სად და რა პოზაში არ უნდა გადაიღოთ ფოტო?!

იცით თუ არა...

10 აგვისტო 15:00, 2017 წელი

ძველად სჯეროდათ, რომ ფოტოსურათი ადამიანის სასიცოცხლო ძალას იპარავს. დღეს არ დავიწყებთ მსჯელობას იმაზე, მართალია თუ არა ეს. უბრალოდ, ინფორმაციისთვის მიიღეთ ეს რჩევები, რომელთა გათვალისწინება დიდ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს.

1. მძინარე ადამიანი - მძინარე ადამიანის ენერგეტიკული ველი დაუცველია. შესაბამისად, თუ ექსტრასენსი ან მაგი ფოტოზე მჩხიბავობას აპირებს, აუცილებლად იმ კადრს გამოიყენებს, რომელზეც პოტენციურ მსხვერპლს სძინავს.

2. ფოტო სარკეში - ითვლება, რომ სარკე „ისრუტავს“ იმ ადამიანის ენერგეტიკას, ვინც მასში იხედება. თუ ეს ნეგატიური ენერგეტიკაა, აუცილებლად ფოტოზე დარჩება. ეს განსაკუთრებით მრავალწლიანი ისტორიის მქონე და გარდაცვლილი ადამიანების სარკეებს ეხება.

3. ფოტო სასაფლაოზე - არასოდეს გადაიღოთ ფოტო სასაფლაოზე, რადგან ამბობენ, რომ შეიძლება ამან მძიმე და ზოგჯერ განუკურნებელი დაავადება გამოიწვიოს.

4. ავადმყოფი ადამიანების ფოტო - არსებობს რწმენა, რომ ავადმყოფი ადამიანისთვის ფოტოს გადაღებამ შეიძლება მისი მდგომარეობა დაამძიმოს.

5. ბავშვების ფოტოები, რომლებსაც ერთი წელი არ შესრულებიათ - პატარებისთვის ფოტოების გადაღების შემთხვევაში, ორი მთავარი წესი უნდა დაიცვათ: რაც შეიძლება ცოტა ფოტო უნდა გადაიღოთ და რაც მთავარია, არ აჩვენოთ ეს ფოტოები უცხო ადამიანებს. ბუნებრივია, მათი სოციალურ ქსელში განთავსება დაუშვებელია. ექსტრასენსების თქმით, ასეთ ასაკში ბავშვი განსაკუთრებით დაუცველია უცხო ენერგეტიკის მავნე გავლენისგან.

6. ფოტო მიტოვებული შენობების ფონზე - მიიჩნევენ, რომ ასეთი ფოტოები ადამიანს სასიცოცხლო ძალას ართმევს, ვინაიდან მიტოვებული შენობების უარყოფით ენერგეტიკას შეუძლია ფოტოდან ადამიანზე გადავიდეს.

7. საათთან გადაღებული ფოტო - არასოდეს დადოთ ცოცხალი ადამიანების ფოტო საათის ქვეშ. ეს ცუდის მანიშნებელია და მიიჩნევენ, რომ ადამიანის სიცოცხლეს ამოკლებს.

8. ერთ ოთახში ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების ფოტოების განთავსება დაუშვებელია. ეს მხოლოდ ენერგეტიკის და შესაბამისად, ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. ასე რომ, გარდაცვლილ ადამიანებთან გადაღებული ფოტოები ალბომებში მოათავსეთ და მხოლოდ თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად დაათვალიერეთ.

9. არასოდეს გააფუჭოთ ფოტოსურათი - თუნდაც ძალიან არ მოგწონდეთ, ფოტო არასოდეს დახიოთ, არ დაწვათ და წყალს არ გაატანოთ. ექსტრასენსები ამტკიცებენ, რომ ეს ჯადოს გაკეთების ყველაზე მარტივი მეთოდია.

ზემოთქმულს შეგიძლიათ დაუჯეროთ, შეგიძლიათ - არა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გახსოვდეთ, რომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?