დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, სადაც წვიმის დროს სამსახურის გაცდენა შეიძლება

იცით თუ არა...

13 ივლისი 15:00, 2017 წელი

საინტერესო ფაქტები წვიმის შესახებ...

ქვეყანა, სადაც წვიმა სამსახურის გაცდენის საპატიო მიზეზია, პორტუგალიაა.

რადიოში ამინდის პროგნოზის გამოცხადება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთი ამერიკული რადიოსადგურის მფლობელი კოკისპირულ წვიმაში მოყვა და როგორც კი სამსახურამდე მიაღწია, თავის რადიოგადაცემებში ამინდის პროგნოზის რუბრიკა ჩასვა.

ხრიოკ ბოტსვანაში წვიმას აღმერთებენ. აქ ადამიანები ერთმანეთს „პულათი“ ესალმებიან, რაც წვიმას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, რომ ბოტსვანას ეროვნულ ვალუტასაც კი წვიმა ჰქვია.

ბრაზილიის ქალაქ პარას მცხოვრებლები წვიმის დაწყებისას საათებს ასწორებენ, რადგან ის ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მოდის.

უგანდის მოსახლეობისთვის ელვა და ჭექა-ქუხილი ლამის ყოველდღიური მოვლენაა - ამ ქვეყანაში წვიმა და სეტყვა წელიწადში 250-ჯერ მოდის.

სან-ფრანცისკოს მეტეოსადგურები წვიმის პროგნოზს ვარაუდით აცხადებენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, 10 ადგილობრივი მეტეოსადგური კენჭისყრას ატარებს და რომელ პროგნოზსაც მეტი ხმა ექნება, მსმენელსაც იმ ინფორმაციას აწვდის.

აი, მე-17 საუკუნის დიდ ბრიტანეთში კი ამინდის პროგნოზში დაშვებული შეცდომებისა და უზუსტობების გამო სინოპტიკოსს სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა.

თურმე, ადამიანი შეიძლება კოკისპირული წვიმიდანაც მშრალი გამოვიდეს, თუ უდაბნოშია - ცხელი ჰაერის ზემოქმედების შედეგად, წვიმის წვეთები მიწამდე ვერ აღწევს და ჰაერში ორთქლდება.

წვიმის წვეთის მჟავიანობის ფორმულა ასე გამოიყურება - ph 5,6. თუ მჟავიანობა მეტია, ნალექს მჟავე წვიმას ეძახიან. Ph 5,5 დონის წვიმის დროს იღუპებიან ბაქტერიები, ხოლო 4,5 წვიმის დროს - მწერები, ამფიბიები და თევზები.

ბევრმა არ იცის, რომ წვიმაზე გამოცხადებული ყველა პროგნოზი გარკვეულ შინაარსს ატარებს. მაგალითად, „ხანმოკლე წვიმა“ გულისხმობს, რომ წვიმის ხანგრძლივობა სამ საათზე ნაკლები იქნება. „მოსალოდნელია წვიმა“ ნიშნავს, რომ წვიმა ნახევარ დღეზე მეტხანს გაგრძელდება. „მნიშვნელოვანი ნალექის გარეშე“ სულაც არ ნიშნავს, რომ უნალექო ამინდი გელით, უბრალოდ, კვადრატულ მეტრზე 0,3 ლიტრზე მეტი ნალექი არ მოვა.

ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ უაინსბერგში ყოველი წლის 29 ივლისს განუწყვეტლად წვიმს და ეს უკვე ას წელზე მეტია, გრძელდება.

დაახლოებით, ასი მილიონიდან ერთი ადამიანი წვიმაზე ალერგიით იტანჯება. მათ წვიმის წვეთის მოხვედრისას კანი უწითლდებათ და სისხლჩაქცევები უჩნდებათ. სამწუხაროდ, ამ ტიპის ალერგიის მქონე ადამიანების წვიმაში მოხვედრა შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს.

დედამიწის ყველაზე წვიმიან რეგიონებში ზამთარში წყლის ნაკლებობაა. წვიმის სეზონის შემდეგ ასეთ რეგიონებში ისეთი მშრალი ზამთარი დგება, რომ ადამიანებს სასმელი წყლის შეძენა სხვა ქალაქებში უწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?