ადამიანი, რომელიც „გინესის რეკორდის“ დამყარებისას გარდაიცვალა

იცით თუ არა...

9 აგვისტო 15:00, 2017 წელი

დიმიტრი ბუტაკოვი საკუთარ თავს „იმუნიტეტის მბრძანებელს“ უწოდებდა. მან ცხოვრების მანძილზე ათობით ლიტრი აცეტონი, სამუხრუჭე სითხე, ტყვია, მჟავა, ბენზინი და ციანიდიც კი დალია და „დესერტად“ უამრავი შხამიანი სოკო დააყოლა, თუმცა... 

თავისი ცხოვრების მანძილზე დიმიტრი ბუტაკოვმა ათობით ლიტრი აცეტონი, სამუხრუჭე სითხე, ტყვია, მჟავა, ბენზინი, სხვადასხვა სახის გამხსნელი და ციანიდიც კი დალია და „დესერტად“ უამრავი შხამიანი სოკო დააყოლა.
„შხამების დეგუსტატორი“ იხსენებდა, რომ საკუთარ თავში უნიკალური შესაძლებლობები მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მაღალი ძაბვის დენმა დაარტყა და კლინიკური სიკვდილის შემდეგ, სხვა განზომილებაში მოხვდა. ამის შემდეგ ბუტაკოვმა საკუთარი გამძლეობის გამოცდა დაიწყო: სრულიად შიშველი საათობით იჯდა ყინვაში და სრულ სიმძლავრეზე ჩართული რენტგენის კარადაში, შხამიან გველებს კბენის საშუალებას აძლევდა, ტელეკამერების წინ ანტიფრიზს სვამდა და სიცოცხლისთვის საშიშ შხამიან სოკოებს მიირთმევდა.

ტოქსიკოლოგები ამტკიცებდნენ, რომ დიმიტრი ბუტაკოვზე შხამი არ მოქმედებდა და ამას ანალიზებით ადასტურებდნენ.

ერთ-ერთი შოუს მიმდინარეობისას, ბუტაკოვმა გერმანელი ჟურნალისტების თვალწინ, მთელი ლიტრი გამხსნელი დალია, შხამიანი სოკო დააყოლა და საავადმყოფოში ანალიზების ჩასაბარებლად წავიდა. ტოქსიკოლოგებმა ჟურნალისტებს ანალიზების გამაოგნებელი შედეგები ამცნეს: სისხლში შხამის სასიკვდილო დოზა იყო, მაგრამ ორგანიზმის უჯრედებს არ მიეწოდებოდა.

ამის შემდეგ ლიპეცკელმა „შხამების დეგუსტატორმა“ თავისი შესაძლებლობების „გინესის რეკორდების წიგნის“ ექსპერტების წინაშე დემონსტრირება გადაწყვიტა.
თავისი დაბადების დღიდან - 12 მარტიდან მოყოლებული, შვიდი თვის განმავლობაში, ბუტაკოვი შხამის სასიკვდილო დოზებს ყოველდღიურად იღებდა: ყოველი თვის პირველ კვირას - 2-3 შხამიანი სოკო, მეორე კვირას - ანტიფრიზის სასიკვდილო დოზა, მესამე კვირას - აცეტონისა და ელექტროლიტების ხსნარი, მეოთხე კვირას - ციანიდი და შხამიანი გველების კბენა. მარათონის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმებოდა.

საფინალო დღეს ბუტაკოვი ყველა შხამის ერთ სასიკვდილო კოქტეილში შერევას და დალევას აპირებდა.
„ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ შხამის საწინააღმდეგო საშუალებებს ვიღებ, თანახმა ვარ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩემი ყოველი ნაბიჯი, ტუალეტში შესვლაც კი გააკონტროლონ“, - განაცხადა „შხამების დეგუსტატორმა“.

„სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ანომალიური მოვლენაა... სავარაუდოდ, ამ ადამიანს რაღაც ფსიქიკური დარღვევა აქვს და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ტყუილს ჰგავს“, - განაცხადა ტოქსიკოლოგმა ტატიანა ფიოდორენკომ.

დიმიტრი ბუტაკოვი 2004 წელს, „გინესის რეკორდების წიგნში“ მოსახვედრად მოწყობილი შოუს დროს ტელეკამერების წინ გარდაიცვალა. „შხამების დეგუსტატორმა“ ერთი ჭიქა ანტიფრიზის დალევის შემდეგ, ცოტაოდენი „პეპსი-კოლა“ მოსვა და განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა და მწვავე მოწამვლისგან გარდაიცვალა.


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?