აგვისტო, 2021 წელი

როცა ღირსება სიკვდილზე
ძლიერია - თავმოკვეთილმა
დიდებულმა 32 ნაბიჯი
გადადგა!

14
დაკოპირებულია

ეს ლამაზი ლეგენდა, რომელიც მე-14 საუკუნეში მცხოვრები გერმანელი დიდებულის ამბავს გადმოგვცემს, იმას გვიყვება, რომ შინაგანად ძლიერი და თავმოყვარე ადამიანი შეუძლებელს შეძლებს:

1336 წელს გერმანიის მეფემ ლუდვიგ IV ბავარიელმა სამეფო კარის დიდებულს დიც ფონ შაუმბურგს (diez von schaumburg) და მის ოთხ მეგობარს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებასა და არეულობის მოწყობაში დასდო ბრალი.
დიდებულებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს.

განაჩენის სისრულეში მოყვანამდე ლუდვიგ ბავარიელმა შაუმბურგს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა უკანასკნელი სურვილი.

დიდებულმა, რომელიც როგორც საკუთარ, ისე მეგობრების უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო, მეფეს წარმოუდგენელი თხოვნით მიმართა: ჩემი მეგობრები ერთმანეთისგან რვა ნაბიჯის დაშორებით, მწკრივად დააყენეთ. ჯერ მე მომკვეთეთ თავი. შემდეგ კი მე, თავმოკვეთილი, რამდენ მათგანსაც წინ ჩავუვლი, იმდენი შეიწყალეთო.

ეს რომ მოისმინა, მონარქმა გადაიხარხარა და სიკვდილმისჯილს უკანასკნელი სურვილის შესრულებას დაჰპირდა.

რამდენიმე წუთში ჯალათის მახვილმა ჰაერში გაიზუზუნა და ფონ შაუმბურგის ჭაღარა თავი მიწაზე დაგორდა, ტანი კი გასწორდა და, შეძრწუნებული მეფისა და დიდებულების თვალწინ, სიკვდილმისჯილების მიმართულებით წავიდა.

ზუსტად 32 ნაბიჯის შემდეგ, როცა თავმოკვეთილმა დიდებულმა უკანასკნელ სიკვდილმისჯილსაც ჩაუარა, სისხლისგან დაცლილი სხეული მიწაზე მოწყვეტით დაეცა.

ლუდვიგ ბავარიელმა პირობა შეასრულა და დიც ფონ შაუმბურგის ოთხივე მეგობარი გაათავისუფლა.

წყარო: steemit.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები