ოქროს აბები მდიდრებისთვის!

იცით თუ არა...

4 ივლისი 15:00, 2017 წელი

ასეთი აბები უკვე იყიდება და 3 ცალი 425 დოლარი ღირს. ამ აბების დანიშნულებისა და, ასევე, ოქროზე სხვა ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ უფრო დაწვრილებით სტატიაში მოგახსენებთ...

სხვადასხვა გათვლებით, კაცობრიობის არსებობის მანძილზე ადამიანმა 150 000-დან 200 000 ტონამდე ოქრო მოიპოვა და დაკარგა მხოლოდ ამ ოდენობის 10-15%.

უძველესი (5000 წლის) ოქროს მომპოვებელი მაღარო ქაიროს სამხრეთით, უდაბნოში მდებარეობს.

1947 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა ინგრემმა, ჰესმა და ჰაიდენმა ვერცხლისწყლის ბირთვის მიერ განივი ნეიტრონების შთანთქმის ეფექტის დასადგენად, ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც  გვერდითი ეფექტის სახით, 35 მიკრონი ოქრო დატოვა. ამგვარად, ახდა ალქიმიკოსების საუკუნოვანი ოცნება ვერცხლისწყლის ოქროდ გარდაქმნის შესახებ.
ოქრო იმდენად იშვიათი ლითონია, რომ მსოფლიოში ერთი საათის მანძილზე იმაზე მეტ ფოლადს ასხამენ, ვიდრე ოქრო ჩამოსხმულა კაცობრიობის არსებობის მანძილზე.

ოქრო მაღალი პლასტიკურობით გამოირჩევა: მისი გამოჭედვა შესაძლებელია 0,1 მიკრონის სისქეზე (ფოთლოვანი ოქრო) და ასეთი სისქის ოქრო ნახევრად გამჭვირვალეა.

ყოველწლიურად ოქროს ნაკეთობების, დაახლოებით, 15%-ის მეორადი გადამუშავება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, თქვენი ბეჭედი თუ ყელსაბამი პრეისტორიული ხანის ოქროს ნაწილაკებს შეიცავს.

გეოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენს პლანეტაზე დიდი ხანია, ოქროს შემცველი ყველა ტერიტორია აღმოჩენილია და ამ ოქროს წონა 120 000 ტონიდან 150 000 ტონამდე მერყეობს.

ოქროს ყველაზე დიდი მარაგი დედამიწის ბირთვში იმალება. დედამიწის ბირთვში მდებარე ოქროთი რომ დედამიწის ზედაპირი დავფაროთ, ოქროს ფენის სისქე ნახევარ მეტრს მიაღწევს.

ოქრო იმდენად პლასტიკური მეტალია, რომ 1-გრამიანი ოქროს ნატეხიდან შეიძლება 3 კილომეტრის სიგრძის მავთული ან ადამიანის თმის ღერზე 500-ჯერ თხელი ფოლგა დავამზადოთ.

ამასთანავე, ოქრო იმდენად მძიმეა, რომ მხოლოდ 37 სმ სიგრძისა და სიგანის მქონე ზოდი ტონას იწონის.

მსოფლიოში თვითნაბადი ოქროს ყველაზე დიდი ნატეხი 1872 წელს ავსტრალიაში აღმოაჩინეს და „ნანატრი მეგზური“ Welcome Stranger უწოდეს. დღეს ასეთი ზოდის ღირებულება ათობით მილიონი დოლარია.

თუ ოქროს ბეჭედს ან ყელსაბამს სრულწლოვანებიდან სიკვდილამდე მოუხსნელად ატარებთ, მისი წონა განახევრდება.

აღსანიშნავია, რომ ადამიანები, რომლებიც ოქროსთან მუშაობენ ან ინახავენ, ოქროს უმცირესი ნაწილაკების მატარებლები არიან. ოქროს უმცირესი ნაწილაკები ადამიანის კანზე, ტანსაცმელზე და ოთახში არსებულ ნივთებზე იდებს ბინას. ოქროსთან მომუშავე ადამიანის ტანსაცმელი რომ დაწვათ, ფერფლში უმცირესი ზომის ოქროს ნაწილაკებს აღმოაჩენთ.

ოქროზე პრაქტიკულად შეუძლებელია ქიმიური ზემოქმედება. მისი გალღობა მხოლოდ კონცენტრირებული მჟავების სპეციალურ ნაერთში ან ციანიდის კალიუმისა და ნატრიუმის ტუტე ნაერთებშია შესაძლებელი.

სუფთა,  999 სინჯის ოქრო იმდენად რბილია, რომ მისგან დამზადებული სამკაულები ფორმას ვერ ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, საიუველირო ნაკეთობებს ოქროს სხვა მეტალებთან შერევის მეთოდით ამზადებენ. ოქროს სინჯს ნაერთში ოქროს შემცველობა განსაზღვრავს. მაგალითად, 585 სინჯის ოქროს 1 გრამში 0,585 მგ. ოქრო შედის.

ახლახან გამოუშვეს სპეციალური ოქროს აბები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძვირფასი მეტალით საკუთარი ფეკალიების გაკეთილშობილება სურთ. თითოეულ შეფუთვაში 2 სმ-ის სიგრძის 3 ყვითელი კაფსულაა და $425 ღირს. ერთი კაფსულის მიღება საკმარისია, რომ ფეკალიებმა ოქროს ფერი მიიღოს.

დღეისთვის მსოფლიოში ოქროს საბანკო მარაგი 32 000 ტონას შეადგენს. ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკაში ინახება (8,1 ათასი ტონა), მას მოჰყვება გერმანია (3,4 ათასი ტონა) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (2,8 ათასი ტონა)

 

 

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?