ცნობილი ადამიანები, რომლებიც სულელურად დაიღუპნენ

იცით თუ არა...

11 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

ზოგიერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გმირი ისეთ წარმოუდგენელ სიტუაციაში იღუპება, რომ სრულიად სამართლიანად სცენარისტების ფანტაზიის დაცინვას ვიწყებთ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში უარესებიც ხდება...

ბრენდონ ლი - მსახიობი, ბრიუს ლის შვილი



ბრენდონ ლისთვის ჰოლივუდში დამკვიდრება იოლი არ ყოფილა. თავდაპირველად, მას მხოლოდ სახელგანთქმული ბრიუს ლის შვილად აღიქვამდნენ. დიდი შრომის შედეგად, დიდება მასთანაც მოვიდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოუსწორებელი რამ მოხდა. 1993 წელს, „ყორანის“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დროს, მსახიობმა მაილ მასიმ, რომელიც მთავარი გმირის მტრის როლს ასრულებდა, ბრენდონს რევოლვერიდან ესროლა. სამწუხაროდ, ვერავინ შენიშნა, რომ იარაღის ლულას მაყუჩი ეკეთა, რომელიც გასროლის დროს მოძვრა და მსახიობს მუცელში მოხვდა. შინაგანი სისხლდენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ექიმებმა ბრენდონის გადარჩენა ვერ შეძლეს.


ესქილე - ევროპული ტრაგედიის მამად წოდებული ძველი ბერძენი დრამატურგი



ესქილე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენამდე მოღწეული წყაროების თანახმად, ამის მიზეზი კუ გახდა. როგორც ირკვევა, არწივმა კუს ხორცის დაგემოვნება გადაწყვიტა და მისი რკინასავით მაგარი ბაკანი რომ გაეტეხა, დიდი სიმაღლიდან ჩამოაგდო. საუბედუროდ, კუ ესქილეს თავზე დაეცა.


ალან პინკერტონი



მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამომძიებელ ალან პინკერტონის განსაკუთრებული სამძებრო ნიჭი საქვეყნოდ იყო ცნობილი. მას ბრწყინვალედ შეეძლო დანაშაულის გახსნა და დამნაშავის აღმოჩენა. ერთხელ ქუჩაში სეირნობისას, ბატონმა პინკერტონმა წაიფორხილა და ენის წვერი მოიკვნიტა. ეს თითქოს უმნიშვნელო ჭრილობა გახდა განგრენის მიზეზი, რომელმაც სახელოვანი გამომძიებელი შეიწირა.


აისედორა დუნკანი



ამერიკელ მოცეკვავეს აისედორა დუნკანს პუბლიკის წინაშე ეფექტური გამოჩენა და ასევე, ეფექტური დამშვიდობება უყვარდა. 1927 წლის 14 სექტემბერს ის ნიცაში იმყოფებოდა და ქალაქში გასეირნებისთვის ემზადებოდა. ქალმა თავისი საყვარელი წითელი შარფი ყელზე მოიხვია, ავტომობილში ჩაჯდა და თაყვანისმცემლებს ხმამაღლა დაუძახა: „მშვიდობით მეგობრებო, მე დიდებასთან მივდივარ!“ უეცრად, შარფის ბოლო დაძრული ავტომობილის საბურავმა ჩაიხვია და დიდებისკენ მიმავალი ქალბატონი სიცოცხლეს გამოასალმა.


ჰარი ჰუდინი - ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი



ერთხელ, სახელგანთქმულ ილუზიონისტს სამი სტუდენტი მიუახლოვდა. ერთ-ერთმა ჰუდინის ცნობილი „ფოლადის პრესის“ შემოწმების მიზნით, ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისთვის მუცელში ჩაერტყა. ჰუდინის, რომელიც ამ დროს სხვა რამეზე ფიქრობდა, კითხვა არ გაუგია, თუმცა თავი მექანიკურად დააქნია, ამიტომ მუცლის არეში უძლიერეს დარტყმას მოუმზადებელი შეხვდა. ამის შემდეგ, პრესი დაჭიმა და კიდევ ორი დარტყმა მომზადებულმა მიიღო. სტუდენტები კმაყოფილები წავიდნენ, თუმცა ილუზიონისტისთვის პირველი დარტყმა საბედისწერო აღმოჩნდა. ჰუდინის ბრმა ნაწლავი გაუსკდა, რამაც პერიტონიტი გამოიწვია და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.


ანატოლი რომაშინი



საბჭოთა მსახიობი ანატოლი რომაშინი გარდაცვალების დღეს საკუთარ აგარაკზე იმყოფებოდა და ფიჭვის ხეს ჭრიდა. სამწუხაროდ, მან არასწორად გამოთვალა ხის დაცემის ტრაექტორია და უზარმაზარი ფიჭვის ქვეშ მოყვა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?