იცით თუ არა

უხეში შეცდომა, რომელსაც საბჭოთა კავშირის გერბზე 14 წელი ვერ ამჩნევდნენ!

fun time

12:23 შაბ. 2 ოქტომბერი, 2021 წელი

შეცდომა საბჭოთა გერბზე

14
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირის გერბის მთავარი ელემენტები - ნამგალი და ურო კომუნისტური იდეოლოგიის სიმბოლოებად მიიჩნეოდა და მთელ მსოფლიოში ცნობილი გახლდათ, სწორედ ამიტომ დაუჯერებელია, რომ ეს უხეში შეცდომა ვერავინ შენიშნა...

უფროსი თაობის ადამიანებს ეს სიმბოლოები ათასჯერ აქვთ ნანახი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ 1923 წლის 6 ივლისს დამტკიცებულ, საბჭოთა კავშირის პირველ გერბში უხეში შეცდომა გაიპარა.

საქმე ის გახლავთ, რომ გერბის პირველ ვარიანტში ნამგლის ტარი თავდაყირაა გამოსახული. სინამდვილეში, ნამდვილ ნამგალს ტარის მსხვილი ნაწილი ქვემოთ აქვს მოქცეული, რადგან ასე სამუშაოდ უფრო მოსახერხებელია და არა ისე, როგორც გერბზეა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეცდომა არავის შეუმჩნევია, ამიტომ გერბი ისე მიიღეს, როგორც პირველ სურათზე ხედავთ. სწორედ ასე იყო გამოსახული სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საბუთებზე, ფულისა თუ სამკერდე ნიშნებზე.

შეცდომა მხოლოდ 14 წლის შემდეგ, 1937 წელს შენიშნეს, როცა გერბის ახალი ვარიანტი შეიმუშავეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი