ადამიანები ცისფერი კანით - ისინი არსებობენ და დედამიწაზე ცხოვრობენ!

იცით თუ არა...

3 ივლისი 15:00, 2017 წელი

შეიძლება, ვიღაცამ ეს ხუმრობად მიიჩნიოს, თუმცა ამ „ხუმრობას“ ბიოლოგიური ახსნა მოეძებნება. 

ათწლეულის მანძილზე ახლო ნათესავთა შორის ქორწინებებმა გენეტიკური ანომალიები გამოიწვია, რამაც სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებ ინდიელთა კანს ცისფერი ელფერი მისცა.

ანალოგიური შედეგი ზოგიერთი დაავადების დროსაც  შეიძლება დადგეს.
მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგი და მთამსვლელი ჯონ ვესტი ჩილეს ანდებში ადამიანების პატარა ჯგუფს შეხვდა, რომლებსაც კანის ცისფერი შეფერილობა ჰქონდათ. ისინი მთაში, 6000 მეტრის სიმაღლეზე მომუშავე ადამიანები აღმოჩნდნენ, ჟანგბადის გამუდმებულ ნაკლებობაში.
როგორც გაირკვა, ამ ადამიანების ორგანიზმმა დიდი რაოდენობის ჰემოგლობინი გამოიმუშავა.
კანს ცისფერ შეფერილობას სწორედ ჰემოგლობინის გადაჭარბებული რაოდენობა აძლევს, რომელიც  სისხლში ჟანგბადის განაწილებაზეა პასუხისმგებელი.  
ცნობისთვის, ასეთ პირობებში მომუშავე ადამიანებს სხვებზე დიდი მოცულობის ფილტვები და გახშირებული სუნთქვა ახასიათებთ.

ხშირად, კანის „გაცისფრებას“ ისეთი დაავადებებიც იწვევს, როგორიცაა მეტჰემოგლობინემია და ართრიტი (ართროზი). მეტჰემოგლობინემია ეწოდება ორგანიზმის მდგომარეობას, რომლის დროსაც სისხლის უნარი - შინაგანი ორგანოები ჟანგბადით მოამარაგოს, დაქვეითებულია. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა კი კანის ფერის შეცვლას იწვევს.
მეტჰემოგლობინემია შესაძლოა, ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით ან მშობლებისგან რეცესიული გენის მემკვიდრეობით გადაცემით იყოს გამოწვეული.
კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ გაჩენილა ცნობები ცისფერი შეფერილობის კანის მქონე ოჯახების ან მთელი თემების შესახებ, რაც შეიძლება მემკვიდრეობითი მეტჰემოგლობინემიით იყო გამოწვეული.

txt1
ცისფერკანიანი ამერიკელი პოლ კარასონი კი ამ შეფერილობამდე თვითმკურნალობამ მიიყვანა.
პოლი დერმატიტის სამკურნალოდ თითქმის 15 წლის მანძილზე იღებდა კოლოიდური ვერცხლს.
მას ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევენ, თუმცა ადამიანის ორგანიზმში ვერცხლის დაგროვება იწვევს ისეთ სპეციფიკურ დაავადებას, როგორიცაა არგიროზი. დაავადების დროს იცვლება თვალის ფერი, ირღვევა ლორწოვანი გარსისა და კანის პიგმენტაცია. 
პოლ კარასონი 2013 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს შეერთებული შტატებში, ოფიციალური ფარმაკოპიის თანახმად, კოლოიდური ვერცხლის მიღება არ არის ნებადართული.



ამერიკაში, კენტუკის შტატში 1960-იან წლებში მსოფლიოში ცნობილი ცისფერკანიანი ფუგეიტების (fugates) ოჯახი ცხოვრობდა (მთავარ ფოტოზე). ისინი ფრანგი ემიგრანტის შთამომავლები იყვნენ, რომელიც იმ ადგილას 160 წლის წინათ დასახლდა.
ემიგრანტული ოჯახის წევრები ათწლეულების მანძილზე, მხოლოდ ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, რის შედეგადაც მუტირებული გენი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საბოლოოდ, შთამომავლებში ცისფერი კანის სახით იჩინა თავი.
ამ ადამიანების ორგანიზმს არ გააჩნია ფერმენტი, რომელიც სისხლის ცისფერ ცილებს წითელ ჰემოგლობინად გარდაქმნის. სწორედ ეს აძლევს მათ კანს ცისფერ შეფერილობას.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?