საროსკიპო ტყვეებისთვის - უცნობი ფაქტები საკონცენტრაციო ბანაკებიდან

იცით თუ არა...

8 ივლისი 15:00, 2017 წელი

ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში არსებობდა საროსკიპოები, სადაც მეძავებად ძირითადად გერმანელი, რუსი, ებრაელი და პოლონელი ქალები ჰყავდათ. მათი მომსახურებით არა მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობა, არამედ ტყვეებიც სარგებლობდნენ... 

ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში არსებობდა საროსკიპოები, რომლითაც არა მხოლოდ გერმანელი სამხედროები, ტყვეებიც სარგებლობდნენ. გერმანელებს საკონცენტრაციო ბანაკებში ბორდელების გახსნის იდეა 1942 წელს გაუჩნდათ, როცა შენიშნეს, რომ ტყვეების მუშაობაში პროდუქტიულობამ იკლო. ტყვეების მოტივირების მიზნით, რაიხსფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა ბორდელის გაკეთება მოიფიქრა.

თავდაპირველად, ტყვეების ბორდელისთვის ქალებს რავენსბრიუკის ბანაკიდან არჩევდნენ. ისინი, ძირითადად, გერმანელი მეძავები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით, მათ რუსი, ებრაელი და პოლონელი ქალებიც შეუერთდნენ.

ქალებს ბორდელში მუშაობას არავინ აიძულებდა. მათ, უბრალოდ, ჰპირდებოდნენ, რომ სხვა სამუშაოთი ნაკლებად დატვირთავდნენ და საკვებითა და სამედიცინო დახმარებით სხვებზე მეტად უზრუნველყოფდნენ.
ბორდელში 6-თვიანი მუშაობის შემდეგ კი საკონცენტრაციო ბანაკიდან საერთოდ გაათავისუფლებდნენ.

ნაცისტები ზრუნავდნენ, რომ ბორდელისთვის შერჩეული ქალები ჯანმრთელები და ენერგიულები ყოფილიყვნენ.  
სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ქალებს კარგად კვებავდნენ.
ბორდელში მამაკაცებს 15-წუთიანი ზედაპირული დათვალიერების შემდეგ უშვებდნენ. არავითარი ეროტიკა - მხოლოდ სქესობრივი აქტი მისიონერულ პოზაში.

ბორდელში მოსახვედრად ტყვეს ბანაკის ხელმძღვანელობის სახელზე განცხადება უნდა დაეწერა და 2 მარკა გადაეხადა. შესაბამისად, ისტორიკოსების ვარაუდით, ბორდელში ტყვეების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდებოდა - მხოლოდ ისინი, ვისაც ფულის გადახდის საშუალება ჰქონდა.

საკონცენტრაციო ბანაკებში ბორდელების არსებობის შესახებ, ოფიციალურად, მხოლოდ 1990-იან წლებში გახდა ცნობილი. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ფაშისტურ ბორდელებში ასობით ქალი მუშაობდა. მათთვის პარტნიორის თავისუფალ არჩევაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ყველა მათგანმა საკონცენტრაციო ბანაკი ცოცხალმა დატოვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?