როგორ შეიქმნა ხსნადი ყავა?

იცით თუ არა...

26 ივლისი 15:00, 2017 წელი

პირველი მცდელობა ახალზელანდიელ დევიდ სტრენგს ჰქონდა, რომელმაც 1890 წელს გამოგონებისთვის პატენტიც კი მიიღო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა ხსნადი ყავის სერიული წარმოებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. „ყავის რევოლუცია“ მხოლოდ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო...

ხსნადი ყავის გამოგონების მიზეზი ბრაზილიელი ყავის პლანტატორების მძიმე მდგომარეობა გახდა. ყავის უჩვეულოდ დიდი მოსავლის გამო, პროდუქციის ფასი მკვეთრად დაეცა. ყავის გამყიდველები პანიკაში იყვნენ, რადგან არ იცოდნენ, უზარმაზარი რაოდენობის ყავა სად წაეღოთ.

სათანადო ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო, ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ყავა იკარგებოდა. ყავის მარცვლების ხანგრძლივი დროით შენახვა დამატებით პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ბრაზილიური ყავის ინსტიტუტმა დახმარებისთვის კომპანია „NESTLE“-ს სპეციალისტებს მიმართა.

ინსტიტუტის ხელმძღვანელობა „NESTLE“-ს მმართველებს, ფაქტობრივად, ემუდარებოდა, რომ ყავის ხანგრძლივი დროით შენახვისა და ინდუსტრიული დამუშავების მეთოდი მოეფიქრებინათ.

„NESTLE“-ს თანამშრომელი მაქს მორგენტალერი, რომელიც მანამდე ხსნადი ყავის რეცეპტზე მუშაობდა, პროექტით დაინტერესდა, რადგან ჩანაფიქრის განხორციელების უნიკალური შანსი მიეცა.  
სპეციალისტს წინ ბევრი პრობლემა ელოდა, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობამ ამ  „უპერსპექტივო“ პროექტის მიმართ ინტერესი დაკარგა და სამუშაოების დასრულების ბრძანება გასცა.

მაქსი იძულებული იყო, ხსნადი ყავის რეცეპტზე ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ დროს ეფიქრა და ყავის მარცვლები საკუთარი ფულით შეეძინა.
ორწლიანი მუშაობის შემდეგ მორგენტალერის მცდელობამ ფანტასტიკური შედეგი გამოიღო.
1938 წლის 1-ელ აპრილს მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა უჩვეულო სასმელი, რომელსაც სიტყვების „NESTLE“-სა და „CAFE“-ს შერწყმის შედეგად, „NESKAFE“ დაარქვეს.

ხსნად ყავას შვეიცარიის პატარა ქალაქ ორბში აწარმოებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ხსნად ყავაზე უზარმაზარი მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ადვილი შესანახი და საველე პირობებშიც კი მარტივად მოსამზადებელი იყო.

ომის შემდეგ ხსნადი ყავა ახალგაზრდებში, რომლებსაც სასმელის დაბალი ფასი იზიდავდა, განსაკუთრებით პოპულარული  გახდა, თუმცა ყავის ნამდვილ გურმანებს ხსნადი ყავის შეყვარებისთვის დიდი დრო დაჭირდათ. მათ მიაჩნდათ, რომ ახალი სასმელი გემოთი და არომატით ყავის მარცვლებისგან მომზადებულ სასმელს ბევრად ჩამოუვარდებოდა.

სწორედ ამ პერიოდში კომპანია „NESTLE“-მ ხსნადი ყავის სარეკლამო კამპანია წამოიწყო და ამ საქმეში უზარმაზარი ფული ჩადო. მაღაზიები ყავის შეფუთვაზე არსებულ სტიკერებს ფასიან პრიზებში, მაგალითად, სახელგანთქმულ „NESTLE“-ს წითელ ჭიქებსა და სუვენირებში ცვლიდნენ.

სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანიისა და ხსნადი ყავის განუმეორებელი გემოს წყალობით, მაქს მორგენტალერის რეცეპტით დამზადებულ ყავას დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი სიამოვნებით მიირთმევს.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?