ბაზერმანის ეფექტი - სიძუნწე ადამიანს აღარიბებს!

იცით თუ არა...

11 ივლისი 15:00, 2017 წელი

ამის საჩვენებლად ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორი მაქს ბაზერმანი თავის მაგისტრანტებს უცნაურ თამაშ-აუქციონს უტარებს: ის ახალგაზრდებს 20-დოლარიანს აჩვენებს და ეუბნება, რომ მისცემს მას, ვინც ფულში ყველაზე მეტს გადაიხდის, თუმცა... 

ბაზერმანის თამაშ-აუქციონს ერთი აუცილებელი პირობა აქვს - გამარჯვებული 20-დოლარიანს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულმა კი ის თანხა, რომლის გადახდასაც 20-დოლარიან კუპიურაში აპირებდა, პროფესორს უნდა მისცეს...

მაგალითად, თუ პირველ ადგილზე გასულმა, $16 ბიჯით აუქციონი მოიგო, მეორე ადგილზე მყოფი, რომელიც $15-ის გადახდას აპირებდა, ვალდებულია, ეს ფული პროფესორს მისცეს.
აუქციონის საწყისი ფასი $1-ია და ბიჯის დამატებით, $16-მდე ადის. ამ მომენტისთვის ბევრი სტუდენტი აუქციონს ტოვებს და მხოლოდ ორი, ყველაზე მაღალი ლოტების მფლობელი რჩება.

აუქციონი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ადის 20 დოლარამდე. გასაგებია, რომ ფულის მოგება უკვე შეუძლებელია, მაგრამ წაგებაც არავის სურს, რადგან წაგებული არათუ არაფერს იღებს, იძულებულია, ბოლოს დასახელებული თანხაც პროფესორს გადაუხადოს.

როგორც კი აუქციონი 21-დოლარიან ზღვარს სცდება, აუდიტორიაში გამაყრუებელი სიცილი ისმის. მაგისტრანტები, რომლებსაც თავი ყველაზე ჭკვიანებად მიაჩნდათ, ხვდებიან, რომ ფულში მის ნომინალურ ღირებულებაზე მეტის გადახდა უწევთ.

ყველაფრის მიუხედავად, აუქციონი გრძელდება და 50 დოლარამდე ადის, შემდეგ ასამდე და ზოგჯერ უფრო ზემოთაც კი. ერთხელ, ბაზერმანმა 20 დოლარის 204 დოლარად გაყიდვა მოახერხა და თავისი პედაგოგიური კარიერის მანძილზე, ერთგვარი რეკორდი დაამყარა.  

ცნობისთვის, იმავე ხრიკს პროფესორი მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერების ტრენინგებზეც იყენებს და 20-დოლარიან კუპიურას ყოველთვის ნომინალზე მეტად ყიდის.
საბოლოოდ, ეს თანხა ქველმოქმედებაზე იხარჯება, მაგრამ საინტერესოა, რატომ იხდიან ადამიანები 20 დოლარში ოც დოლარზე მეტს და რის დამტკიცებას ცდილობს ამით პროფესორი?

როგორც გაირკვა, ადამიანს, განსაკუთრებით - ბიზნესში მყოფს, აქვს ერთი სისუსტე - დაკარგვის შიში. მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ადამიანები არარაციონალურად და არაადეკვატურადაც კი იქცევიან, როცა ფულის დაკარგვის საფრთხე ელით.

თავიდან ყველა მაგისტრანტს ეგონა, რომ ლანჩისთვის მუქთა ფულს იშოვიდა, მაგრამ, როგორც კი ვაჭრობა $16-მდე აღწევდა, ხვდებოდნენ, რომ მუქთა ფულის დევნაში საკუთარს კარგავდნენ და შეთავაზებულ ფასს ზრდიდნენ.
21 დოლარამდე მისვლისას, აუქციონის ორივე მონაწილე დაზარალებულია, მაგრამ ვიღაც მხოლოდ ერთ დოლარს კარგავს, ვიღაც კი - ოცს. დანაკარგის შესამცირებლად, ორივე მონაწილე ცდილობს, აუქციონის გამარჯვებული გახდეს, თუმცა, ამასობაში უფრო და უფრო მეტ ფულს კარგავს, სანამ ისეთ ზღვრამდე მივა, რომლის მიღმაც თამაშის გაგრძელებას უვე აზრი აღარ აქვს. ამგვარად, 20 დოლარის შოვნის სურვილი ზარალით სრულდება.

სხვათა შორის, საფონდო ბირჟებიდან და კაზინოებიდან მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ ბაზერმანის ფენომენი ცხოვრებაშიც აქტიურად მოქმედებს. ადამიანი, რომელიც ფულს კარგავს, შეჩერების ნაცვლად, დაკარგულის დაბრუნებას ცდილობს და ორჯერ და სამჯერ მეტს ზარალობს.
ასე რომ, გაითვალისწინეთ ებრაელი პროფესორის გაკვეთილი და გახსოვდეთ, რომ სიძუნწე აღარიბებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?