ბებიები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს

იცით თუ არა...

4 აგვისტო 15:00, 2017 წელი

ბებიები დედამიწის ზურგზე ყველაზე მოსიყვარულე არსებები არიან. ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება მათი მონახულება, მაგრამ ისინი გვპატიობენ, გვიმზადებენ გემრიელ კერძებს, გვიცხობენ საყვარელ ნამცხვრებს, პენსიიდან დაზოგილ ფულსაც გვიკუჭავენ ჯიბეში... მაგრამ ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ბებიას საკუთარი თვისებებით მსოფლიოს გაოცება შეუძლია.

1. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბებია დაღესტნელი ქალბატონი - 76 წლის საკინატ ხანაპიევა გახლავთ. საკინატ ბებიას შეუძლია, 50 მმ დიამეტრის მქონე რკინის ნაჭერი შიშველი ხელებით დაგრიხოს, მძიმე ჰანტელები ჰაერში ბურთებივით ათამაშოს, ლურსმნებჩარჭობილ ფიცრებზე დაიძინოს და სქელი რვეული ხელსახოცივით მსუბუქად გახიოს. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ქალბატონს შესანიშნავი მეხსიერება აქვს, უყვარს ლექსების კითხვა და თავადაც წერს. საკინატ ბებია მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ძლიერი ქალი გახლავთ. ის არასოდეს ავადმყოფობს, არ სვამს წამლებს და ექიმის დახმარება არასოდეს დასჭირვებია. როგორც ყველა დაღესტნელი ქალი, საოჯახო მეურნეობას ეწევა და ბაღ-ბოსტანს უვლის. მას ცხრა შვილი ჰყავს, რომლებიც ქმრის ავადმყოფობის გამო, თითქმის მარტომ გაზარდა. მსოფლიოში უძლიერეს ბებიას შვილებიც გამორჩეული ჰყავს. მისი ერთი-ერთი ვაჟი ომარ ხანაპიევი ცნობილი ძალოსანია, რომელიც უძლიერესი ყბების წყალობით, „გინესის რეკორდების წიგნში“ მოხვდა. მას შეუძლია, კბილებით მატარებელი, თვითმფრინავი და გემი ადგილიდან დაძრას. მის ანგარიშზე 35 მსოფლიო რეკორდია.




2. „გინესის რეკორდების წიგნის“ თანახმად, ყველაზე ახალგაზრდა ბებია რუმინეთში მცხოვრები ბოშა ქალი რიფკა სტანესკუა, რომელმაც ბებიის სტატუსი 23 წლის ასაკში მიიღო. რიფკა 2 წლის იყო, როცა 5 წლის ბიჭუნაზე დანიშნეს, თუმცა 11 წლის ასაკში თავისი მომავალი ქმარი - 13 წლის იონელ სტანესკუ შეუყვარდა და მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, ცოლად გაჰყვა. ბოშათა კულტურაში ქალწულობას უდიდეს მნიშვნელობას აქცევენ, ამიტომ იონელთან ღამის გატარების შემდეგ ბავშვობისდროინდელი ნიშნობა ჩაიშალა. 12 წლის რიფკა უკვე გოგონას - მარიას დედა იყო. ერთი წლის შემდეგ რიფკას ვაჟიც შეეძინა. როგორც კი მარია წამოიზარდა, გადაწყვიტა, მაგალითი დედისგან აეღო. გოგონა 11 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და 12 წლისას ვაჟი შეეძინა. ნაადრევი ქორწინების გამო, რაც ბოშებში ჩვეულებრივი ამბავია, მარიას სკოლა არ დაუმთავრებია. ოჯახი ბოშათა დასახლებაში ცხოვრობს.

3. იმავე „გინესის რეკორდების წიგნის“ მიხედვით, პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ბებიად ოფიციალურად აღიარებულია ფრანგი ქალბატონი ჟანა ლუიზა კალმანი, რომელიც 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი პირადად იცნობდა ვან გოგს და ორ მსოფლიო ომს მოესწრო.


 


 




4. რუსულ ფოლკლორულ ჯგუფს „ბურანოველი ბებიები“ თამამად შეიძლება ყველაზე ხანდაზმული ადამიანების მუსიკალური ჯგუფი ვუწოდოთ. ჯგუფმა, რომლის ყველაზე ხანდაზმული წევრი 78 წლისაა, რამდენიმე წლის წინათ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.


 


 


 




5. მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბებიად აღიარეს 47 წლის სერბი ქალბატონი ჟაკლინა. ქალს ერთი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს, თუმცა მოდის უკანასკნელ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება და ამბობს, რომ მოდა ის ინსტრუმენტია, რომელიც მუდმივად ტონუსში ამყოფებს. მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბებიას insagram-ზე საკუთარი ბლოგი და 165 000 ხელმომწერი ჰყავს, რომლებსაც მოდის ახალ ტენდენციებს აცნობს. ჟაკლინ ბებია დარწმუნებულია, რომ ქალს ასაკი კი არა, სტილი ალამაზებს. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?