პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ 25 წლის ადგილობრივმა სტუდენტმა რეზა პარასტეშმა ლიონელ მესისთან საოცარი მსგავსებით ისარგებლა და ვარსკვლავის როლი მოირგო. მსგავსება იმდენად შთამბეჭდავია, რომ პარასტეში მალე მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა და მასთან მოდის რამდენიმე სააგენტომაც კი გააფორმა ხელშეკრულება. წარმატებით ფრთაშესხმულმა „ირანელმა მესიმ“ სერიოზულად დაიწყო თავისი საფეხბურთო უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.